მოიძებნა 668068 ჩანაწერი
15381.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
გასაკვირი არ არის, ამდენად, რომ პლატონს მიაწერს ერთის მხრივ პროკლეს სიტყვებს, მეორეს მხრივ კი გრიგოლ ნაზიანზელის სიტყვებს, რადგან ორივე, პროკლეცა და გრიგოლიც პლატონის დიალოგების დაფარული და ბუნდოვანი ადგილების განმმარტებლები და გამომაჩინლები არიან.
Therefore, it is not surprising that he ascribes to Plato, on the one hand, words of Proclus, and on the other hand words of St. Gregory of Nazianzus, because for him, in fact, both Proclus and St. Gregory are explicators of hidden and obscure places of Plato’s dialogues.
15382.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
პეტრიწისთვის პავლე მოციქულის სიტყვები მეტაფიზიკურ თეორიებს გამოხატავენ.
For Petritsi, words of St. Paul express metaphysical theories.
15383.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
მაგალითად, პავლეს ფრაზას „რომელმან არმყოფს უწოდა მყოფი” პეტრიწი სვამს ნეოპლატონური ტერმინოლოგიის კონტექსტში და გვაწვდის თეორიას, რომლის მიხედვითაც ღმერთი, ანუ ტრანსცენდენტური ერთი, აწარმოებს უსტრუქტურო და გაუფორმებელ მატერიას, რომელიც არმყოფია იმ აზრით, რომ ჩვენი გონებისთვის შეუცნობელია (რადგან გონება პრინციპულად უძლურია შეიმეცნოს ის, რასაც სტრუქტურა არ აქვს), მაგრამ ტრანსცენდენტური ერთისთვის ეს არმყოფი, ცხადია, არ არის არმყოფი, არამედ მყოფი.
For example, Petritsi puts the Pauline phrase “Who called the non-being as being” into the context of Neoplatonic terminology and provides a theory, according to which God, i.e. the transcendent One, produces from Himself the formless matter that is “non-being” in the sense that it is unintelligible for our intellects (for, in principle, intellect is powerless to cognize that, which has no structure whatsoever), however for the transcendent One this non-being is not non-being but being.
15384.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
შესაძლოა პავლეს თმები ყალყზეც დადგომოდა თავისი სიტყვების ამგვარი ინტერპრეტაცია რომ მოესმინა, მაგრამ ეს არის პეტრიწის მეთოდი:
It is possible that Paul would have been taken aback at such an interpretation of his words, but that is exactly Petritsi’s method:
15385.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
დაინახოს მეტაფიზიკური მარცვლები წმინდა წერილში და მიუსადაგოს ისინი პროკლეს და სხვა ნეოპლატონიკოსების ჭეშმარიტ ხედვებს.
To see metaphysical seeds in the Holy Scripture and adjust them to the true visions of Proclus and other Neoplatonists.
15386.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
პეტრიწი იმდენად დარწმუნებულია და იმდენად პოზიტიური თავისი დიადი სინთეზისა და ჰარმონიის შესაძლებლობაში და მართებულებაში, რომ არ ამჩნევს, ან ცდილობს არ შეამჩნიოს გადაულახავი შეუსაბამობები პლატონურ ფილოსოფიასა და მართლმადიდებელი ეკლესიის, რომლის წევრადაც თავს ხედავს, შეხედულებებს შორის.
Petritsi is to such an extent confident and so positive with respect of plausibility and rightfulness of his grand synthesis and harmony that tends to neglect and turn a blind eye to apparent discrepancies between the doctrines of Platonic philosophy and those of the Orthodox Church, of which a member he himself believes to be.
15387.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
მაგალითად, ერთისაგან სამყაროს აუცილებელი ემანაციისა და სამყაროს არაფრისგან შექმნის ქრისტიანული დოქტრინის შეუსაბამობა, რომელიც უმთავრესი განხეთქილების და კამათის საგანი იყო ნეოპლატონურ სკოლასა და ქრისტიანობას შორის.
For example, incompatibility of the doctrine of the necessary, involuntary emanation (Neoplatonism) and the doctrine of volitional creation out of nothing (Christianity), which was the basic “apple of discord” between the adepts of the Neoplatonic School and the Christians.
15388.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
ნეოპლატონისტები პროკლე და სიმპლიკიოსი ტრაქტატებს წერდნენ ქრისტიანების წინააღმდეგ სწორედ ამ საკითხზე.
Neoplatonists, Proclus, Simplicius etc. wrote treatises – 18 of them belong to Proclus – against Christians exactly on this issue.
15389.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
ქრისტიანი იოანე ფილოპონოსი კი თავს მოვალედ თვლიდა ქრისტიანული შესაქმის პოზიციიდან უარეყო არისტოტელესეული იდეა სამყაროს და უძრავი მამოძრავებელის თანამარადიულობის შესახებ.
A Christian, John Philoponus, regarded it his duty to refute from the standpoint of the Christian tenet of creation the Aristotelian vision of the history-less world, which is coeval with and uncreated by the supreme immaterial principle – the Unmoved Mover.
15390.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
პეტრიწისთვის ეს პრობლემა არ არსებობს, ხოლო პროკლეს ცხოვრებას ის აღწერს როგორც წმინდანის ცხოვრებას, რომელმაც ასკეტური ღვაწლით და დიალექტიკური ძალისხმევით მიაღწია ღვთიურ მჭვრეტელობას.
This problem does not exist for Petritsi, and he in fact presents the life of Proclus as if this Neoplatonic master was a person comparable to a Christian saint, who through both ascetic and educational-dialectical feats attained to divine visions.
15391.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
ანუ პეტრიწი ჩანს აიგივებს შექმნასა და ემანაციას.
Thus, apparently, Petritsi identifies the creation with emanation.
15392.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
ის იყენებს ტერმინს „შექმნა”, მაგრამ არ არის ცხადი, გულისხმობს თუ არა ამ შექმნაში მყისიერ აქტს, თუ ღმერთისაგან სამყაროს მარადიულ ქმნადობაზე საუბრობს, რაც შეიძლება ემანაციის ენაზეც თარგმნო.
Indeed he uses the term “creation” – but it is anything but clear whether he implies in this “creation” the instantaneous act, or eternal creation of the universe by the agency of God, which is possible to be translated also in the language of emanation.
15393.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
ემანაციასთან კიდევ ერთი პრობლემაა:
There is one more problem connected with the theory of emanation:
15394.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
სამყარო არა მარტო გადმოიფრქვევა ერთისაგან, არამედ მეტაფიზიკურ ციკლში უბრუნდება კიდეც ერთს და არ არის გამოსვლა დაბრუნების ანუ უკუნქცევის გარეშე.
The world not only emanates from the One, but also reverts to It/Him and the first is unthinkable without the second.
15395.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
თუ ეს ციკლი გარკვეული აზრით აუცილებელი ციკლია, მაშინ როგორ დავაკავშიროთ ეს ქრისტიანულ დოქტრინასთან დემონების ღმერთისაგან მარადიული მოწყვეტის შესახებ?
Thus, if this cycle is in a sense a necessary cycle, then how can one comply this theory with a Christian doctrine on eternal division and seccession of demons from God?
15396.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
თუ ეს დემონები ამ დაბრუნების ციკლის გარეთ იმყოფებიან, მაშინ ისინი საერთოდ სამყაროს გარეთაც არიან, რადგან სამყაროში ვერაფერი ვერ უსხლტება ამ ციკლს.
If those demons are outside of the procession-reversion cycle, then they are outside the universe itself, for in fact everything should be included in this cycle.
15397.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
მაგრამ თუ ისინიც მონაწილეობენ ამ ციკლში, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათი მოწყვეტა ღვთისაგან არ არის რადიკალური და მარადიული და მათაც შეუძლიათ დაბრუნება.
However, if they also participate in this cycle, then we can think that their seccession from God is not radical and eternal and they also can revert.
15398.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
ეს ორიგენისეული აპოკატასტასისის იდეა პეტრიწთან ცხადად არ არის მოცემული, მაგრამ მისი მეტაფიზიკიდან ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს, რადგან ხილულ და უხილავ სამყაროში ყველაფერი წილნაყარია ერთისაგან გამოსვლის და მასში დაბრუნების ციკლთან.
This Origenistic idea of restoration of all to the initial status, the so called “apokatastasis”, is not clearly present in Petritsi’s text, but seems to logically follow from his metaphysics for everything in both visible and invisible world partakes of the cycle of emanation from and revertion to the One.
15399.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
შემდეგი შეუსაბამობა პლატონიზმსა და ქრისტიანობას შორის არის სულების წინაარსებობის პლატონური დოქტრინა და ქრისტიანული დოქტრინა სულისა და სხეულის ჰიპოსტატური ერთობის შესახებ, რომელიც უარყოფს სულის წინაარსებობას.
Another discrepancy between the Platonism and Christianity is the Christian doctrine of hypostatic unity of body and soul, which denies the Platonic doctrine of preexistence and natural immortality of soul.
15400.
ქართველოლოგი | ტომი 19, იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი
ამ საკითხში პეტრიწი, ვფიქრობ, პლატონიზმის მხარეს იკავებს.
In this quarrel Petritsi, I think, sides with Platonists.