მოიძებნა 668043 ჩანაწერი
144921.
განდი | ნაწილი IV, თავი X
მე აღარა ვარ დაბრმავებული, გაგიჟებით შეყვარებული ქმარი და აღარც ჩემი ცოლის მასწავლებელი.
I am no longer a blind, infatuated husband, I am no more my wife's teacher.
144922.
განდი | ნაწილი IV, თავი X
კასტურბაის, თუკი მოესურვება, დღეს შეუძლია ისევე უხეშად მომექცეს, როგორც მე ვექცეოდი მას.
Kasturba can, if she will, be as unpleasant to me today, as I used to be to her before.
144923.
განდი | ნაწილი IV, თავი X
ჩვენ გამობრძმედილი მეგობრები ვართ და არც ერთი ჩვენგანი აღარ მიიჩნევს მეორეს ვნების ობიექტად.
We are tried friends, the one no longer regarding the other as the object of lust.
144924.
განდი | ნაწილი IV, თავი X
მეგონა, რომ ცოლი ქმრის ვნების საგანია, დაბადებული იმისათვის, რომ ქმრის ნება აღასრულოს და არა იმისათვის, რომ მისი მეგობარი, თანამოაზრე და ჭირისა და ლხინის გამზიარებელი იყოს.
I thought that the wife was the object of the husband's lust, born to do her husband's behest, rather than a helpmate, a comrade and a partner in the husband's joys and sorrows.
144925.
განდი | ნაწილი IV, თავი X
ჩემმა შეხედულებებმა მხოლოდ 1900 წელს განიცადეს რადიკალური ცვლილება და 1906 წელს საბოლოოდ სულ სხვაგვარად ჩამოყალიბდნენ.
It was in the year 1900 that my ideas underwent a radical transformation, and in 1906 they took concrete shape.
144926.
განდი | ნაწილი IV, თავი X
მაგრამ ამაზე საუბარს შესაფერის დროს შემოგთავაზებთ.
But of this I propose to speak in its proper place.
144927.
განდი | ნაწილი IV, თავი X
შესაძლოა, კასტურბაიმ არც კი იცოდეს, აქვს თუა არა საკუთარი იდეალები.
Kasturba herself does not perhaps know whether she has any ideals independently.
144928.
განდი | ნაწილი IV, თავი X
მაგრამ მას ღვთისგან ნაბოძები აქვს ერთი თვისება, რომელიც ინდუსების ცოლების უმეტესობას ახასიათებს.
But she is blessed with one great quality to a very considerable degree, a quality which most Hindu wives possess.
144929.
განდი | ნაწილი IV, თავი X
ნებით თუ უნებურად, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ის თავს ბედნიერად თვლიდა იმით, რომ ჩემ გვერდით იყო.
Willingly or unwillingly, consciously or unconsciously, she has considered herself blessed in following in my footsteps.
144930.
განდი | ნაწილი IV, თავი X
ყოველთვის ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩვენი ცხოვრება აღსავსე იყო კმაყოფილებით, ბედნიერებითა და წინსვლით.
I have always had the feeling that ours is a life of contentment, happiness and progress.
144931.
განდი | ნაწილი IV, თავი XI
როცა წერას შევუდექი, კონკრეტული გეგმა არ მქონდა.
When I began writing it, I had no definite plan.
144932.
განდი | ნაწილი IV, თავი XI
მე არ დამინახავს და არ ვიცნობ მას.
I have not seen Him, neither have I known Him.
144933.
განდი | ნაწილი IV, თავი XI
უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ სიტყვებით ვერ გამოვხატავ, რას ნიშნავს ჩემი ღვთისადმი რწმენა.
It may be more correct to say that I have no word for characterizing my belief in God.
144934.
განდი | ნაწილი IV, თავი XI
შეიძლება ახლა უფრო ადვილი მისახვედრი გახდეს, თუ რატომ მჯერა, რომ ჩემს თავგადასავალს სულის კარნახით ვწერ.
It is perhaps now somewhat easy to understand why I believe that I am writing my story as the Spirit prompts me.
144935.
განდი | ნაწილი IV, თავი XI
ამ ავტობიოგრაფიას კრიტიკოსების საამებლად როდი ვწერ.
I am not writing the autobiography to please critics.
144936.
განდი | ნაწილი IV, თავი XI
და თუკი არა ვარ მართალი, ავტობიოგრაფიას რომ ვწერ, დანაშაული ჩემთან ერთად მათაც უნდა გაიზიარონ.
If, therefore, I am wrong in writing the autobiography, they must share the blame.
144937.
განდი | ნაწილი IV, თავი XI
არ ვნანობ, ეს რომ გამოვცადე.
And I do not regret the experiences.
144938.
განდი | ნაწილი IV, თავი XI
მიუხედავად უსიამოვნებებისა და უხერხულობებისა, რაც ჩემი მეგობრებისათვის მიმიყენებია, ცხოვრების წესი არ შემიცვლია და მეგობრებიც სულგრძელად მითმენდნენ.
In spite of the inconvenience and worry that I have often caused to friends, I have not altered my conduct and friends have kindly borne with me.
144939.
განდი | ნაწილი IV, თავი XI
მიუხედავად იმისა, რომ, როცა ბურების ომი დაიწყო, ჩემი სახლი სტუმრებით იყო სავსე, კიდევ ორი ინგლისელი სტუმარი მივიღე, რომლებიც იოჰანესბუგიდან ჩამოსულიყვნენ.
Though, therefore, my house was full of guests when the Boer War broke out, I received two Englishmen who had come from Johannesburg.
144940.
განდი | ნაწილი IV, თავი XI
ორივე თეოსოფი იყო.
Both were theosophists.