მოიძებნა 669201 ჩანაწერი
157541.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
თავდაპირველად ეგონათ, რომ ამ ფაქტს ეტიოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს შეიძლება შიზოფრენიის შედეგიც ყოფილიყო.
At first, these findings were thought to be of aetiological significance, but they could be a consequence of schizophrenia.
157542.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მაგალითად, გოლდბერგმა და მორისონმა ნახეს, რომ შიზოფრენიის მქონე პირებს უფრო დაბალი სოციალური სტატუსი ჰქონდათ, ვიდრე მათ მშობლებს.
For instance, Goldberg and Morrison found that people with schizophrenia were of lower social status than their parents.
157543.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
კასტელმა დაადგინა, რომ შიზოფრენიის მქონე პირები, კონტროლებთან შედარებით, უფრო ხშირად სოციალურად დეპრივირებულ ოჯახებში იბადებიან.
Castle found that, compared with controls, patients with schizophrenia were more likely to have been born into socially deprived households.
157544.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ გარკვეულ გარემო პირობებს ეტიოლოგიური მნიშვნელობა აქვს და ისინი უფრო ხშირად დაბალ სოციო-ეკონომიკურ კლასში იჩენენ თავს.
The scientists believe that some environmental factor of aetiological importance was more likely to manifest in the individuals of lower socio-economic status.
157545.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ჩიკაგოში, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების საცხოვრებელი ადგილის შესწავლისას, ნახეს, რომ შიზოფრენიის მქონე პირები უპირატესად ღარიბ უბნებში ცხოვრობდნენ.
When studied the place of residence of mentally ill people in Chicago, and found that individuals with schizophrenia mainly lived in the poor areas of the city.
157546.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მონაცემების მიხედვით არადამაკმაყოფილებელმა საცხოვრებელმა პირობებმა შეიძლება გამოიწვიოს შიზოფრენია.
According to the data unsatisfactory living conditions can cause schizophrenia.
157547.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ამ მონაცემების ახსნა შესაძლებელია სოციალური და ოკუპაციური გაუარესებითაც.
These findings can be explained by social and occupational decline. or a search for social isolation by people who are about to develop schizophrenia.
157548.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის მქონე პირები არიან სოციალური იზოლაციისაკენ მიდრეკილები.
Individuals with schizophrenia are inclined to the social isolation.
157549.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული პოპულაციაზე დაფუძნებული კვლევები გვიჩვენებს, რომ ქალაქში დაბადება ზრდის შიზოფრენიის განვითარების რისკს.
Population-based studies in several countries show that urban birth is associated with an increased risk of schizophrenia.
157550.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დიდ ქალაქებში შანსების თანაფარდობა უფრო მაღალია, ვიდრე პატარა ქალაქებში ან ქალაქგარე ტერიტორიები.
Larger cities have a higher odds ratio than small towns or suburban areas.
157551.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ამის მიზეზი არ არის ბოლომდე დადგენილი და შეიძლება დაკავშირებული იყოს სოციალურ დეპრივაციასთან, მიგრაციასთან, ინფექციებთან, სტრესთან ან გენეტიკურ მოწყვლადობასა და ურბანულ გარემოს შორის ურთიერთკავშირთან.
The cause of the association remains unclear, and may relate to social deprivation, migration, infections, stress, or interactions between genetic vulnerability and urban environments.
157552.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება მიგრანტებში.
High rates of schizophrenia have been reported among migrants.
157553.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ოდეგაარდმა დაადგინა, რომ შიზოფრენიის შემთხვევათა რაოდენობა მინესოტაში მიგრირებულ ნორვეგიელებში 2-ჯერ აღემატებოდა ნორვეგიაში მცხოვრები ნორვეგიელების მაჩვენებლებს.
Ødegaard found that the inception rate for schizophrenia, in Norwegians who had migrated to Minnesota, was twice that of Norwegians living in Norway.
157554.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ასეთი მაღალი სიხშირის მიზეზი გაუგებარია.
The reason for such high rate is unclear.
157555.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები, რომლებიც ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებენ ცხოვრების მოწყობას, უფრო ხშირად მიგრირებენ.
People with mental illness, who are unsettled because of the illness, often migrate.
157556.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ამდენად, „სოციალური სელექციაც“ და „სოციალური მიზეზ-შედეგობრივი კავშირიც“ მნიშვნელოვნად განაპირობებს მიგრანტებს შორის შიზოფრენიის მაღალ მაჩვენებელს.
Thus "social selection" and "social causation" contribute to an excess of schizophrenia among migrants.
157557.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მეტაანალიზმა დაადასტურა, რომ მიგრაცია შიზოფრენიის განვითარების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია, ამ ფაქტის მხოლოდ „სოციალური სელექციით“ ახსნა შეუძლებელია.
A meta-analysis of studies has confirmed that migration is a risk factor for schizophrenia, and that this cannot be explained solely by "social selection".
157558.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დაავადების განვითარების რისკი მიგრანტებს შორის 2.7-ია (95% სარწმუნო ინტერვალი, 2.3-3.2-ია), ეს რიცხვი განსაკუთრებით მაღალია მიგრანტების შვილებისა (4.5, 95% სარწმუნო ინტერვალი, 1.5-13.1).
The relative risk for migrants is 2.7 (95% confidence interval, 2.3–3.2), this number is higher in the children of migrants (4.5, 95% confidence interval, 1.5–13.1).
157559.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
რისკი ასევე მაღალია, განვითარებადი ქვეყნების მიგრანტებში.
Risks were also higher for migrants from developing countries.
157560.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის შემთხვევები დაუჯერებლად მატულობს, განსაკუთრებით მეორე თაობაში, მათთან, ვინც ბრიტანეთშია დაბადებული.
The incidence of schizophrenia has striking increase, particularly in the second generation, who were born in the UK.