მოიძებნა 668040 ჩანაწერი
156201.
თიბისი ბანკი | პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება 2019, რისკების სტრატეგია
საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, ბანკი აკონტროლებს როგორც საბალანსო, ისე მთლიან, აგრეგირებულ (გარებალანსურის ჩათვლით) საბალანსო ანგარიშგების ღია სავალუტო პოზიციას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საზედამხედველო კაპიტალის 20%-ს.
The National Bank of Georgia requires the Bank to monitor both balance sheet and total aggregate balance (including off-balance-sheet) open currency positions and to maintain the latter within 20% of the Bank’s regulatory capital.
156202.
თიბისი ბანკი | პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება 2019, რისკების სტრატეგია
2019 წლის 31 დეკემბერს დასრულებულ წელს ბანკი ინარჩუნებდა ღია სავალუტო პოზიციების აგრეგირებულ ნაშთს 0.5%-ის ოდენობით.
For the year ended 31 December 2019, the Bank maintained an aggregate balance open currency position of 0.5%.
156203.
თიბისი ბანკი | პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება 2019, რისკების სტრატეგია
2019 წლის 31 მარტიდან დაიწყო უცხოურ ვალუტაში საბალანსო აქტივების სპეციალური რეზერვების თანდათანობით დაქვითვა და 2019 წლის დეკემბრისთვის სპეციალური რეზერვის 25% წარმოაგდენს დაქვითვად ნაწილს.
From March 2019, special reserves assigned to Foreign Exchange balance-sheet assets started to be deductible gradually and as of December 2019 25% of special reserves is deductible.
156204.
თიბისი ბანკი | პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება 2019, რისკების სტრატეგია
COVID-19-ის პანდემიის შედეგად, ეროვნულმა ბანკმა განახორციელა კონტრციკლური ღონისძიებება ღია სავალუტო პოზიციის მოთხოვნებთან დაკავშირებით:
As a result of COVID-19 pandemic, the National Bank Of Georgia implemented countercyclical measure in relation to Open Currency Position requirements:
156205.
თიბისი ბანკი | პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება 2019, რისკების სტრატეგია
გადავადდა 2022 წლის ივლისამდე დაგეგმილი სპეციალური რეზერვების დაქვითვის სატრანზიტო პერიოდი.
postponing the phasing in of special reserved planned to be fully implemented by July 2022.
156206.
თიბისი ბანკი | პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება 2019, რისკების სტრატეგია
სამეთვალყურეო საბჭო დამატებით შეზღუდვებს აწესებს ღია სავალუტო პოზიციებზე.
The Supervisory Board sets further limits on open currency positions.
156207.
თიბისი ბანკი | პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება 2019, რისკების სტრატეგია
„ALCO“-მ დააწესა რისკის ლიმიტები ვალუტების მიხედვით და აგრეგირებული პოზიციისათვის, რომლებიც უფრო კონსერვატიულია, ვიდრე საქართველოს ეროვნული ბანკისა და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დაწესებული შეზღუდვები.
The ALCO has set limits on the level of exposure by currency and for total aggregate position that are more conservative than those set by the National Bank Of Georgia and the Supervisory Board.
156208.
თიბისი ბანკი | პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება 2019, რისკების სტრატეგია
ხაზინისა და ფინანსური რისკის მართვის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ცალ-ცალკე ყოველდღიურად ახორციელებენ ბანკის შესაბამისობის მონიტორინგს ზემოაღნიშნულ შეზღუდვებთან.
The heads of the treasury and financial risk management departments separately monitor the Bank’s compliance with these limits daily.
156209.
თიბისი ბანკი | პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება 2019, რისკების სტრატეგია
აღნიშნულ ზღვრებთან შესაბამისობის შესახებ ყოველდღიური ანგარიში წარედგინება აგრეთვე დირექტორთა საბჭოს, ხოლო პერიოდულად – სამეთვალყურეო საბჭოსა და მის რისკების კომიტეტს.
Compliance with these limits is also reported daily to the Management Board and periodically to the Supervisory Board and its Risk Committee.
156210.
თიბისი ბანკი | პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება 2019, რისკების სტრატეგია
ბანკის დონეზე სავალუტო რისკის მონიტორინგი და ანგარიშგება ხორციელდება ყოველთვიურად.
On a Bank-wide level, foreign-exchange risk is monitored and reported monthly.
156211.
თიბისი ბანკი | პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება 2019, რისკების სტრატეგია
სავალუტო რისკის შესაფასებლად ბანკი ახორციელებს რისკის ეკონომიკური ღირებულების ანალიზის სენსიტიურობის ანალიზს კვარტალურად.
To assess the currency risk the Bank performs a value-at-risk sensitivity analysis on a quarterly basis.
156212.
თიბისი ბანკი | პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება 2019, რისკების სტრატეგია
ეს ანალიზი გაიანგარიშება ბანკის შემოსავალზე ქართული ლარის კურსის მიმართ სავალუტო კურსების შესაძლო ყველაზე ცუდ ცვლილებას, როდესაც ყველა სხვა ცვლადი მაჩვენებელი მუდმივია.
The analysis calculates the effect on the bank’s income determined by possible worst movement of currency rates against the GEL, with all other variables held constant.
156213.
თიბისი ბანკი | პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება 2019, რისკების სტრატეგია
2019, 2018 და 2017 წლების 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის მგრძნობელობის ანალიზმა არ გამოავლინა რაიმე მნიშვნელოვანი პოტენციური ეფექტი ბანკის კაპიტალზე.
During the years ended 31 December 2019, 2018 and 2017, the sensitivity analysis did not reveal any significant potential effect on the bank’s equity.
156214.
თიბისი ბანკი | პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება 2019, რისკების სტრატეგია
საპროცენტო განაკვეთის რისკი.
Interest Rate Risk.
156215.
თიბისი ბანკი | პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება 2019, რისკების სტრატეგია
საპროცენტო განაკვეთის რისკი წარმოიქმნება საბაზრო საპროცენტო განაკვეთის პოტენციური ცვლილებებისგან, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ბანკის ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულებაზე.
Interest rate risk arises from potential changes in market interest rates that can adversely affect the value of the bank’s financial assets and liabilities.
156216.
თიბისი ბანკი | პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება 2019, რისკების სტრატეგია
ეს რისკი შეიძლება წარმოიქმნას აქტივებისა და ვალდებულებების ვადიანობებს შორის განსხვავებით, ასევე მათი გადაფასების შედეგად.
This risk can arise from maturity mismatches of assets and liabilities, as well as from the repricing characteristics of them.
156217.
თიბისი ბანკი | პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება 2019, რისკების სტრატეგია
ბანკში განთავსებული დეპოზიტები და სასესხო პორტფელის ნაწილი გაცემულია ფიქსირებული პროცენტით, ხოლო ბანკის მიერ მოზიდული ნასესხები სახსრების უმეტესობა მიბმულია ცვლად ინდექსზე.
The deposits, and a part of the loans offered by the bank, are at fixed interest rates, while a portion of the bank’s borrowing is based on a floating interest rate.
156218.
თიბისი ბანკი | პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება 2019, რისკების სტრატეგია
ბანკის მიერ მოზიდული ცვლადპროცენტიანი სესხების ნაწილი ჰეჯირებულია, რადგან საქართველოს ეროვნული ბანკი იხდის ცვლად პროცენტს თიბისი ბანკის მინიმალურ რეზერვებზე.
The bank’s floating rate borrowings are, to a certain extent, hedged because the National Bank Of Georgia pays a floating interest rate on the minimum reserves that TBC Bank holds with it.
156219.
თიბისი ბანკი | პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება 2019, რისკების სტრატეგია
ამასთანავე, თიბისი ბანკის მიერ გაცემული სესხების ნაწილი შეიცავს ჩანაწერს, რომელიც ბანკს აძლევს საპროცენტო განაკვეთის გადახედვის უფლებას, საპროცენტო განაკვეთების უარყოფითი ცვლილებების შემთხვევაში.
Furthermore, many of TBC Bank’s loans to customers contain a clause allowing it to adjust the interest rate on the loan in case of adverse interest rate movements.
156220.
თიბისი ბანკი | პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება 2019, რისკების სტრატეგია
ბანკის ხელმძღვანელობის ხედვით, თიბისი ბანკის საპროცენტო განაკვეთის მარჟები უზრუნველყოფენ ასევე გონივრულ რეზერვს საპროცენტო განაკვეთის შესაძლო უარყოფითი ცვლილების გავლენის შესამცირებლად.
The management also believes that TBC Bank’s interest rate margins provide a reasonable buffer to mitigate the effect of a possible adverse interest rate movement.