მოიძებნა 669201 ჩანაწერი
157421.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ოჯახის პირველი სისტემური კვლევა კრეპელინის კლინიკაში ჩაატარა ერნსტ რუდინმა, რომელმაც აჩვენა, რომ შიზოფრენიის შემთხვევები უფრო ხშირია ავადმყოფთა პრობანდებში, ვიდრე ზოგად პოპულაციაში.
The first systematic family study was conducted in Kraepelin’s department by Ernst Rudin, who showed that the rate of dementia praecox was higher among the probands than in the general population.
157422.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
თანამედროვე კვლევებში პრობანდებისთვის დიაგნოსტიკის უფრო ზუსტი კრიტერიუმებია გამოყენებული და პრობანდებიც უკეთესადაა შერჩეული.
Later research used better criteria for proband diagnosis and selection.
157423.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ასეთი გაუმჯობესებული კვლევებით მიღებული შედეგები გვიჩვენებს, რომ ცხოვრების მანძილზე დაავადების რისკი პირველი რიგის ნათესავებში 5-10%-ია, ხოლო ჯანმრთელ პოპულაციაში მხოლოდ 0.2-0.6%.
These improved research yielded estimates of an average lifetime risk of around 5–10% among first-degree relatives, compared with 0.2–0.6% among first-degree relatives of controls.
157424.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ოჯახის კვლევები მნიშვნელოვანია იმის დასადგენადაც, თუ რამდენად დამოუკიდებლად გადაეცემა მოწყვლადობა შიზოფრენიის მიმართ.
Family studies can also be used to determine whether the liability to schizophrenia is transmitted independently.
157425.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მიღებული შედეგები ურთიერთგამომრიცხავია, ზოგი ავტორი ამ სინდრომების მიმართ დამოუკიდებელ მოწყვლადობაზე საუბრობს.
The findings have been contradictory, with some researchers arguing for separate familial transmission of these disorders.
157426.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის, შიზოაფექტური აშლილობისა და შიზოტიპური აშლილობის განვითარების რისკი მაღალია შიზოფრენიის მქონე პაციენტების პირველი რიგის ნათესავებში.
The risk of schizophrenia, schizoaffective disorder, and schizotypal disorders is increased in first-degree relatives of patients with schizophrenia.
157427.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიისა და გუნებ-განწყობის აშლილობების განვითარების რისკი მაღალია შიზოაფექტური აშლილობის მქონე პაციენტების პირველი რიგის ნათესავებში.
The risk of both schizophrenia and mood disorder is increased in first-degree relatives of patients with schizoaffective disorder.
157428.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ამ კვლევებს შიზოფრენიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ, ვინაიდან მათი მეშვეობით მუდმივად დასტურდება შიზოფრენიის მემკვიდრული ხასიათი.
They have been of considerable importance in research on schizophrenia, providing unequivocal evidence of the heritability of this disorder.
157429.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ტყუპების პირველი საფუძვლიანი კვლევა მიუნხენში ჩაატარა ლუქსენბერგერმა.
The first substantial twin study was conducted in Munich by Luxenberger.
157430.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მან მონოზიგოტური ტყუპების 19 წყვილიდან კონკორდანტობა 11-ს აღმოუჩინა, ხოლო დიზიგოტური ტყუპების 13 წყვილიდან - არცერთს.
He found concordance in 11 of his 19 monozygotic pairs and in none of his 13 dizygotic pairs.
157431.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მართალია, შემდგომმა კვლევებმა ეს განსხვავებული შეფარდება აჩვენა, მაგრამ ყველა თანხმდება იმაში, რომ კონკორდანტობა იდენტურ ტყუპებში მნიშვნელოვნად მაღალია არაიდენტურ ტყუპებთან შედარებით.
Subsequent investigations, although differing with regard to rates, all agree that concordance is several-fold higher in monozygotic than in dizygotic twins.
157432.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
არსებული მონაცემებით, მონოზიგოტურ ტყუპებში კონკორდანტობა დაახლოებით 50%, ხოლო დიზიგოტურებში 10%-ია.
Representative figures for concordance are 50% for monozygotic pairs and about 10% for dizygotic pairs.
157433.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ტყუპების თანამედროვე კვლევები, რომელთა მეშვეობითაც ფასდება მემკვიდრეობის ხარისხი, იძლევა გარემო ფაქტორების ინდივიდუალურ და გაზიარებულ ფაქტორებად დაყოფის საშუალებას.
Modern twin studies also produce estimates of heritability, and can separate environmental factors into those that are unique to the individual and those which are shared with others.
157434.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მეტაანალიზურმა კვლევამ დაადასტურა, რომ შიზოფრენიას აქვს გამოხატული მემკვიდრული ბუნება (81%; 95%-იანი ნდობის ინტერვალით 73-90%).
A meta-analysis thereby confirmed the substantial heritability of schizophrenia (81%; 95% confidence interval, 73–90%).
157435.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დაგროვილი მონაცემები არაორაზროვნად მიუთითებს შიზოფრენიის რისკ-ფაქტორებს შორის გენების უპირატეს მნიშვნელობაზე.
These data unambiguously show that genes contribute the majority of the risk for schizophrenia.
157436.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მეტაანალიზური კვლევებით, ასევე დადგინდა, რომ გარემო ფაქტორებიდან მეტი წვლილი მიუძღვის გაზიარებულ და არა ინდივიდუალურ-სპეციფიკურ ფაქტორებს (11%; 95%-იანი ნდობის ინტერვალით 3-19%).
The meta-analysis also showed, less predictably, that most of the environmental contribution comes from shared rather than individual-specific influences (11%; 95% confidence interval, 3–19%).
157437.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შვილად აყვანის კვლევები.
Adoption studies.
157438.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ჰესტონმა შეისწავლა 47 მოზრდილი ადამიანი, რომლებიც დაბადებიდან 3 დღის ვადაში გააშვილეს და რომლებსაც შიზოფრენიით დაავადებული დედები ჰყავდათ.
Heston studied 47 adults who had been born to mothers with schizophrenia and separated from them within 3 days of birth.
157439.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ისინი განსხვავებულ გარემოში, თუმცა, არა ავადმყოფ დედასთან იზრდებოდნენ.
They had been brought up in a variety of circumstances, although not by their affected mothers.
157440.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
კვლევის დროს მათი საშუალო ასაკი 36 წელი იყო.
At the time of the study their mean age was 36 years.