მოიძებნა 669201 ჩანაწერი
157661.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ჯამში აირჩიეს 24 ოჯახი, რომლებშიც შიზოფრენიის მქონე პაციენტები თავიანთ მაღალი ექსპრესიის მქონე ნათესავებთან ინტენსიურ კონტაქტში იმყოფებოდნენ.
A total of 24 families were selected in which a schizophrenic patient had extended contact with relatives showing high expressed emotion.
157662.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ყოველ მათგანს უტარდებოდა მკურნალობა.
All of them were on medication.
157663.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
12 ოჯახიდან პაციენტები მხოლოდ ამბულატორიულ დახმარებას იღებდნენ.
12 families were assigned to routine outpatient care.
157664.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დანარჩენი ოჯახის შემთხვევაში - მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად, პაციენტები და მათი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ მეცადინეობებს, რომლებზეც შიზოფრენიასთან დაკავშირებულ ინფორმაციას იღებდნენ.
The other half took part in a programme that included education about schizophrenia, relatives’ groups, and family sessions for relatives and patients.
157665.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ემოციური ექსპრესიის მნიშვნელობა საკმაოდ ფართოდ შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ასეთ ოჯახებში ცხოვრებისას, გამწვავების სიხშირე 2-3-ჯერაა გაზრდილი.
Expressed emotion has now been widely investigated as a predictor of psychotic relapse, and overall it appears that patients living in families with high levels of expressed emotion have a two- to threefold increased risk.
157666.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შესაბამისად, დაბალი ემოციური ექსპრესიის ოჯახებში უფრო ადეკვატური დამოკიდებულებაა შიზოფრენიისა და დაავადებასთან დაკავშირებული ქცევის მიმართ, რაც თავისთავად გავლენას ახდენს გამოსავალზე.
An associated finding is that relatives with low levels of expressed emotion are more likely to regard schizophrenia and its associated behaviour as an illness that is beyond the control of the patient, and the nature of these causal attributions is also a predictor of outcome.
157667.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის გავლენა ოჯახზე.
Effects of schizophrenia on the family.
157668.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
სტაციონარსგარეთა ფსიქიატრიული მომსახურების დანერგვამ ოჯახებს გარკვეული სირთულეები შეუქმნა.
With the increasing care of patients in the community rather than in hospital, difficulties have arisen for some families.
157669.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის მქონე პაციენტების ნათესავები ძირითადად ორი სახის პრობლემაზე ამახვილებენ.
Relatives of patients with schizophrenia describe two main kinds of problems.
157670.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
პირველია სოციალური იზოლაცია.
The first kind relates to social withdrawal.
157671.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
პაციენტი გაურბის ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობას; ისინი იშვიათად საუბრობენ, არიან შენელებულები, აქვთ შეზღუდული ინტერესები და არ უვლიან საკუთარ თავს.
Patients tend not to interact with other family members; they seem slow, lack conversation, have few interests, and neglect themselves.
157672.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მეორე ძირითადი პრობლემაა აშკარად შემაწუხებელი და სოციალურად მიუღებელი ქცევები და ძალადობის საშიშროება.
The second kind of problem relates to more obviously disturbed or socially inappropriate behaviour, and threats of violence.
157673.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ეს პრობლემა ხელს უწყობს ოჯახის წევრებს შორის მაღალი ემოციური ექსპრესიის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, აუარესებს მდგომარეობას.
These problems are likely to play a part in the development of high expressed emotion in relatives, which in turn may worsen the situation.
157674.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
პაციენტის ახლობლებს შეიძლება აღენიშნებოდეთ შფოთვა, დეპრესია, ბრალეულობის განცდა ან დაბნეულობა.
Relatives of patients with schizophrenia may feel anxious, depressed, guilty, or bewildered.
157675.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მათ არ იციან, როგორ მოიქცნენ რთულ ვითარებაში ან რა რეაქცია ჰქონდეთ უცნაურ ქცევაზე.
They may be understandably uncertain about how to deal with difficult and odd behaviour.
157676.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დამატებითი სირთულეები შეიძლება გამოიწვიოს ოჯახის წევრებს შორის განსხვავებულმა დამოკიდებულებამ და ახლობლებისა და მეზობლების მხრიდან თანადგომის არარსებობამ.
Further difficulties can arise from differences in opinion between family members, and from a lack of understanding and sympathy among neighbours and friends.
157677.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ახლობლების ცხოვრებაზე გავლენა ხშირად ძალიან სერიოზულია.
The effects on the lives of relatives and families are often serious.
157678.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
სამწუხაროდ, თემში მომსახურება შიზოფრენიის პაციენტებისა და მათი ოჯახების წევრებისთვის არ არის საკმარისი.
Unfortunately, community services and support for patients with schizophrenia and their relatives are often less than adequate.
157679.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ბრიტანეთის ფსიქიკური ჯანდაცვის ეროვნული პროგრამის პრიორიტეტია პაციენტების მომვლელთა სერვისის გაუმჯობესება ავადმყოფთა მიმართ თანადგომის, დახმარების თვალსაზრისით.
Improving help, advice, and services to carers of patients is a priority of the UK National Service Framework for Mental Health.
157680.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის მკურნალობა ითვალისწინებს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული მდგომარეობების მართვას.
The treatment of schizophrenia is concerned with both the acute illness and chronic disability.