მოიძებნა 668043 ჩანაწერი
138821.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი VI
არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.
The number of votes provided by the void ballot papers shall not be counted in the number of votes cast in the elections.
138822.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი VI
თუ არჩევნების პირველ ტურში მერი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც იმართება არჩევნებიდან მესამე შაბათს.
If the mayor is not elected in the first round of elections, the CEC shall, together with summarizing the results of the first round, appoint a second round of elections, which is held on the third Saturday after the elections.
138823.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი VI
არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას შესაბამის ოლქში საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნების შედეგების შესახებ.
Within 10 days after summarizing the election results, a District Election Commission shall publish a notice on the official website of the CEC on the results of the Sakrebulo by-elections and the extraordinary mayoral elections in the respective district.
138824.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი VI
არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა.
Publicity of a summary protocol on election results.
138825.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი VI
საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლის გამოკვრა საჯარო გაცნობისათვის.
A DEC shall be obliged to post a photocopy of the election summary protocol for public availability.
138826.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი VI
საოლქო საარჩევნო კომისია შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლს (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს.
A District Election Commission shall immediately submit a photocopy of the summary protocol (with the attached dissenting opinions of the commission members) upon request to the representatives of a party / election bloc / initiative group of voters and the observers of an observer organization.
138827.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი VI
მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამოწმებული ფოტოასლი გადაეცემა შესაბამისი საკრებულოს სამანდატო კომისიას.
A certified photocopy of the summary protocol of the results of the Sakrebulo by-elections shall be handed over to a mandate commission of the relevant Sakrebulo.
138828.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი VI
შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერებით.
A photocopy of the summary protocol must be certified with the seal of a District Election Commission and signed by a chairperson of the district election commission and the secretary of the district election commission.
138829.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი VI
არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.
A representative / observer shall confirm the receipt of the photocopy of the summary protocol of the election results by signing it in the registration book of the District Election Commission.
138830.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი VI
კანონით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამოწმებული ასლის გაუცემლობა გამოიწვევს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
In case of request in the manner established by law, failure to issue a certified copy of the summary protocol of the polling results shall result in the liability of a chairperson and a secretary of the commission in the manner established by the legislation of Georgia.
138831.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
1. არჩევნების დანიშვნის დღიდან მისი საბოლოო შედეგების შეჯამებამდე დაუშვებელია პარტიის მიერ დანიშნული ცესკოს წევრის გამოწვევა.
1. No withdrawal of the CEC member appointed by a Party shall take place during the period from the day of calling elections to the day of summing up the final election results.
138832.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
2. იწყება წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია).
2. The election campaigning (canvassing) shall begin.
138833.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
3. არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე გაზეთები, რომლებიც ფინანსდება ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ვალდებული არიან, დაიცვან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (შემდგომში - საარჩევნო კოდექსი) 50-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.
3. From the announcement of elections until the summarisation of election results, newspapers funded by the central or local budget shall be obliged to meet the requirements set forth in Article 50 (2) of the Election Code of Georgia (hereinafter - Election Code).
138834.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
4. არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან 1 თვის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას სავალდებულოა საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინება.
4. From the day of calling elections until the publication of final election results by the CEC and during one month thereafter, it shall be mandatory to meet the requirements of Article 50(5) of the Organic Law of Georgia - Election Code of Georgia (hereinafter - Election Code).
138835.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
5. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი, მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა (საწყისი ვადა).
5. In order to be eligible to participate in the parliamentary elections of Georgia, a party shall apply to a Chairperson of the CEC with an appropriate application signed by its leading person (persons) after the parliamentary elections of Georgia are called, not later than the 57th day (Starting date) before Election Day, if it has an MP elected on the basis of its nomination by the time of calling the elections.
138836.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
6. არჩევნების დანიშვნის დღიდან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი/საარჩევნო სუბიექტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სამ კვირაში ერთხელ წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილი ფორმით.
6. From the day of calling the elections, a candidate/electoral subject shall submit the financial report to the State Audit Office once in three weeks in the form prescribed by the State Audit Office.
138837.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
7. ცესკო აცხადებს საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის შესარჩევ კონკურსს.
7. The CEC shall announce a competition for a temporary member of the District Election Commission.
138838.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
8. არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში;
8. From the 60th day before and including Election Day, it shall be prohibited to implement such projects/programs that have not been previously included in the State Budget of Georgia, the republic budget of any Autonomous Republic of Georgia, or the budget of any municipality;
138839.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტები/პროგრამები ფინანსდება არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე შესაბამისი ბიუჯეტის სათანადო პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ან/და ამ ასიგნებებიდან გამოყოფილი სახსრებით, აგრეთვე დონორების მიერ გამოყოფილი სახსრებით.
Except when projects/programs are funded within the allocations provided for by the respective program code of the respective budget and/or by the funds from such allocations, as well as by the funds allocated by donors at least 60 days before Election Day.
138840.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
ამ წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება.
If the procedures under this paragraph are not met, an authorised person may apply to the court to suspend expenses.