მოიძებნა 669201 ჩანაწერი
157621.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ყველა გრძელვადიანი კვლევა შიზოფრენიის დროს სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს ადასტურებს.
All prolonged follow-up studies support an increased mortality during schizophrenia.
157622.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
36000 პაციენტზე ჩატარებული მეტაანალიზით ჰარისმა და ბარაკლოუმ დაადგინეს, რომ შიზოფრენიის დროს, ყველა შესაძლო მიზეზის გათვალისწინებით, სიკვდილის რისკი 1.6-ჯერაა გაზრდილი.
In a meta-analysis of 36 000 patients, Harris and Barraclough found that, during schizophrenia, the risk of death from all causes was increased by 1.6-fold.
157623.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
გამოსავლის პრედიქტორები.
Predictors of outcome.
157624.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის გამოსავალი არაერთგვაროვანი და ძირითადად არაპროგნოზირებადია.
The outcome of schizophrenia is remarkably heterogeneous and largely unpredictable.
157625.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
2-5 წლის შემდგომ დამდგარი გამოსავლის განსაზღვრისთვის ამათგან არც ერთი არ იყო დამაკმაყოფილებელი.
All of them proved largely unsuccessful in predicting outcome at 2 or 5 years.
157626.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ცუდი გამოსავლის საუკეთესო პრედიქტორი შიზოფრენიის დსმ-IV-ის კრიტერიუმები აღმოჩდა.
The best predictors of poor outcome appear to be the criteria used for diagnosis in DSM-IV.
157627.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დსმ-IV-ს კლასიფიკაციის თანახმად, დიაგნოზის დასმისთვის აუცილებელია სიმპტომების არსებობა, სულ ცოტა, 6 თვის მანძილზე მაინც.
According to the DSM-IV classification, the syndrome should have been present for at least 6 months before the diagnosis can be made.
157628.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის არაკეთილსაიმედო პროგნოზის მაჩვენებლებია: დაავადების დაწყების ადრეული ასაკი, მამრობითი სქესი, ცუდი პრემორბიდული ფუნქციონირება და გამოხატული ნეგატიური სიმპტომები.
Poor outcome in schizophrenia is associated with younger age of onset, male sex, poor premorbid functioning, and persistence of negative symptoms.
157629.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
აგრეთვე არსებობს მონაცემები, რომ ფსიქოზური სიმპტომების ხანგრძლივობა მკურნალობის დაწყებამდე კორელირებს რემისიის ხანგრძლივობასა და რემისიის ხარისხთან.
There is also evidence that the duration of psychotic symptoms prior to treatment correlates with time to remission and level of remission.
157630.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის მიმდინარეობის გეოგრაფიული ვარიაციები.
Geographical variation in course of schizophrenia.
157631.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
საერთაშორისო კვლევებმა აჩვენა, რომ, მართალია, შიზოფრენიის ავადობის მაჩვენებლები სხვადასხვა ქვეყანაში პრაქტიკულად ერთნაირია.
International studies suggest that the incidence of schizophrenia is broadly similar in different countries.
157632.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
თუმცა, მიმდინარეობა და გამოსავალი განსხვავებულია.
However, the course and outcome are different.
157633.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიასთან დაკავშირებული საერთაშორისო პილოტური კვლევა გვიჩვენებს, რომ ორწლიანი ვადის გამოსავალი უკეთესი იყო ინდოეთში, ნიგერიასა და კოლუმბიაში.
The International Pilot Study of Schizophrenia shows, that the 2-year outcome was better in India, Colombia, and Nigeria.
157634.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ამ მონაცემების ახსნა მხოლოდ პაციენტების განსხვავებული ინიციალური მაჩვენებლებით შეუძლებელია.
This finding could not be explained by differences in the initial characteristics of the patients.
157635.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
აღმოჩნდა, რომ ამ სამ ქვეყანაში ფსიქიატრიულ საავადმყოფოს უფრო ხშირად მიმართავენ მწვავე სიმპტომების მქონე პაციენტები, ვიდრე შემპარავი დასაწყისის ფორმის მქონე პაციენტები.
I appeared that, in these three countries, patients with acute illness were most likely to be taken to hospital than patients with illness of insidious onset.
157636.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ძირითადი განსხვავება გამოსავალთან დაკავშირებით არის ის, რომ განვითარებადი ქვეყნის პაციენტებს უფრო ხშირად აღენიშნებათ სრული რემისია, ვიდრე განვითარებული ქვეყნების პაციენტები.
The major difference in outcome was that patients in developing countries were more likely to achieve a complete remission than patients in developed countries.
157637.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
განვითარებად ქვეყნებში შიზოფრენიის უკეთესი გამოსავლის მიზეზი ახსნილი არ არის, რაც არ შეიძლება მხოლოდ ემოციური ექსპრესიის განსხავებული ხარისხის შედეგი იყოს.
The better outcome of schizophrenia in developing countries is unexplained, it does not appear to be due to differences in levels of expressed emotion.
157638.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
15 და 25-წლიანი გრძელვადიანი კვლევებით დადასტურდა დაავადების მიმდინარეობის გეოგრაფიული ვარიაბელობა.
A 15- and 25-year follow-up study confirmed the stability of geographical differences in course.
157639.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დადგინდა, რომ პირველი ეპიზოდის დროს მდგომარეობის სიმწვავე და დაავადების ტიპი დაავადების მიმდინარეობის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორებია.
It was confirmed, that a difference in the severity and type of illness at first presentation is an important contributory factor.
157640.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის მწვავე სიმპტომების მანიფესტაციამდე რამდენიმე კვირით ადრე ზოგი პაციენტის შემთხვევაში აღინიშნება ცხოვრებისეული მოვლენების გახშირება.
Some patients experience an excess of life events in the weeks before the onset of acute symptoms of schizophrenia.