მოიძებნა 669201 ჩანაწერი
157381.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
რთულ პრობლემას წარმოადგენს მდგომარეობები, რომელთაც ქრონიკული მიმდინარეობა აქვთ, მაგრამ ვერ აკმაყოფილებენ შიზოფრენიის კრიტერიუმებს.
A difficult problem is presented by cases that have longstanding schizophrenia-like symptoms but which do not fully meet the diagnostic criteria.
157382.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
პაციენტები, რომლებსაც წარსულში განუვითარდათ სრული შიზოფრენიული სიმპტომატიკა, მაგრამ ამჟამად დიაგნოზისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმი არ აღენიშნებათ.
Patients who have exhibited the full clinical picture of schizophrenia in the past, but who no longer have all of the symptoms required to make the diagnosis.
157383.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ეს შემთხვევები ასკ-10-სა და დსმ-IV-ში კლასიფიცირებულია, როგორც რეზიდუალური შიზოფრენია.
These cases are classified as residual schizophrenia in both DSM-IV and ICD-10.
157384.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
პირები, რომლებიც ბავშვობიდან გამოირჩეოდნენ უცნაური ქცევით და ჰქონდათ შიზოფრენიისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მაგალითად, დამოკიდებულებისა და დევნის იდეები, უცნაური მსჯელობა.
People who from an early age have behaved oddly and shown features seen in schizophrenia—for example, ideas of reference, persecutory beliefs, and unusual types of thinking.
157385.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
გახანგრძლივებული მდგომარეობის დროს, დსმ-IV-ში ასეთი შემთხვევები კლასიფიცირდება, როგორც პიროვნული აშლილობები (შიზოტიპური პიროვნული აშლილობა), ხოლო ასკ-10-ში - როგორც შიზოფრენია (შიზოტიპური აშლილობა).
When long-standing, these disorders can be classified as personality disorders in DSM-IV (schizotypal personality disorder), or with schizophrenia in ICD-10 (schizotypal disorder).
157386.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ამ აშლილობის შიზოფრენიასთან მჭიდრო კავშირის გამო მას ხშირად ლატენტურ შიზოფრენიას უწოდებენ, ან შიზოფრენიის სპექტრის აშლილობად მიიჩნევენ.
Because of a suggested close relationship to schizophrenia, these disorders have also been called latent schizophrenia, or part of the schizophrenia spectrum.
157387.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
პირები, რომლებსაც აღენიშნებათ სოციალური იზოლაცია, უცნაური ქცევა, გასადავებული აფექტი, მოტივაციის ნაკლებობა, ხოლო პოზიტიური სიმპტომები არასდროს ჰქონიათ.
People with social withdrawal, odd behaviour, blunting of emotion, lack of initiative, in whom positive psychotic symptoms are never known to have occurred.
157388.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ასეთი მდგომარეობების აღსანიშნავად სხვადასხვა ტერმინი იყო შემოთავაზებული, მათ შორის, მარტივი შიზოფრენია, შიზოიდური პიროვნული აშლილობა და ასპერგერის სინდრომი.
A variety of terms may be applicable, including simple schizophrenia, schizoid personality disorder, and Asperger’s syndrome.
157389.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დიფერენციალური დიაგნოზი
Differential diagnosis
157390.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ჩვენ უკვე განვიხილეთ შიზოფრენიისა და შიზოფრენიისმაგვარი აშლილობების თანამედროვე კლასიფიკაცია და ვნახეთ, რომ საზღვრები ამ აშლილობებს შორის საკმაოდ გაურკვეველი და, გარკვეულწილად, აბსტრაქტულია.
We have already described how current classifications include schizophrenia as well as schizophrenia-like disorders, but the boundary between them is blurred and to some extent arbitrary.
157391.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ასევე, არ არსებობს მკაფიო განსხვავება შიზოფრენიის ვარიანტებად მიჩნეულ აშლილობებს შორის.
Similarly, there is no clear distinction between disorders that are considered to be variants of schizophrenia.
157392.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ასეთი სირთულეები მიუთითებს სინდრომ(ებ)ის უცნობ ვალიდობაზე და, სავარაუდოდ, საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც კლასიფიკაცია ეტიოლოგიურ ან ემპირიულად ვალიდურ მარკერებზე დაყრდნობით გადაკეთდება.
Such difficulties reflect the unknown validity of the syndrome(s), and are unlikely to be resolved until the classification is based upon aetiology or other empirically validated markers.
157393.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ორგანული სინდრომები.
Organic syndromes.
157394.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მწვავე შიზოფრენია შეიძლება შემთხვევით დელირიუმად მივიჩნიოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ გამოხატულია აზროვნების პათოლოგია და გუნებ-განწყობის აშლილობები.
Acute schizophrenia can be mistaken for delirium, especially if there is pronounced thought disorder and a mood disorder.
157395.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
გულდასმით უნდა შეფასდეს ცნობიერება, დეზორიენტაცია და დელირიუმის სხვა დამახასიათებელი სიმპტომები.
Careful observation of consciousness, disorientation, and other features of delirium is needed.
157396.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიისმაგვარი აშლილობები შეიძლება განვითარდეს ნათელი ცნობიერების ფონზეც სხვადასხვა ნევროლოგიური და სომატური დაავადებების შედეგად.
Schizophrenia-like disorders can also occur, in clear consciousness, in a range of neurological and medical disorders.
157397.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
კლასიკური მაგალითებია შუბლის წილის ეპილეფსია (რთული პარციალური კრუნჩხვებით), პროგრესული დამბლა და მეტაქრომული ლეიკოდისტროფია.
Classic examples include temporal lobe epilepsy (complex partial seizures), general paralysis of the insane, and metachromatic leukodystrophy.
157398.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ორგანული აშლილობებისთვის უფრო დამახასიათებელია მხედველობითი ჰალუცინაციები.
Visual hallucinations are said to be suggestive of an organic disorder.
157399.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ორგანული ფსიქოზების არსებობა მიუთითებს ფსიქოზის დროს სამედიცინო ისტორიისა და ფიზიკური მდგომარეობის ღრმად და გულდასმით შესწავლის მნიშვნელობაზე.
The occurrence of organic schizophrenia-like disorders emphasizes the importance of a careful medical history and physical examination.
157400.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ლონდონში ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ შიზოფრენიის პირველი ეპიზოდის დიაგნოზის 268 შემთხვევიდან 10 (3.7%) ორგანული მიზეზებით იყო გამოწვეული.
One study in London found that 10 out of 268 cases (3.7%) of first episode schizophrenia had an organic cause.