მოიძებნა 668068 ჩანაწერი
14821.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
მხედველობაში მაქვს კოლხურ კოლექტიურ სამარხებში აღმოჩენილი ე. წ. მესამე ტიპის მთლიანად სხმული სატევრები, რომლებიც მოპოვებულია ერგეტას სამაროვნის #5 სამარხ ორმოში, #3 სამაროვნის #2 სამარხ ორმოში (1 ცალი) და დღვაბას სამაროვნის #1 სამარხ ორმოში.
I have in mind the so-called type three all-metal dagger found in the pit of burial 5 of Ergeta burial ground #3 (1 piece), and in burial pit 1 of Dghvaba burial ground.
14822.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ეს არის ე.წ. “წინააზიური ტიპის” სატევარი, რომელსაც უახლოესი ანალოგიები აქვს ჰასანლუ IV სატევრებთან [სხვათაშორის, ამავე ტიპის სამარხებიდან ცნობილია სევანისპირული სატევარიც].
This is the so-called “Near Eastern” type dagger that has the closest analogies with Hasanlu IV daggers [incidentally, the Sevan dagger is also known to come from the same type burial grounds;].
14823.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ჰასანლუ IV ტიპის სატევრები ცნობილია აგრეთვე თლიას სამაროვნიდან.
Hasanlu type dagger are known also from Tlia cemetery.
14824.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ითვლება, რომ ამ ტიპის სატევრების აღმოჩენა კოლხურ სამაროვნებში ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ისინი არსებობას განაგრძობენ ძვ.წ. 600 წლამდე.
It is believed that the discovery of daggers of this type in Colchian cemeteries corroborates the view according to which they continue to exist till 600 BC.
14825.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ასევე ირანულ სამყაროს უკავშირდება სამხრეთ საქართველოში, კერძოდ, მზეთამზის სამაროვანზე გათხრილ კენოტაფში აღმოჩენილი ბრინჯაოს სატევარი, რომელსაც ყველაზე ახლო ანალოგიები აქვს Calmeyer-ის მიერ გამოყოფილ ჯგუფში 31-35 და ნეო-ბაბილონური ეტაპის მასალაშია გაერთიანებული.
A bronze dagger found in a cenotaph excavated at Mzetamze cemetery in south Georgia is also related to the Iranian world. It has the closest analogies in groups 31-35, identified by Calmeyer and united in material of Neo-Babylonian type.
14826.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ამ სატევრის პირველ პუბლიკაციაში მე სწორედ ეს თარიღი - ძვ. წ. VII-VI სს. მივუთითე.
In the first publication of this dagger I suggested this date: 7<sup>th</sup>-6<sup>th</sup> c BC.
14827.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეს სატევარი ლურისტანშია დამზადებული.
It is safe to say that this dagger was made in Luristan.
14828.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
მზეთამზის სამაროვანზე, სადაც ამ პერიოდში კოლხური კულტურის ინფილტრაცია სრულიად აშკარაა, დადასტურებულია აგრეთვე საწვივე რგოლების ჩაყოლების ფაქტიც, რასაც ანალოგია აქვს არა მხოლოდ თლიას სამაროვანზე, არამედ პირდაპირი და სინქრონული პარალელი აქვს ლურისტანში, კერძოდ, Gul Khanan-ის სამაროვნის #37 სამარხთან, სადაც ემბრიონალურ პოზაში დაკრძალულ მიცვალებულს ფეხებზე ასევე საწვივე რგოლები ჰქონდა ჩამოცმული.
The fact of placing shin-rings in the grave is attested to at Mzetamze cemetery, where infiltration of Colchian culture of this period is quite clear. It has an analogy not only at Tlia cemetery but a direct and synchronous parallel in Luristan, in particular burial 37 of Gul Khanan cemetery, where the legs of a deceased buried in crouched posture had shin-rings on the legs.
14829.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
არ არის გამორიცხული, რომ ადრეული კონტაქტების მანიშნებელია ე.წ. ყურმილიანი დოქების მთელს კოლხეთში გავრცელების ფაქტი.
It is not ruled out that early contacts are indicated by the distribution throughout Colchis of the so-called tubular-handled pitchers.
14830.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ისინი აღმოჩენილია ძვ. წ. VII-IV სს-ის თითქმის ყველა ძეგლზე: ბათუმის ციხე, ფიჭვნარი, კოხი, სიმაგრე, ოჩამჩირე, ერგეტა, მთისძირი, დაბლაგომი, ქუთაისი, ყულევი, ბრილი და სხვ.
They have been discovered at almost all cites of the 7<sup>th</sup>-4<sup>th</sup> c BC: Batumi fortress, Pichvnari, Kokhi, Simagre, Ochamchire, Ergeta, Mtisdziri, Dablagomi, Kutaisi, Qulevi, Brili, etc.
14831.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ბოლო წლებში ყურმილიანი დოქების აღმოჩენის ფაქტებმა იმატა აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გათხრილ ძეგლებზეც.
In recent years cases of discovery of tubular-handled pitchers have increased at sites excavated in Eastern Georgia.
14832.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ამ ტიპის კერამიკა პირველად თავს იჩენს დასავლეთ ირანში (უკანასკნელ წლებში, მაგალითად, დადასტურებულია Qalaichi–ში).
Pottery of this type appears first in Western Iran (in recent years, found in Qalaichi).
14833.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
კოლხეთის ისტორიის შემდგომი ეტაპი ორ მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება: კონტაქტების გააქტიურებას ბერძნულ სამყაროსთან და აქემენიდების გამოჩენას.
The further stage of Colchian history is linked to two significant developments: activation of contacts with the Greek world and the advent of the Achaemenids.
14834.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ამ შემთხვევაში მეორე მოვლენაზე შევაჩერებ ყურადღებას.
At present I shall dwell on the latter development.
14835.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
კავკასიაში და კერძოდ, ამიერკავკასიაში აქამენიდების გამოჩენას საკმაოდ დიდი რაოდენობის პუბლიკაციები მიეძღვნა.
A fairly large number of publications have been devoted to the advent of the Achaemenids in the Caucasus, in particular, South Caucasus.
14836.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ამ კატეგორიის ნაშრომთაგან უკანასკნელი იყო ფ. კნაუსის გამოკვლევა, რომელშიც თითქმის სრულად აისახა 2006 წლამდე არსებული არქეოლოგიური მასალა. მაგრამ იმის გამო, რომ რეგიონში არქეოლოგიური გამოკვლევები კვლავ გრძელდება, დაგროვდა საკმაო რაოდენობის მონაცემები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, სრულიად ახლებურად წარმოაჩენენ ამიერკავკასიურ და აქემენიდურ ურთიერთობებს.
Of works of this category the latest was a study by F. Knaus, reflecting almost the entire archaelogical material that existed by 2006 but as archaeological studies are continuing in the region, sufficient material has accumulated that frequently shows the South Caucasian and Achaemenid relations in an absolutely novel way.
14837.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ამასთან, გამოჩნდა ძველი ქართული წერილობითი წყაროების ახლებური ინტერპრეტაციები, რომელთა მიხედვით აქემენიდური სამყაროს როლი ბევრად უფრო აქტიური ჩანს, ვიდრე ეს აქამდე ივარაუდებოდა.
At the same time fresh interpretations of old Georgian written sources have appeared, according to which the role of the Achaemenid world is seen to have been more active than it had been presumed earlier.
14838.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
აქემენიდები კოლხეთში გამოჩნდნენ უკვე დარიოს I-ის დროს.
The Achaemends appeared in Georgia back in Darius I’s time.
14839.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
B. Jacobs მიუთითებს, რომ აქემენიდების მმართველობა კავკასიის რეგიონში დამყარდა ძვ.წ. 513-512 წლებისათვის დარიოს I-ის სკვითური ლაშქრობის დროს.
B. Jacobs points out that “Achaemenid rule in the Caucasus region was established by 513-512 BC, during Darius I’s Scythian campaign.
14840.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
სპარსელების აქტივობა ჩრდილო-კავკასიურ არეალში შეზღუდული იყო და არქეოლოგიური აღმოჩენები გვიჩვენებს, რომ კავკასიონი აყალიბებდა იმპერიის ჩრდილოეთ საზღვარს აქემენიდური ხანის მთელი პერიოდის მანძილზე ან ყოველ შემთხვევაში, დარიოსის შემდგომ პერიოდში.
The activity of the Persians in the North-Caucasian area was limited and archaeological discoveries show that the Caucasus Range formed the northern boundary of the empire during the entire Achaemenid period or, at any rate, in the period following Darius”.