მოიძებნა 668068 ჩანაწერი
15101.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
მისი ძირითადი ნაწილი შედგება უცხოელი დამპყრობლების მიერ ქალაქში გამოწვეული ნგრევისა და საშინელების ძალიან დეტალური და შოკისმომგვრელი ნატურალისტური აღწერებისაგან.
Its main part consists of very detailed and shockingly naturalistic descriptions of the terrors and destruction caused to the city by the foreign invaders.
15102.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
საშინელი ნგრევა და ხოცვა-ჟლეტა ავტორის ეჭვს იწვევს ღმერთის სამართლიანობაში, რასაც იგი გამოხატავს მისთვის (ღმერთისთვის) უპასუხოდ დარჩენილი კითხვების დასმაში (სტროფები 50-55).
The terrible devastation and massacre makes the author doubt God’s justice, which he expresses by addressing to Him the crucial questions left without answer (stanzas 50–55).
15103.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
დასასრულ, მართალი ღმერთი კიცხავს ავტორს და უხსნის მას ღვთაებრივ ნებას, ე.ი. ადამიანებს ამოწმებს, სანამ ისინი გადავლენ მუდმივი სიცოცხლის სამყაროში (სტროფები 56-61).
Finally Righteous God rebukes the author and explains to him His will, i.e. testing humans before their transition to the other world of the eternal life (stanzas 56–61).
15104.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ასეთ სტრუქტურას ვხვდებით აგრეთვე რამდენიმე სხვა ჰიმნში, რომლებსაც ვარდას მიაწერენ.
Such a structure is met also in several other hymns ascribed to Warda.
15105.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
საბოლოო დამგმობისა და მამხილებლის როლი სხვადასხვა ჰიმნში შეიძლება შეასრულოს სხვადასხვა რაიმემ, როგორიცაა ღმერთის სამართლიანობა, ავტორის გონება ან ვინმე სხვა.
The role of the final condemner and revealer in different hymns may be played by various figures, such as God’s Righteousness, or the author’s Mind, or someone else.
15106.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ამგვარად, ამ ეპოქის ჰიმნი შეიძლება ჩაითვალოს აპოლოგეტურად.
Thus, this type of hymn may be considered apologetic.
15107.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ჰიმნის ისტორიული კონტექსტი განსაკუთრებით საინტერესოა.
The historical context of the hymn is of particular interest.
15108.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
იგი აღწერს 1220-1221 წლების მოვლენებს, ეს არის პერიოდი, როდესაც რამდენიმე დამპყრობელმა ხელყო ქართველი ხალხი.
It describes the events that took place in 1220–1226 AD, a period when several different invaders encroached upon the Georgian people.
15109.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ეს ამბები აღიწერა არაბულ, სპარსულ, სომხურ და ქართულ წყაროებში. ამიტომაც გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომელთანაც ჰიმნის შედარება შეიძლება.
These events were described in Arabic, Persian, Armenian and Georgian sources, and hence, there is enough information with which to compare the hymn.
15110.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
1. ვარდა, სირიის რენესანსის პერიოდის ჰიმნების კრებული.
1. The Wardā, a hymn-collection, from the Syriac Renaissance period.
15111.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ვარდას კრებულს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს აღმოსავლეთის (ე. წ. ნესტორიანული) ეკლესიის ლიტურგიკაში.
In the liturgical literature of the Church of East (the so-called Nestorian) the Wardā collection holds a special place.
15112.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ჰიმნების სახელწოდებები გვაძლევს იმის საფუძველს, ვიფიქროთ, რომ გარდა გივარგის ვარდასი, რომელსაც ჰიმნების უმრავლესობის ავტორობა მიეწერება, კრებულის შედგენაში მონაწილეობდა XII-XVI საუკუნეებში მოღვაწე არაერთი მწერალი.
Even judging by the titles of the hymns many men of letters living from the 12<sup>th</sup> to the 16<sup>th</sup> century participated in its creation besides Gīwargīs Wardā to whom most of the hymns are ascribed.
15113.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ამასთან, კრებული განკუთვნილია რელიგიური დღესასწაულების დროს ღამის განმავლობაში შესასრულებელი და მთელი ლიტურგიული წლის განმავლობაში კვირაობით ღვთისმსახურების აღსრულებისათვის.
Besides, the collection is meant for the liturgical performance on night services of the festival days and Sundays of all the liturgical year.
15114.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ამ ორი თავისებურების გამო ვარდას კრებული აღმოსავლეთ სირიული ლიტურგიული პოეზიის უმთავრეს ძეგლად მიიჩნევა.
These two peculiarities make it the main monument of East Syrian liturgical poetry.
15115.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
მისი მრავალრიცხოვანი ასლები გვხვდება მთელს მსოფლიოში დაცულ სხვადასხვა კრებულებში.
Its numerous copies are known in different collections of the world.
15116.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ვარდას კრებულში შემავალი სტროფული ჰიმნები ‛ōnītā (მრ. რიცხვში ‛ōnyātā) ჯერაც წარმოადგენს აღმოსავლეთ სირიის ეკლესიის ლიტურგიის განუყოფელ ნაწილს.
Strophic hymns – ‛ōnītā (pl. ‛ōnyātā) contained in the collection are still a part of the liturgy of the East Syrian Church.
15117.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
მთლიანობაში კრებულში სულ ას ოცი ჰიმნია შესული. მათი უმრავლესობის შექმნა მიეწერება გივარგის ვარდას, რომლის სახელსაც ატარებს კრებული.
Altogether there are over 120 hymns in the collection, most of which are ascribed to Gīwargīs Wardā whose name provides the name of the collection.
15118.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ჰიმნების შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლოა კრებულში განვასხვაოთ შემდეგი ტიპის ჰიმნები: ეგზეგეტიკური, ჰაგიოგრაფიული; არაკანონიკური სიუჟეტები; ჰიმნები, რომლებშიც აღწერილია სხვადასხვა ისტორიული მოვლენები თუ განსაცდელნი; ასევე ჰიმნები, რომლებშიც აღწერილია ადამიანური სინანული და სხვ.
Due to their content one can distinguish the hymns as: exegetic, hagiographic, apocryphal narratives, describing historical events and calamities, dedicated to other subjects (such as personal penitence).
15119.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ჩვენამდე მოღწეულია ვარდას კრებულის რამდენიმე ათეული ხელნაწერი, რომელთაგან ზოგი სრულ რედაქციას წარმოადგენს და ზოგი - არასრულს.
The number of existing manuscripts of this hymn-collection forms several dosens, which represent either a short or a full recension.
15120.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ჰიმნოგრაფის ცხოვრების შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. თუმცა, ტრადიციის თანახმად მიიჩნევა, რომ იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნის პირველ ნახევარში, ვინაიდან იმ ჰიმნებში, რომელთა ავტორად ვარდა მიიჩნევა, 1220-1230-იანი წლების ტრაგიკული მოვლენებია აღწერილი.
There is no information concerning the life of this hymnographer but it is traditionally considered that he lived in the first half of the 13<sup>th</sup> century as in the hymns related to his name there are descriptions of the terrible events which took place in the 1220s and 1230s of the century.