მოიძებნა 669201 ჩანაწერი
157601.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ეს შეხედულება თანხვედრი აღმოჩნდა აბერანტული კავშირების შესახებ არსებული მოსაზრების, რომლის მიხედვითაც, შიზოფრენიის დროს ტვინის სხვადასხვა უბნებს შორის კავშირები ანომალიურია.
This view is currently framed in terms of abnormal connectivity, whereby the activity of different brain regions or circuits is aberrant in schizophrenia.
157602.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
სტრეს-მოწყვლადობის მოდელი.
Stress-vulnerability model.
157603.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ეს მოდელი, რომელიც, ასევე, ცნობილია სტრეს-დიათეზის მოდელის სახელწოდებით, ყურადღებას ამახვილებს პიროვნების განვითარებაზე, და, ამასთან, ხაზს უსვამს ადრეული გარემო ფაქტორების მნიშვნელობას.
This model, which is also called the stress-diathesis model, incorporates individual's development, and emphasizes the importance of the early factors.
157604.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ადრეული ფაქტორები აძლიერებს შიზოფრენიისადმი მოწყვლადობას, ეს უკანასკნელი კი განსაზღვრავს დაავადების დაწყებასა და მიმდინარეობას.
The early factors confer vulnerability to schizophrenia, whereas the later ones explain its onset and course.
157605.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ამასთან, აუცილებელია ყურადღების გამახვილება სხვადასხვა ეტიოლოგიური ფაქტორების ურთიერთკავშირზე.
The emphasis on interactions between aetiological factors is also necessary.
157606.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მრავალი კვლევა გვიჩვენებს, რომ გარემო ფაქტორები უშუალოდ ახდენს გავლენას იმ პირებზე, რომლებსაც გენეტიკური ან სხვა სახის მოწყვლადობა აღენიშნებათ.
A number of studies, indicate that environmental factors act primarily upon individuals who are already at risk, for genetic or other reasons.
157607.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მიუხედავად ამისა, დღემდე ითვლება, რომ შიზოფრენიის გამოსავალი, ყველა სხვა ფსიქიკურ აშლილობასთან შედარებით, ყველაზე არაკეთილსაიმედოა, ძალიან ძნელია ამ საკითხთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება.
Although it remains generally agreed that the outcome of schizophrenia is worse than that of most psychiatric disorders, it is very difficult to draw clear conclusions about the issue.
157608.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მნიშვნელოვანი კვლევა ჩაატარა ევგენ ბლოილერის შვილმა მანფრედ ბლოილერმა.
An important long-term study was carried out by Manfred Bleuler, son of Eugen Bleuler.
157609.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
იგი პირადად აკვირდებოდა 208 პაციენტის მდგომარეობას, რომლებიც შვეიცარიის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში 1942-1943 წლებში იყვნენ მოთავსებულნი.
He personally followed up 208 patients who had been admitted to hospital in Switzerland between 1942 and 1943.
157610.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
სტაციონირებიდან 20 წლის შემდეგ 20%-ს აღენიშნებოდა სრული რემისია ყოველგვარი სიმპტომის გარეშე, 35% სოციალურად კარგად იყო ადაპტირებული, ხოლო 24%-ს ჰქონდა გამოხატული დარღვევები.
Twenty years after admission, 20% of these patients had a complete remission without any symptoms, 35% had a good outcome in terms of social adjustment, and 24% were severely disturbed.
157611.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
სრული გამოჯანმრთელება, როგორც წესი, ხდებოდა პირველი ორი წლის მანძილზე.
Full recovery usually occurred, within the first 2 years.
157612.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
რეკურენტული მდგომარეობების შემთხვევაში, ყოველი მომდევნო ეპიზოდი ჰგავდა პირველ შეტევას.
In the recurrent state, each subsequent episode usually resembled the first one.
157613.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ბლოილერი იყენებდა შეზღუდულ დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს.
Bleuler used narrow diagnostic criteria.
157614.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მას მიაჩნდა, რომ მოსაზრება შიზოფრენიაზე, როგორც პროგრესირებად დაავადებაზე, რომელიც იწვევს გამოხატულ უნარშეზღუდულობას, საჭიროებს გადასინჯვას.
He believed, that the traditional view of schizophrenia as a generally progressive condition, which enables expressed disability, had to be reconsidered.
157615.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
თუმცა, მისი პაციენტების 10% დაავადების გამო იმდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ საჭიროებდა ხანგრძლივ სტაციონარულ მკურნალობას.
Nevertheless, 10% of his patients suffered an illness of such severity that they required long-term sheltered care.
157616.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ბლოილერის მოსაზრებას იზიარებდა კიომპი, რომელმაც უფრო ფართო, მაგრამ ნაკლებად დეტალური კვლევა ჩაატარა.
Bleuler’s conclusions are supported by Ciompi, who conducted larger but less detailed study.
157617.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
პაციენტებზე დაკვირვება გრძელდებოდა დაახლოებით 37 წელი.
The average patient follow-up was about 37 years.
157618.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
პაციენტების მესამედს ჰქონდა კარგი ან დამაკმაყოფილებელი გამოსავალი.
One-third of the patients were found to have a good outcome.
157619.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დროთა განმავლობაში სიმპტომების სიმწვავეც იკლებდა.
Symptoms often became less severe in the later years of life.
157620.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
სიკვდილიანობა შიზოფრენიის დროს.
Mortality in schizophrenia.