მოიძებნა 668068 ჩანაწერი
14781.
ქართველოლოგი | ტომი 17, ერთი ტიპის კავშირებითი პირობითი წინადადებისთვის ქართულში
როცა თუ-ს კავშირებითი კილოს შემასმენელი ახლავს, მთავარი წინადადება შეიძლება გადმოსცემდეს მეორე პირის მიმართ ბრძანებას, დადებითს ან უარყოფითს.
When the tu protasis has a subjunctive verb, the apodosis may represent a command, whether affirmative or negative.
14782.
ქართველოლოგი | ტომი 17, ერთი ტიპის კავშირებითი პირობითი წინადადებისთვის ქართულში
მაგრამ არ შეიძლება იყოს ჰორტატივი, არც ბრძანება მესამე პირის მიმართ, არც თხრობითი წინადადება ბრძანებითი შინაარსის გარეშე.
But it cannot be hortative, jussive expression in the third person, nor can be declarative without any imperative implication.
14783.
ქართველოლოგი | ტომი 17, ერთი ტიპის კავშირებითი პირობითი წინადადებისთვის ქართულში
8. დასკვნები: თუ-იან პირობით დამოკიდებულ წინადადებას შეიძლება ჰქონდეს კავშირებითი კილოს შემასმენელი შემდეგ ორ შემთხვევაში:
8. To conclude, tu protases can have a subjunctive predicate verb in two cases:
14784.
ქართველოლოგი | ტომი 17, ერთი ტიპის კავშირებითი პირობითი წინადადებისთვის ქართულში
როცა მოსაუბრე აცხადებს, რომ დამოკიდებული წინადადების შინაარსი მართალი არ არის;
when the speaker asserts that the protasis content is not true;
14785.
ქართველოლოგი | ტომი 17, ერთი ტიპის კავშირებითი პირობითი წინადადებისთვის ქართულში
როცა მთავარი წინადადება გულისხმობს მეორე პირის მიმართ ბრძანებას.
when the apodosis expresses a command to the hearer.
14786.
ქართველოლოგი | ტომი 17, ერთი ტიპის კავშირებითი პირობითი წინადადებისთვის ქართულში
ამგვარი სემანტიკური და პრაგმატიკული პირობები ეხება მარტო ამ ტიპის პირობითი წინადადების კონსტრუქციას და არა რომ-იან წინადადებას და არც თუ-იან პირობით წინადადებას, რომელშიც შემასმენელი თხრობით კილოში დგას.
Such semantic and pragmatic conditions are proper to this type of conditional construction and do not apply to rom protases or tu protases having an indicative predicate verb.
14787.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები.
COLCHIS IN THE FIRST MILLENNIUM BC: ORIENTAL TRENDS.
14788.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისის კოლხურ კულტურაში უკვე ჩანს აღმოსავლური იმპულსები, რაც, როგორც ცნობილია, ჰასანლუს ტიპის სატევრების სახითაა დადასტურებული (თ. მიქელაძე).
Oriental impulses are already felt in Colchian culture of the early 1<sup>st</sup> millennium BC., which, as is known, is attested by the Hasanlu-type daggers (T. Mikeladze).
14789.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ასეთივე იმპულსები ჩანს სამხრეთ საქართველოში, სადაც ძვ. წ. VII-VI საუკუნეების სამარხებში (მზეთამზე) მიკვლეულია კალმეიერის 31-35 (ნეო-ბაბილუნური) ჯგუფისათვის ტიპური სატევარი , რომელიც ლურისტანში ჩანს დამზადებული.
Similar impulses are seen in South Georgia where a dagger, apparently made in Luristan and typical of Calmayer 31-35 (Neo-Babylonian) burials of the 7<sup>th</sup>-6<sup>th</sup> c (Mzetamze), has been discovered.
14790.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ამავე შესაძლებლობას უსვამს ხაზს საწვივე რგოლების სამარხში ჩაყოლების ფაქტიც, რაც გარდა საქართველოში ცნობილი სამაროვნებისა, დადასტურებულია, აგრეთვე, ლურისტანშიც.
The same possibility is underlined by the fact of placing shin rings in the burial which, besides Georgia, is attested in Luristan as well.
14791.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
აქემენიდურ ხანაში კოლხეთის თანამედროვე ტერიტორია ორ ნაწილადაა გაყოფილი - საკუთრივ კოლხეთის სამეფოს ტერიტორია მდ. რიონის სამხრეთით (გ. მელიქიშვილი), რომელიც მთლიანად ბერძნულ სამყაროზეა ადრესირებული და შიდა კოლხეთი, რომელიც მეტ-ნაკლებად ორიენტირებულია აქემენიდურ სამყაროზე (ო. ლორთქიფანიძე), რის გამოც სწორედ აქ არის კონცენტრირებული აქემენიდური (ან “აქემენიდიზირებული”) იმპორტი და ტრადიციები.
In the Achaemenid period the territory of present-day Colchis was divided into two parts: the territory of the Colchian kingdom proper, south of the Rioni river (G. Melikishvili), addressed entirely to the Greek world, and Shida Colchian, more or less oriented to the Achaemenid world (O. Lordkipanidze), hence the Achaemenid or “Achaemenized” import and traditions are concentrated here.
14792.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
თუმცა, უფრო დასავლეთით, სოფ. ჩიბათში შემთხვევით აღმოჩნდა ბრინჯაოს აქემენიდური ლაგამი, რომლის შესრულების მხატვრული დონე სრულიად განსაკუთრებულია.
However, more westward, in v. Chibati, a bronze Achaemenid bit was found by chance, the artistic level of its execution is quite exceptional.
14793.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
აქემენიდური ინტერესების დასავლეთი საზღვარი კავკასიაში არის საირხე-ვანი-აწყური-მდ. ჭოროხის აუზის შემაერთებელი ხაზი.
The western boundary of Achaemenid interests in the Caucasus is the line joining Sairkhe – Vani – Atsquri - r. Chorokhi.
14794.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
სუსტი აქემენიდური ტრადიციები შენარჩუნებულია ძვ. წ. IV-III საუკუნეების მიჯნის ვანში. ხოლო ძვ.წ. III საუკუნიდან მთელი კოლხეთის ტერიტორიაზე დასტურდება (გარდა ელინიზირებული ქალაქებისა - ვანი, ეშერა) ასევე საკმაოდ სუსტი ელინისტური გავლენა.
Weak Achaemenid traditions are preserved at Vani of the turn of the 4<sup>th</sup>-3<sup>rd</sup> c BC, while from the 3<sup>rd</sup> c BC, rather weak Hellenistic influence is attested to over the entire territory of Colchis (barring the Hellenized cities of Vani and Eshera).
14795.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
კოლხეთის სამეფო ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულსა და I ათაწლეულის დასაწყისში ერთადერთი დაწინაურებული სახელმწიფო გაერთიანება აღმოჩნდა კავკასიის რეგიონში.
Towards the end of the 2<sup>nd</sup> and early 1<sup>st</sup> millennium BC the kingdom of Colchis proved the only advanced state association in the Caucasus region.
14796.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილია საზოგადოების განვითარების ამსახველი უაღრესად შთამბეჭდავი სურათი:
Archaeological excavations have brought to light a highly impressive picture of the development of society:
14797.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ბრინჯაოსა და რკინის დაწინაურებული მეტალურგია, განვითარებული მიწათმოქმედება, ტრადიციული სამშენებლო საქმე, მაღალმხატვრული ხელოვნების ნიმუშები, სოციალურად განვითარებული საზოგადოება და მკვეთრი ქონებრივი დიფერენციაცია.
advanced metallurgy of iron and bronze, developed farming, a traditional construction work, highly artistic specimens of art, developed society and acute proprietary differentiation.
14798.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ეს ქრონოლოგიური მონაკვეთი კოლხეთის ისტორიაში სრულიად განსაკუთრებული ხანაა.
This chronological span in the history of Colchis is an absolutely special period.
14799.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
მკვლევართა უმეტესობა თვლის, რომ სწორედ ამ ხანაში არსებობს კოლხეთის სახელმწიფო, რომელიც მოიხსენიება ძველ ასურულ და ურარტულ წარწერებში, ისევე როგორც ძველ ბერძნულ ლიტერატურაში და დაკავშირებულია ელინურ სამყაროში კარგად ცნობილ მითთან არგონავტების კოლხეთში მოგზაურობის შესახებ.
The majority of researchers are of the view that the state of Colchis existed precisely in this period, being referred to in ancient Assyrian and Urartian inscriptions, as well as in ancient Greek writings in connection with the myth of the expedition of the Argonauts to Colchis, well-known in the Hellenic world.
14800.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
არქეოლოგიური თვალსაზრისით ამ პერიოდის კოლხეთში შეიძლება გამოიყოს რამდენიმე სპეციფიური მოვლენა, რომელთაგან ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფენომენს წარმოადგენენ კოლექტიური სამარხები.
From the archaeological standpoint several specific developments may be identified in the Colchis of this period, of which collective burials constitute one of the significant phenomena of the early 1<sup>st</sup> millennium BC.