მოიძებნა 668068 ჩანაწერი
15561.
ქართველოლოგი | ტომი 17, ქეთრინ ვივიანი (1917–2010)
თქვენს ქვეყანას აქვს საუცხოვო წარსული და ისტორიული ძირები, რომლებისაგან შეუძლია გაზარდოს მშვენიერი მომავალი.
Your country has had a brilliant past and historical persons, which is a token of brilliant future.
15562.
ქართველოლოგი | ტომი 17, ქეთრინ ვივიანი (1917–2010)
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დასძლევთ თქვენს დღევანდელ სიძნელეებს.
I am sure you will overcome your present difficulties.
15563.
ქართველოლოგი | ტომი 17, ქეთრინ ვივიანი (1917–2010)
„ხამს თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს, არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს”.
"A wise man should keep a cool head in a difficult situation and with forethought".
15564.
ქართველოლოგი | ტომი 17, ქეთრინ ვივიანი (1917–2010)
გაუმარჯოს საქართველოს და ინგლისს, და მათ შორის კიდევ უფრო განვითარდეს კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობა!”
Long live Georgia and England, and let cultural and economic contacts between them develop further.
15565.
ქართველოლოგი | ტომი 17, ქეთრინ ვივიანი (1917–2010)
ქეთრინ ვივიანი, მაისი 1997 წ.
Katharine Vivian, May 1997.
15566.
ქართველოლოგი | ტომი 16, ორი შეხვედრა (გრიგოლ რობაქიძესა და კიტა ჩხენკელთან)
ორი შეხვედრა (გრიგოლ რობაქიძესა და კიტა ჩხენკელთან).
Two Meetings with Grigol Robakidze and Kita Chkhenkeli.
15567.
ქართველოლოგი | ტომი 16, ორი შეხვედრა (გრიგოლ რობაქიძესა და კიტა ჩხენკელთან)
სტატია ეხება 1961 წელს ჟენევასა და ლოზანში ორ გამოჩენილ ქართველ მოღვაწესთან – გრიგოლ რობაქიძესა და კიტა ჩხენკელთან შეხვედრის დღემდე უცნობ დეტალებს.
The article deals with hitherto unknown details of the author’s meeting in Geneva and Lausanne in 1961 with two eminent Georgian figures: Grigol Robakidze and Kita Chkhenkeli.
15568.
ქართველოლოგი | ტომი 16, ორი შეხვედრა (გრიგოლ რობაქიძესა და კიტა ჩხენკელთან)
1961 წლის სექტემბერში ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლის (ხელმძღ. ი. სუხიშვილი, ნ. რამიშვილი) გასტროლები ჩემთვის განსაკუთრებულად ამაღელვებელი და საინტერესო აღმოჩნდა. ჟენევაში გრიგოლ რობაქიძეს შევხვდი, ლოზანაში – კიტა ჩხენკელს.
In September 1961 the tour of the Georgian Folk Dance Company (directed by I. Sukhishvili and N. Ramishvili) proved especially exciting and interesting for me: in Geneva I met Grigol Robakidze, and at Lausanne Kita Chkhenkeli.
15569.
ქართველოლოგი | ტომი 16, ორი შეხვედრა (გრიგოლ რობაქიძესა და კიტა ჩხენკელთან)
ჟენევაში გასტროლები დასასრულს უახლოვდებოდა.
Our tour in Geneva was coming to an end.
15570.
ქართველოლოგი | ტომი 16, ორი შეხვედრა (გრიგოლ რობაქიძესა და კიტა ჩხენკელთან)
ორი დღის შემდეგ ლოზანაში მივდიოდით.
In two days we were moving to Lausanne.
15571.
ქართველოლოგი | ტომი 16, ორი შეხვედრა (გრიგოლ რობაქიძესა და კიტა ჩხენკელთან)
მოცეკვავე ბიჭებმა მითხრეს, რომ ჩვენს ყველა კონცერტს, და რეპეტიციებსაც კი, გრიგოლ რობაქიძე ესწრებოდა.
I was told by the boy dancers that all our concerts, and even rehearsals, were attended by Grigol Robakidze.
15572.
ქართველოლოგი | ტომი 16, ორი შეხვედრა (გრიგოლ რობაქიძესა და კიტა ჩხენკელთან)
მათ ეს ფაქტი ჩვეულებრივ ამბად ჩათვალეს, რადგან ევროპაში მოგზაურობისას ძალიან ხშირად, კონცერტის შემდეგ, მოდიოდნენ ქართველები, აღტაცებულნი ანსამბლის წარმატებით.
They took this fact as a matter of course, for during our tours of Europe Georgians, enthusiastic over our company’s success, often came to see us after the concert.
15573.
ქართველოლოგი | ტომი 16, ორი შეხვედრა (გრიგოლ რობაქიძესა და კიტა ჩხენკელთან)
თუმცა თვალები ყოველთვის სევდით ევსებოდათ, როდესაც საქართველოზე და ნათესავებზე ლაპარაკობდნენ.
However, tears welled up into their eyes when speaking about Georgia and their relations.
15574.
ქართველოლოგი | ტომი 16, ორი შეხვედრა (გრიგოლ რობაქიძესა და კიტა ჩხენკელთან)
მახსოვს, ძალიან გავუბრაზდი ბიჭებს, რატომ აქამდე არ მითხარით გრიგოლ რობაქიძე თუ დადიოდა კონცერტზე-მეთქი.
I remember how angry I was with the boys for not telling me about Grigol Robakidze visiting the concerts.
15575.
ქართველოლოგი | ტომი 16, ორი შეხვედრა (გრიგოლ რობაქიძესა და კიტა ჩხენკელთან)
დამამშვიდეს, ნუ გეშინია, ხვალაც მოვა, მით უმეტეს რომ ბოლო გამოსვლა გვაქვსო.
They assured me that he would surely come on the following day, for it was our last performance.
15576.
ქართველოლოგი | ტომი 16, ორი შეხვედრა (გრიგოლ რობაქიძესა და კიტა ჩხენკელთან)
მართლაც, მეორე დღეს, კონცერტის შემდეგ, ქ-ნ ნინოს და მე გვითხრეს, რომ ბ-ნი გრიგოლი გველოდებოდა ...
Really, the next day, following the concert, dear Nino and I were told that Grigol was waiting for us…
15577.
ქართველოლოგი | ტომი 16, ორი შეხვედრა (გრიგოლ რობაქიძესა და კიტა ჩხენკელთან)
საშუალოზე მაღალი, გამხდარი კაცი (ნამდვილად არ ჰგავდა 80 წელს გადაცილებულს), ნაცრისფერი გაბარდინის ლაბადაში, შავი პრიალა, გადავარცხნილი თმით და, საოცრად ცივი, გამჭოლი თვალებით (კიდევაც ვიფიქრე, ბიჭებს ალბათ მოეჩვენათ, თორემ ამ თვალებიდან ცრემლი როგორ გადმოვა-მეთქი).
Above average height, a thin man (you would not take him for a man over eighty), in a grey gabardine overcoat, with black glossy combed hair and astonishingly cold gimlet-eyes (I even thought that the boys’ story about tears in those eyes must have been an optical illusion).
15578.
ქართველოლოგი | ტომი 16, ორი შეხვედრა (გრიგოლ რობაქიძესა და კიტა ჩხენკელთან)
როცა მოგვესალმა – ესეც გამიკვირდა, მეგონა ჩვენთან ლაპარაკს საჭიროდ არ ჩათვლიდა ... ცეკვაზე და კონცერტებზე არაფერი არ უთქვამს, უთუოდ იფიქრა (ვინ იცის?), რომ თეატრში ანსამბლთან გატარებული ორი კვირა მისი აღტაცების დასტური იყო.
Upon greeting us, I was surprised that he made no mention of the dance and concerts, he must have thought the fortnight "spent" by him in the theatre with our company was sufficient proof of his enthusiasm.
15579.
ქართველოლოგი | ტომი 16, ორი შეხვედრა (გრიგოლ რობაქიძესა და კიტა ჩხენკელთან)
ვუთხარით, რომ მეორე დილით ლოზანაში მივდიოდით.
We told him that the next morning we were leaving for Lausanne.
15580.
ქართველოლოგი | ტომი 16, ორი შეხვედრა (გრიგოლ რობაქიძესა და კიტა ჩხენკელთან)
დაგვპირდა, აუცილებლად მოვალ ნავსადგურშიო (ლემანის ტბით უნდა წავსულიყავით).
He promised to see us off at the pier (we were to cross Lake Leman).