მოიძებნა 668042 ჩანაწერი
144981.
განდი | ნაწილი IV, თავი XIII
მას კარგად ვიცნობდი.
I knew him very well.
144982.
განდი | ნაწილი IV, თავი XIII
ის ერთი სავაჭრო ფირმის მენეჯერად მუშაობდა.
He was manager in a commercial firm.
144983.
განდი | ნაწილი IV, თავი XIII
დაახლოებით იმ ხანებში ადვოკატმა მადანჯიტმა მომმართა წინადადებით, ჟურნალი „ინდიან ოპინიონი“ დაგვეარსებინა.
About this time Sjt. Madanjit approached me with a proposal to start Indian Opinion.
144984.
განდი | ნაწილი IV, თავი XIII
ადვოკატი მანსუკლალ ნააზარი პირველი რედაქტორი გახდა.
Sjt. Mansukhlal Nazar became the first editor.
144985.
განდი | ნაწილი IV, თავი XIII
ინდოეთში ყოფნისას ის აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეწეოდა, მაგრამ სამხრეთ აფრიკული რთული პრობლემების გაშუქებას თვითონ ვერ ბედავდა, როცა მე იქ ვეგულებოდი.
He had been doing a fair amount of journalism whilst in India, but he would never venture to write on intricate South African problems so long as I was there.
144986.
განდი | ნაწილი IV, თავი XIII
თავიდან მას გუჯარათულ, ჰინდისა და ტამილურ და ინგლისურ ენებზე გამოვცემდით.
In the beginning it used to be issued in Gujarati, Hindi, Tamil and English.
144987.
განდი | ნაწილი IV, თავი XIII
წარმოდგენაც არ მქონდა, თუ ამ გაზეთში ფულის ჩადება მომიწევდა, მაგრამ მალე აღმოვაჩინე, რომ ჩემი ფინანსური დახმარების გარეშე ის ვერ იარსებებდა.
I had no notion that I should have to invest any money in the journal, but I soon discovered that it could not go on without my financial help.
144988.
განდი | ნაწილი IV, თავი XIII
ინდოელებმაც და ევროპელებმაც იცოდნენ, რომ, მართალია, ოფიციალურად „ინდიან ოპინიონის“ რედაქტორი არ ვიყავი, მაგრამ რეალურად მასზე პასუხს მე ვაგებდი.
The Indians and the Europeans both knew that, though I was not avowedly the editor of Indian Opinion, I was virtually responsible for its conduct.
144989.
განდი | ნაწილი IV, თავი XIII
გაზეთი საერთოდ რომ არ დაგვეარსებინა, არაფერი დაშავდებოდა.
It would not have mattered if the journal had never been started.
144990.
განდი | ნაწილი IV, თავი XIII
გაზეთმა, როგორც ახლა მგონია, სათვისტომოს კარგი სამსახური გაუწია.
I feel that the journal has served the community well.
144991.
განდი | ნაწილი IV, თავი XIII
მიზანი კომერციული საქმიანობა არასოდეს ყოფილა.
It was never intended to be a commercial concern.
144992.
განდი | ნაწილი IV, თავი XIII
ვიდრე მისი ხელმძღვანელობა მე მებარა, გაზეთის კონცეპტუალური ცვლილებები ჩემი შეხედულებების ცვლილებებს ასახავდა.
So long as it was under my control, the changes in the journal were indicative of changes in my life.
144993.
განდი | ნაწილი IV, თავი XIII
„ინდიან ოპინიონი“ იმ დღეებში, ისევე, როგორც დღეს „ახალგაზრდა ინდოეთი“ და „ნავაჯივანი“, ჩემი ცხოვრების ერთი მონაკვეთის სარკე გახლდათ.
Indian Opinion in those days, like Young India and Navajivan today, was a mirror of part of my life.
144994.
განდი | ნაწილი IV, თავი XIII
კვირიდან კვირამდე მთელ სულსა და გულს გაზეთის სარედაქციო სვეტებში ვდებდი და სატიაგრაჰას განხორციელების პრინციპებსა და პრაქტიკას განვმარტავდი ისე, როგორც მესმოდა.
Week after week I poured out my soul in its columns, and expounded the principles and practice of Satyagraha as I understood it.
144995.
განდი | ნაწილი IV, თავი XIII
ათი წლის განმავლობაში, ანუ 1914 წლამდე, თუ არ ჩავთვლით იმ შუალედებს, როცა იძულებითი დასვენება მიწევდა საპატიმროებში, ძნელად თუ იპოვით „ინდიან ოპინიონის“ ნომერს, რომელშიც ჩემი სტატია არ იყო გამოქვეყნებული.
During ten years, that is, until 1914, excepting the intervals of my enforced rest in prison, there was hardly an issue of Indian Opinion without an article from me.
144996.
განდი | ნაწილი IV, თავი XIII
ჩემი მიზანი ყოველთვის რედაქტორსა და მკითხველს შორის ახლო და გულწრფელი კავშირის დამყარება იყო.
I always aimed at establishing an intimate and clean bond between the editor and the readers.
144997.
განდი | ნაწილი IV, თავი XIII
ამან ბოლომდე გამაცნობიერებინა ჟურნალისტის უდიდესი პასუხისმგებლობა.
It made me thoroughly understand the responsibility of a journalist.
144998.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები (დასაქმება და უმუშევრობა) 2020 წლის I კვარტალი
2020 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.9 პროცენტი შეადგინა.
In the I quarter of 2020 the unemployment rate in Georgia decreased by 0.9 percentage point compared to the corresponding period of the previous year and equaled 11.9 percent.
144999.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები (დასაქმება და უმუშევრობა) 2020 წლის I კვარტალი
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონე 2018-2020 წლებში კვარტალების მიხედვით.
The chart below presents the unemployment rate by quarters of 2018-2020 years.
145000.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები (დასაქმება და უმუშევრობა) 2020 წლის I კვარტალი
2020 წლის I კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 62.6 პროცენტი შეადგინა.
In the I quarter of 2020 economically active population constituted 62.6 percent of the working age population (population aged 15 and older).