მოიძებნა 669201 ჩანაწერი
157581.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის დროს სოციალური ფუნქციონირების გაუარესებაში კოგნიტური ფაქტორის მნიშვნელობა.
The role of cognitive factors in the impaired social functioning that occurs in schizophrenia.
157582.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მნიშვნელობა მიენიჭა სახეების ამოცნობას, ემოციური პროცესების დარღვევებსა და გონების თეორიას.
The importance was given to the face recognition, abnormalities of emotional processing and theory of mind.
157583.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დინამიკური და ინტერპერსონალური ფაქტორები.
Dynamic and interpersonal factors.
157584.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის ფსიქოდინამიკური თეორიები მხოლოდ ისტორიული რაკურსითაა საინტერესო.
Psychodynamic theories of schizophrenia are largely of historical interest.
157585.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
თუმცა ისინი ყურადღებას ამახვილებენ ინტერპერსონალურ ასპექტებზე.
However, they focus attention on interpersonal aspects.
157586.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
გარდა ამისა, მედიცინის ბევრი მუშაკი და პაციენტების მომვლელი მიიჩნევს, რომ ეს თეორიები აქტუალურია.
Furthermore, most of the health professionals and carers regard these theories as relevant.
157587.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
თანამედროვე ეტიოლოგიური ჰიპოთეზები შიზოფრენიის შესახებ.
Current aetiological hypotheses about schizophrenia.
157588.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ამ თავში ვისაუბრებთ დამატებით სამ თანამედროვე ჰიპოთეზაზე, რომლებშიც ზემოთ მოტანილი ეტიოლოგიური ფაქტორებია ასახული.
In this chapter we note three other current hypotheses, which have emerged from the aetiological factors discussed above.
157589.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ნეიროგანვითარების ჰიპოთეზა.
Neurodevelopmental hypothesis.
157590.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
წამყვანი ჰიპოთეზის არსია ის, რომ შიზოფრენია ნეიროგანვითარების დაავადებაა.
The leading hypothesis is that schizophrenia is a disorder of neurodevelopment.
157591.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
პირველად ეს მოსაზრება გამოთქვა კლოუსტონმა 1892 წელს, ხოლო შემდგომში, გასული საუკუნის მიჯნაზე, გაიმეორა კრეპელინმა.
Original suggestions of this kind were made by Clouston in 1892 and was repeated by Kraepelin, at the turn of the last century.
157592.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
თანამედროვეთა ინტერესი ამ საკითხის მიმართ განაპირობა მიურეის და ლუისისა და ვაინბერგერის შრომებმა.
The current view can be traced to the works of Murray and Lewis and Weinberger.
157593.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ჰიპოთეზა თავისთავად ძალიან მარტივია: შიზოფრენია თავის ტვინის განვითარების ზოგი ერთი ასპექტის დარღვევის შედეგია.
The hypothesis is simple: schizophrenia results from an abnormality in some aspect of brain development.
157594.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ეს მოსაზრება ეწინააღმდეგება აზრს, რომ შიზოფრენია ნეიროდეგენერაციული დაავადებაა.
This hypothesis is contrasted with the idea, that schizophrenia is a neurodegenerative disorder.
157595.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ნეიროგანვითარების ჰიპოთეზა ყურადღებას ამახვილებს პრენატალურ და მოზარდობის პერიოდებზე და მათ შორის ურთიერთკავშირზე.
The neurodevelopmental hypothesis highlights the prenatal period, adolescence, and an interaction between them.
157596.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მნიშვნელოვანია გლიოზის არარსებობა (ასტროციტების პროლიფერაცია და ჰიპერტროფია).
The absence of gliosis (the proliferation and hypertrophy of astrocytes) is important.
157597.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის ნეიროგანვითარების ჰიპოთეზის, როგორც დაავადების პათოგენეზური მოდელის, სერიოზული საპირისპირო მტკიცებულებები არ არსებობს.
There is no evidence to contrast the neurodevelopmental hypothesis as a pathogenic model of schizophrenia.
157598.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ეს ნაწილობრივ გამოწვეულია მისი ბუნდოვანებით, რაც საშუალებას იძლევა, რომ მასში მრავალი მონაცემი გაერთიანდეს.
This partly reflects its vagueness, which allows most findings to be grouped in it.
157599.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
აბერანტული კავშირები.
Aberrant connectivity.
157600.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ბლოილერს შიზოფრენიის ფუნდამენტურ ნიშნად „ფსიქიკური გახლეჩა“ ანუ მენტალური ფუნქციების ინტეგრაციის უუნარობა მიაჩნდა.
Bleuler considered the fundamental symptoms of schizophrenia as reflecting "psychic splitting" or a failure of integration of mental functions.