მოიძებნა 668042 ჩანაწერი
144961.
განდი | ნაწილი IV, თავი XII
მაგრამ ახლა მისი შემცვლელი, სტენოგრაფისტი-მბეჭდავი უნდა მომეძებნა და, ჩემდა საბედნიეროდ, სხვა ქალიშვილის დაქირავება მოვახერხე.
But a permanent stenotypist was now needed in her place, and I was fortunate in getting another girl.
144962.
განდი | ნაწილი IV, თავი XII
ის ამჟამად მასწავლებლად მუშაობს ტრანსვაალის ერთ კოლეჯში.
She is at present a teacher in one of the High Schools in the Transvaal.
144963.
განდი | ნაწილი IV, თავი XII
როცა ჩემთან მოვიდა, ჩვიდმეტი წლის იქნებოდა.
She was about seventeen when she came to me.
144964.
განდი | ნაწილი IV, თავი XII
არ დაგიდევდათ არც ასაკს და არც მდგომარეობას.
She seemed to mind neither age nor experience.
144965.
განდი | ნაწილი IV, თავი XII
მის დაბეჭდილ წერილებს ხშირად წაუკითხავად ვაწერდი ხელს.
I have often signed without revision letters typed by her.
144966.
განდი | ნაწილი IV, თავი XII
კარგა ხნის განმავლობაში 6 ფუნტზე მეტს არ ითხოვდა და 10 ფუნტზე მაღალი გასამრჯელოს აღებაზე უარს ამბობდა.
For a considerable period she did not draw more than £6, and refused ever to receive more than £10.
144967.
განდი | ნაწილი IV, თავი XII
„აქ ხელფასისათვის კი არ მოვსულვარ, ვმუშაობ იმიტომ, რომ მომწონს თქვენთან მუშაობა და მომწონს თქვენი იდეალები.“
'I am not here to draw a salary from you. I am here because I like to work with you and I like your ideals.'
144968.
განდი | ნაწილი IV, თავი XII
ერთხელ ისე მოხდა, რომ 40 გირვანქა სტერლინგი გამომართვა, მაგრამ დაიჟინა, სესხად ვიღებო.
She had once an occasion to take £40 from me, but she insisted on having it as a loan.
144969.
განდი | ნაწილი IV, თავი XII
ის ერთი იმ უიშვიათეს მანდილოსანთაგანია, რომელთა გაცნობის ბედნიერება მხვდა წილად.
She is one of the few women I have been privileged to come across.
144970.
განდი | ნაწილი IV, თავი XII
დღეს ის ზრდასრული ქალია.
She is a grown-up woman now.
144971.
განდი | ნაწილი IV, თავი XII
მაგრამ იმ ყმაწვილ ქალთან ურთიერთობა ჩემთვის მუდამ უწმინდეს მოგონებად დარჩება.
But my contact with this young lady will ever be for me a sacred recollection.
144972.
განდი | ნაწილი IV, თავი XII
როცა სატიაგრაჰას დღეებში თითქმის ყველა ლიდერი დააპატიმრეს, ის მარტოდმარტო უძღვებოდა მოძრაობას.
When during the Satyagraha days almost every one of the leaders was in jail, she led the movement single-handed.
144973.
განდი | ნაწილი IV, თავი XII
მის შლეზინგზე დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი, მაგრამ ამ თავს იმ სიტყვებით დავასრულებ, რომლითაც გოქალემ შეაფასა იგი.
I could go on without end speaking thus about Miss Schlesin, but I shall conclude this chapter with citing Gokhale's estimate of her.
144974.
განდი | ნაწილი IV, თავი XII
გოქალე ყველა ჩემს თანამებრძოლს იცნობდა.
Gokhale knew every one of my co-workers.
144975.
განდი | ნაწილი IV, თავი XII
ბევრი მათგანი ძალიან მოსწონდა და ხშირად გამოთქვამდა აზრს მათზე.
He was pleased with many of them, and would often give his opinion of them.
144976.
განდი | ნაწილი IV, თავი XII
„იშვიათად მინახავს ისეთი თავგანწირვა, პატიოსნება და სიმამაცე, როგორიც მის შლეზინგში დავინახე,“ – მითხრა მან.
'I have rarely met with the sacrifice, the purity and the fearlessness I have seen in Miss Schlesin,' said he.
144977.
განდი | ნაწილი IV, თავი XIII
„ინდიან ოპინიონი“.
INDIAN OPINION.
144978.
განდი | ნაწილი IV, თავი XIII
ვიდრე სხვა ევროპელებთან მეგობრულ კავშირებზე საუბარს განვაგრძობდე, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს უნდა შევეხო.
Before I proceed with the other intimate European contacts, I must note two or three items of importance.
144979.
განდი | ნაწილი IV, თავი XIII
ჩემი საქმეების გაძღოლას მარტო მის დიკი ვერ აუვიდოდა და ამიტომ დამხმარე მჭირდებოდა.
The appointment of Miss Dick was not enough for my purpose.
144980.
განდი | ნაწილი IV, თავი XIII
წინა თავებში მისტერ რიტჩი ვახსენე.
I have in the earlier chapters referred to Mr. Ritch.