მოიძებნა 668068 ჩანაწერი
15401.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
მისთვის სული წინაარსებობს და ადამიანის ისტორიული დაბადება სულის „ქმნად [ე.ი. გრძნობად სამყაროში] შთამოვრდომაა”.
For him soul preexists and historical birth of man is “fall of soul in [the world of] becoming”.
15402.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
ამაში პეტრიწი მიჰყვება ძველ ქრისტიანულ ტრადიციას, რომელიც ორიგენედან იღებს სათავეს.
In this, Petritsi follows an ancient Christian tradition that originates from the thought of Origen the Alexandrian.
15403.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
სწორედ ამ ტრადიციის მიმდევარია მის მიერ ნათარგმნი ქრისტიანი ავტორი ნემესიოს ემესელიც;
Nemesius of Emesa, 4<sup>th</sup> century bishop, whose major opus “De natura hominis” Petritsi translated, also follows the same tradition.
15404.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
პეტრიწი უკომენტაროდ თარგმნის მის ბიბლიურ ეგზეგეზას იმის შესახებ, რომ ექვსი დღის მერე ღმერთის დასვენება მეტაფორულად აღნიშნავს იმას, რომ ღმერთმა ყველა სული შექმნა, და რომ სიტყვა „ქმნა” იოანეს სახარების პასაჟში „მამაჩემი დღემდე იქმს და მეც ვიქმ” აღნიშნავს უკვე შექმნილის განგებას და არა შექმნას.
In fact Petritsi translates without any commentary and explanation Nemesius’ biblical exegesis that God’s rest after six days metaphorically indicates that He has created universe in its completeness, including all souls, while the words of Johannine Gospel “My father works until now and I work” he interprets in terms of providential care upon the things already created and not any sort of new creations.
15405.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
ამდენად ტყუიან ისინი, ვინც ამბობს, რომ სული სხეულთან ერთად იქმნება.
Thus, according to Nemesius those who say that souls are created together with bodies, are in a grave error.
15406.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
ეს და ამგვარი იდეები (მაგალითად, ამგვარივე იდეები ჰქონდა სულის შესახებ ქრისტიან ეპისკოპოს სინესიუს კირენელსაც) ოფიციალურად უარყო მეხუთე საეკლესიო კრებამ, მაგრამ პეტრიწი ქრისტიანულ აზროვნებაში არსებულ ერთ-ერთ ძველ, მეხუთე კრებამდე არსებულ ტრადიციას მიჰყვება.
This and suchlike ideas (for instance, another Christian bishop of 5<sup>th</sup> century, Synesius of Cyrene cherished similar ideas about soul) were officially rejected and condemned by the fifth Ecumenical Council, however, Petritsi still adheres to one of those ancient traditions in Christian thought that predated the abovementioned council.
15407.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
კიდევ ერთი პრობლემაა პლატონური იერარქიული კაუზაციის მორგება ტრინიტარულ ხედვასთან არაიერარქულ კაუზაციაზე მამისგან ძის და სულიწმინდის.
One more problem encountered by a Christian in dealing with the Neoplatonic thought is to accommodate the latter’s rigid doctrine of hierarchical causation with Christian vision of non-hierarchical causation in Holy Trinity: of the Son and the Holy Spirit from the Father.
15408.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
პეტრიწი ერთ შემთხვევაში ვერტიკალურ-იერარქიულად წარმოაჩენს მამის მიმართებას საზღვართან - ძესთან და უსაზღვროობასთან - სულიწმინდასთან. მაგრამ სხვა შემთხვევებში, როდესაც საუბრობს მათ „გაურთიერთარსებულობაზე” ან როდესაც მოჰყავს მუსიკალური ანალოგია, ვფიქრობ, გამორიცხავს იერარქიულობას.
At least once Petritsi presents relationship of the One-the Father with the Son-the Limit and the Infinity-the Holy Spirit in a vertical-hierarchical fashion, however in other cases, where he speaks about “consubstantiality”, or when he adduces musical analogy of the Trinity, he seems to exclude any notion of hierarchy.
15409.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
პეტრიწი ასევე დიდ პრობლემას გადააწყდა, როდესაც თარგმნიდა და განმარტავდა პროკლეს ჰენადურ თეორიას.
In addition, Petritsi faced a major difficulty in translating and explicating Proclus’ henadic theory.
15410.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
პროკლესთან ჰენადები მარადიული ღმერთებია;
In Proclus henads represent eternal gods
15411.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
მათ პოლითეისტი პროკლე ეთაყვანება.
Whom, being a polytheist, Proclus worships.
15412.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
პეტრიწი კი ჰენადებს „ღმერთებს” მხოლოდ რელატიური გაგებით უწოდებს, რადგან მისთვის ისინი არიან „ქმნულნი ერთნი” და „ზიარებით განღმრთობილნი”, რაც ახალი და სავსებით არაპროკლეანური დოქტრინაა და აშკარად ქართველი ფილოსოფოსის ქრისტიანობიდან გამომდინარე მოდიფიკაციას წარმოადგენს.
In a drastic contrast, Petritsi calls henads “gods” only in a relative sense, because for him they are “created unities” and metaphysical entities “deified through participation”, which is a novel and a totally un-Proclian doctrine, being obviously a Georgian philosopher’s moidification conditioned by his Christianity.
15413.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
პეტრიწის თეორია ეროსზე, ვფიქრობ, ასევე განსხვავდება ნეოპლატონური სწავლებისაგან.
Petritsi’s theory of eros or passion towards God, I think, also differs from the Neoplatonic tenet.
15414.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
კერძოდ, ნეოპლატონიზმში ეროსი ერთისადმი სრულდება მისტიკური, გამოუხატველი ერთობით, სადაც სრულდება სწრაფვა.
To wit, in Neoplatonism eros towards the One consummates with a mystical, inexpressible union, where the desire is quenched and satisfied.
15415.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
პეტრიწთან კი როგორც ჩანს ეროსი არასდროს სრულდება და სწრაფვა სწრაფვას მოსდევს.
Contrary to this, in Petritsi, as it seems, eros never ends and a new desire follows a previous one and so on and on.
15416.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
ეს კი ისეთი ქრისტიანი მოაზროვნეების მისტიკას თანხვდება, როგორებიცაა გრიგოლ ნოსელი თავისი იდეით მარადიულ მისწრაფებაზე თუ წინ-გაწვდომაზე ღმერთისადმი (ე.წ. ეპეკტასისი), ან სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, რომელიც თავის რელიგიურ პოეზიაში საუბრობს წყურვილზე, რომელიც ვერასდროს კმაყოფილდება წყლით - ღვთის მადლით, არამედ წყურვილს წყურვილი მოსდევს.
This assimilates Petritsi’s view to mysticism of such Christian thinkers as St Gregory of Nyssa, with his idea of eternal striving, or eternal stretching-forth-towards God (the so called “epektasis”), or St Symeon the New theologian, who in his religious poetry speaks about thirst that is never satiated, due to the fact that new thirst arises upon the previous one.
15417.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
ეს საკითხი, ვფიქრობ უფრო ფოკუსირებულ კომპარატიულ შესწავლას მოითხოვს.
This difficult issue requires, I think, a more focused comparative study.
15418.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
პეტრიწის მიერ შესრულებული პროკლეს ტრაქტატის თარგმანი და განმარტება მრავალმხრივაა საინტერესო თანამედროვე მკვლევარებისთვის.
Petritsi’s commented translation of Proclus’ “Elements of Theology” in many ways represents an interest to modern scholars.
15419.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება პეტრიწის ნაშრომს აქვს აღმოსავლურ-ქრისტიანულ, ბიზანტიურ აზროვნებაში პლატონიზმისა და კერძოდ პროკლეს როლის შესწავლისთვის.
One of the significance of this work is to study influence and role of Platonism and in particular of Proclus upon Eastern-Christian and Byzantine thought.
15420.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
ბიზანტიაში მკაცრი იმპერიული ცენზურის გამო არ გვაქვს ნაშრომი, რომელიც ნეოპლატონური ფილოსოფიისა და ქრისტიანობის პეტრიწისავით გაბედულ ჰარმონიზაციას მოახდენდა.
In Byzantium, due to a tight imperial censorship, we do not possess any work that would have struck such an audacious harmonization of Platonic philosophy and Christianity.