მოიძებნა 669201 ჩანაწერი
157441.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ჰესტონმა შესადარებლად შეარჩია აღზრდის პირობების თვალსაზრისით დაბალანსებული საკონტროლო ჯგუფი, რომლის წევრებსაც ჯანმრთელი დედები ჰყავდათ.
Heston compared them with controls matched for circumstances of upbringing, but whose mothers have been healthy.
157442.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ავადმყოფი დედის შვილებიდან ხუთს დაუდასტურდა შიზოფრენიის დიაგნოზი, საკონტროლო ჯგუფში კი - არცერთს.
Among the offspring of the affected mothers, five were diagnosed as having schizophrenia, compared with none of the controls.
157443.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის განვითარების სიხშირის მაჩვენებელი გაშვილებულ ბავშვებში დაახლოებით ისეთივე იყო, როგორიც ავადმყოფ მშობელთან დარჩენილებში.
The rate for schizophrenia among the adopted-away children was comparable with that among children with a schizophrenic parent who remained with their biological family.
157444.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ორივე ჯგუფისთვის შეადარეს შიზოფრენიის განვითარების სიხშირე ბიოლოგიურ და მიმღებ ოჯახებში.
Rates of schizophrenic disorder were compared in the biological and adoptive families of the two groups.
157445.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დაავადების შემთხვევათა სიხშირე მეტი იყო შიზოფრენიის მქონე ნაშვილები პირების ბიოლოგიურ ნათესავებში, ვიდრე კონტროლებისაში, რაც აშკარად გენეტიკურ წინაგანწყობაზე მიუთითებდა.
The rate for schizophrenia was higher among the biological relatives of the adoptees with schizophrenia than among the relatives of the controls, a finding which suggests the genetic predispositions.
157446.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
რაც, იმას ადასტურებს, რომ გარემო ფაქტორებს არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს.
Which suggests that environmental factors were not of substantial importance.
157447.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დანიაში ჩატარებულმა შემდგომი შეფასების კვლევებმა, გაშვილებულთა ეროვნული მონაცემების საფუძველზე გამოავლინა, რომ დაავადებული პირების პირველი რიგის ნათესავებში შიზოფრენიისა და სხვა შიზოფრენიული სპექტრის აშლილობების განვითარების რისკი ათჯერ უფრო მაღალია.
Follow-up studies using a national sample of Danish adoptees confirmed that biological first-degree relatives of patients with schizophrenia have an approximately tenfold increased risk of suffering from schizophrenia or a related spectrum disorder.
157448.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შვილად აყვანის გამოკვლევათა მონაცემები სრულად ამყარებს მოსაზრებას, რომ შიზოფრენიის ოჯახური შემთხვევები გენეტიკური ფაქტორებითა შეიძლება აიხსნას.
The data from adoption studies strongly support the view that genetic factors explain the familial instances of schizophrenia.
157449.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ყურადსაღებია ის, რომ ამ კვლევებში ვერ ხერხდება პრენატალური გარემოს გათვალისწინება, რასაც სხვა კვლევები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
It should be noted that they cannot control for the prenatal environment, which other studies suggest is important.
157450.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მემკვიდრეობის ტიპი.
The mode of inheritance.
157451.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
რა არის მემკვიდრული?
What is heritable?
157452.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დაავადების გენის გამოვლენა უფრო ადვილია, როდესაც დადგენილია მემკვიდრული ფენოტიპის საზღვრები.
Identification of the genes responsible for a condition is much easier if the boundaries of the inherited phenotype are known.
157453.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მრავალი მტკიცებულებით დადგენილია, რომ ასეთი ნიშნებია ენდოფენოტიპები ანუ შუალედური ფენოტიპები.
Much evidence suggests that there are such features, called endophenotypes or intermediate phenotypes, which are more closely related to the genes, and therefore more aetiologically valid.
157454.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ფენოტიპი უფრო ახლოსაა გენებთან და არიან ეტიოლოგიურად მეტად ვალიდური.
Phenotypes are more closely related to the genes, and are more aetiologically valid.
157455.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის ენდოფენოტიპებია: გამოწვეული პოტენციალები, მუშა მეხსიერება, ტვინის სტრუქტურა, თვალის გაყოლების დისფუნქცია.
Endophenotypes of schizophrenia are: including evoked potentials, working memory, brain structure, and eye-tracking dysfunction.
157456.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის განმსაზღვრელი გენები.
Schizophrenia susceptibility genes.
157457.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის მაღალი მემკვიდრეობითობისა და ჩატარებული მრავალი კვლევის მიუხედავად, ძალიან რთული აღმოჩნდა შიზოფრენიის გენის განსაზღვრა.
Despite the high heritability of the disorder, and the large number of studies that have been conducted, it has proved difficult to identify schizophrenia genes.
157458.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
თუმცა, უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.
However, significant progress has been made in the past few years.
157459.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ქროუს ლატერალიზაციის ჰიპოთეზა.
Crow’s lateralization hypothesis.
157460.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის ეტიოლოგიასთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული თეორია შემოგვთავაზა ქროუმ.
A very different view of the aetiology of schizophrenia has been proposed by Crow.