მოიძებნა 669201 ჩანაწერი
157521.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მათ შეისწავლეს ცერებრული სისხლის მიმოქცევა ქრონიკული შიზოფრენიის მქონე ნამკურნალებ პაციენტებში.
They studied the cerebral blood flow in medicated patients with chronic schizophrenia.
157522.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მათ გამოიყენეს რადიოაქტიური ქსენონის ინიექცია და ნახეს, რომ სისხლის ნაკადი თავის ტვინის ფრონტალურ ქერქში, სხვა უბნებთან შედარებით, დაქვეითებული იყო.
They used injections of radioactive xenon, and found decreased blood perfusion of the frontal cortex compared with the posterior regions.
157523.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მას შემდეგ „ჰიპოფრონტალობა“ ითვლება შიზოფრენიის დამახასიათებელ თავისებურებად.
This "hypofrontality" has subsequently been considered to be a feature of schizophrenia.
157524.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მართალია, ბევრმა კვლევამ უარყოფითი შედეგი აჩვენა, მეტაანალიზით ამ მოსაზრების სისწორე კვლავ დადასტურდა.
Although many studies have given negative results, the correctness of the idea was, once again confirmed in a meta-analysis.
157525.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ნეიროქიმიური მონაცემები.
Neurochemical findings.
157526.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შესწავლილია მრავალი ნეიროტრანსმიტერი, მათი რეცეპტორები, ენზიმები და მეტაბოლიტები.
Many neurotransmitter receptors, enzymes, and metabolites have been studied.
157527.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ჩატარებული კვლევების ორი ძირითადი ჯგუფი შიზოფრენიისთვის დოფამინის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს.
Two main groups of research implicated the importance of dopamine in schizophrenia.
157528.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
პირველი ჯგუფი განიხილავს ამფეტამინების ეფექტს, რომლებიც, სხვა მოქმედებასთან ერთად, იწვევენ ცენტრალურ სინაფსებში დოფამინის გამოთავისუფლებას.
The first group concerned the effects of amphetamine which, among other actions, releases dopamine at central synapses.
157529.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ჯანმრთელი ადამიანის მიერ ამფეტამინების მაღალი დოზით განმეორებადი მიღება იწვევს მწვავე შიზოფრენიის მსგავს მდგომარეობას.
Repeated use of amphetamine at high doses, in healthy individuals, can induce a schizophrenia-like state.
157530.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიული პაციენტებისთვის ამფეტამინების დანიშვნა აუარესებს ფსიქოზურ სიმპტომებს.
Amphetamine administration worsens psychotic symptoms in patients with schizophrenia.
157531.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მეორე მიმართულება ეფუძნება იმ აღმოჩენას, რომ ყველა ანტიფსიქოზური პრეპარატი დოფამინის რეცეპტორების ანტაგონისტია.
The second approach relies on the finding that all antipsychotic drugs are dopamine-receptor antagonists.
157532.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
უკანასკნელ წლებში გაიზარდა ინტერესი იმის მიმართ, თუ რა მნიშვნელობა აქვს შიზოფრენიისთვის ამინომჟავა ნეიროტრანსმიტერს გლუტამატს.
There has been the increased interest in, expressing the importance of the amino-acid neurotransmitter glutamate in schizophrenia.
157533.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ინტერესი განაპირობა იმ საკვანძო აღმოჩენამ, რომ N-მეთილ-D-ასპარტატის (NMDA) ტიპის გლუტამატური რეცეპტორების ანტაგონისტებს (ფენციკლიდინი და კეტამინი) შეუძლიათ შიზოფრენიისმაგვარი მდგომარეობების გამოწვევა.
The key finding which triggered this interest was that antagonists of the N-methyl-D-aspartate (NMDA) type of glutamate receptor (phencyclidine and ketamine) can induce a schizophrenia-like psychosis.
157534.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
გამა-ამინოერბომჟავა.
Gamma-aminobutyric acid (GABA).
157535.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
გამა-ამინოერბომჟავა ტვინის მთავარი მაინჰიბირებელი ტრანსმიტერია, და ის მონაწილეობს შიზოფრენიაში რამდენიმე მიზეზის გამო.
GABA is the major inhibitory transmitter in the brain, and it is implicated in schizophrenia for several reasons.
157536.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დაავადების დროს თავის ტვინის ქერქში მისი ენზიმის გლუტამინ მჟავა დეკარბოქსილაზას ექსპრესიის დაქვეითება.
During the disorder there is a decrease in enzyme, glutamic acid decarboxylase, in the cerebral cortex.
157537.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
გარკვეული ტიპის გაბაერგული ნეირონების სიმკვრივე (რომლებიც შეიცავენ პარვალბუმინს) და მათი სინაფსური ტერმინალები შემცირებულია.
The density of a particular GABAergic neuron type (those which contain parvalbumin) and their synaptic terminals are reduced.
157538.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
სეროტონინი.
Serotonin.
157539.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დიდი ხანია მსჯელობენ იმის თაობაზე, თუ რა როლი ენიჭება სეროტონინს შიზოფრენიის დროს, ამის მიზეზი სეროტონინის ანტაგონისტის ლიზერგინული მჟავის დიეთილამიდის (ლსდ) ჰალუცინოგენური მოქმედებაა.
For a long time there has been a discussion about what role does serotonin have in schizophrenia, the reason of this is the effect of the hallucinogen, lysergic acid diethylamide (LSD).
157540.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის შემთხვევები უფრო ხშირია დაბალი სოციალური კლასის წარმომადგენლებში.
The instances of schizophrenia among people of lower social class is more frequent.