მოიძებნა 669201 ჩანაწერი
157481.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
თუმცა, ბოლომდე ნათელი არ არის, რამდენად სპეციფიკურია ეს ცვლილებები ან რა კავშირშია მომავალში შიზოფრენიის განვითარებასთან.
However, it is unclear how specific these changes are, or how they may be related to the subsequent development of the illness.
157482.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მიუხედავად ამისა, ეს კვლევები ამყარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს შიზოფრენიისთვის ადრეულ ნეიროგანვითარებას.
Nevertheless, the findings support the idea of an early neurodevelopmental contribution to schizophrenia.
157483.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
თუმცა, არსებობს მონაცემები, რომ ზოგიერთი ნივთიერების გამოყენება ზრდის შიზოფრენიის განვითარების რისკს, განსაკუთრებით ჰაშიშის.
However, there is evidence that prior use of some drugs increases risk of later developing schizophrenia, particularly cannabis.
157484.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ანდრეასენმა გამოიკვლია 45 000 შვედი წვევამდელი, რომლებიც განმეორებით შეაფასა 15 წლის შემდეგ.
Andreasson studied 45 000 Swedish conscripts, on whom he did a follow up 15 years later.
157485.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ჰაშიშის მომხმარებლებში შიზოფრენიის განვითარების რისკი 2.5-ჯერ, ხოლო ინტენსიურ მომხმარებლებში რისკი 6-ჯერაა გაზრდილი.
The risk of developing schizophrenia was 2.5 times higher in cannabis users, and a six fold increase in risk for heavy users.
157486.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ეს მონაცემები შეიძლება ორგვარად აიხსნას.
These data could be interpreted in two ways.
157487.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ჰაშიშის ავადმოხმარება შიზოფრენიის განვითარების რისკ-ფაქტორია.
Cannabis misuse is indeed a risk factor for schizophrenia.
157488.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
უკანასკნელი კვლევები მიუთითებს ჰაშიშის ჭეშმარიტ კაუზალურ მნიშვნელობაზე.
Recent studies support a genuine causal contribution of cannabis.
157489.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
რისკი განსაკუთრებით მაღალია ჰაშიშის ადრეული ასაკიდან მოხმარების შემთხვევაში.
The risk is exceptionally high in the case of early use of cannabis.
157490.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ამასთან, შიზოფრენიის განვითარების რისკი მომატებულია, რაიმე სხვა მიზეზის გამო ფსიქოზისადმი მოწყვლად პირებში.
Moreover, the risk of developing schizophrenia is greater in those predisposed to psychosis for other reasons.
157491.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
თავის ტვინის სტრუქტურული ცვლილებები.
Structural brain changes.
157492.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მრავალი საუკუნეა მიმდინარეობს დავა შიზოფრენიის დროს ნევროპათოლოგიური ცვლილებების არსებობის თაობაზე.
Over the centuries there has been a debate about neuropathological changes during schizophrenia.
157493.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ალცჰაიმერმა და სხვა მკვლევარებმა ვერ შეძლეს თავის ტვინში დამახასიათებელი და სარწმუნო ცვლილებების აღმოჩენა.
Alzheimer and others failed to identify characteristic and reliable brain changes.
157494.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ამიტომ ჩათვალეს, რომ შიზოფრენია ფუნქციური დაავადებაა და არა ორგანული.
Therefore, they viewed schizophrenia as a functional disorder and not an organic one.
157495.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
თუმცა დაავადების ნევროპათოლოგია არ არის შესწავლილი და გაგებული.
Although the neuropathology of the disorder is poorly studied and understood.
157496.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ჯონსტოუნმა თანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფიული (კტ) ტექნიკის გამოყენებით გამოიკვლია ჩვიდმეტი ხანდაზმული შიზოფრენიული პაციენტი და რვა ჯანმრთელი კონტროლი.
Johnstone used the novel technique of computerized tomography (CT), and studied 17 elderly patients with schizophrenia and 8 healthy controls.
157497.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის დროს ლატერული პარკუჭის გაფართოება ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ დაადგინეს პნევმოენცეფალოგრაფიული გამოკვლევებით.
Lateral ventricular enlargement in schizophrenia had been reported decades previously using pneumoencephalography.
157498.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მაგრამ სწორედ ჯონსტოუნის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გააძლიერა ინტერესი.
But it was the study by Johnstone which stimulated renewed interest.
157499.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
თანამედროვე მეტაანალიზური კვლევებით დადგენილია, რომ შიზოფრენიის დროს ტვინის საერთო მოცულობა, ლატერული და მესამე პარკუჭები და ჰიპოკამპი მნიშვნელოვნად და ნამდვილად შეცვლილია.
Meta-analyses studies concluded that there are significant and reliable differences in the volumes of the whole brain, lateral and third ventricles, and hippocampus in individuals with schizophrenia.
157500.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
პარკუჭების დილატაცია და, სავარაუდოდ, სხვა ცვლილებებიც ყველა პაციენტისთვის უნიმოდალურია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ეს ანომალიები მხოლოდ „ორგანული“ შიზოფრენიისთვის არა არის დამახასიათებელი.
The ventricular enlargement, and probably also the other changes, is unimodal in patients, indicating that the abnormality is not confined to an "organic" schizophrenia.