მოიძებნა 669201 ჩანაწერი
157701.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მეტაანალიზური კვლევების მონაცემები მწვავე ფაზის მკურნალობასა და პრეპარატის ამტანობაზე, ასევე, განსხვავების შემთხვევაში, ეფექტის სიდიდესა და კლინიკურ მიზანშეწონილობაზე არაერთგვაროვანია.
Meta-analyses of acute treatment trials differ in their conclusions as to whether atypical antipsychotics have greater efficacy or greater tolerability and, if so, the size and clinical relevance of the benefit.
157702.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მკურნალობის მიმართ რეზისტენტული შიზოფრენია.
Treatment-resistant schizophrenia.
157703.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
პაციენტების 30% ანტიფსიქოზური მკურნალობის მიმართ რეზისტენტულია ან პრეპარატების აუტანლობა აღენიშნებათ.
About 30% of patients do not respond to antipsychotics, or are intolerant of them.
157704.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ასეთი მდგომარეობების სამკურნალოდ ერთადერთი რეკომენდებული პრეპარატია კლოზაპინი, რომელიც ეფექტს იძლევა შემთხვევათა მესამედში, ეს მონაცემები რამოდენიმე კვლევამ დაადასტურა.
The only proven drug intervention for this group is clozapine, which is effective in about one-third of such patients, as shown by the key trial, and confirmed in subsequent studies and meta-analyses.
157705.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
არც ერთი სხვა ატიპიური პრეპარატი არ ხასიათდება ასეთი ეფექტურობით.
There is no evidence that any other atypical antipsychotic shares this greater efficacy.
157706.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ კლოზაპინის გამოყენება მისი სხვა გვერდითი ეფექტების გამო შეზღუდულია, მისი დანიშვნისას აუცილებელია სისხლის მუდმივი მონიტორინგი, ვინაიდან არსებობს აგრანულოციტოზის განვითარების საშიშროება, პრეპარატის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს წონაში მატება, სედაცია და ჰიპერსალივაცია.
The use of clozapine is hampered by the need for regular blood monitoring and the risks of agranulocytosis, as well as by other side-effects, notably weight gain, sedation, and hypersalivation.
157707.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ანტიდეპრესანტები და გუნებ-განწყობის სტაბილიზატორები (ნორმოთიმიკები).
Antidepressants and mood stabilizers.
157708.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის ხშირი თანმხლები სიმპტომია დეპრესია.
The symptoms of depression commonly occur in schizophrenia.
157709.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
სირისმა იმიპრამინის პლაცებოკონტროლირებადი კვლევით შე ისწავლა შიზოფრენიის მქონე პაციენტები, რომლებსაც დანიშნული ჰქონდათ ფლუფენაზინი და რომლებსაც ფსიქოზური სიმპტომების ნიველირების შემდეგ განუვითარდათ გამოხატული დეპრესიული სიმპტომები.
Siris conducted a placebo-controlled trial of imipramine in schizophrenic patients receiving fluphenazine in whom a depressive episode became apparent following resolution of the psychotic symptoms.
157710.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დეპრესიული გუნებ-განწყობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვნად ეფექტური აღმოჩნდა იმიპრამინი, ვიდრე პლაცებო; ამასთან, იგი არ იწვევს ფსიქოზური სიმპტომების გამწვავებას.
Imipramine was significantly more effective than placebo, improving depressed mood but not altering psychotic symptoms.
157711.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ფართოდ გამოიყენება შიზოფრენიის დროს დეპრესიული სიმპტომების სამკურნალოდ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერაც არ მომხდარა მათი სათანადოდ შეფასება.
Newer antidepressants, notably the SSRIs, are now widely used to treat depressive symptoms in schizophrenia, but have not been rigorously evaluated.
157712.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მაგალითად, ნორთვიკის პარკის ფუნქციური ფსიქოზების კვლევაში, დიაგნოზის მიუხედავად, ლითიუმი ეფექტური იყო აწეული გუნებ-განწყობის დროს, თუმცა, არანაირი გავლენა არ მოუხდენია პოზიტიურ ან ნეგატიურ სიმპტომებზე.
For example, in the Northwick Park "Functional" Psychosis Study, lithium decreased elevated mood, whatever the diagnosis, but had no significant effect on positive or negative symptoms.
157713.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ახალმა სისტემატურმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ შიზოფრენიის დროს ლითიუმის გამოყენება მხოლოდ აფექტური სიმპტომების (ან შიზოაფექტური აშლილობის) შემთხვევაში იძლევა დადებით შედეგს.
A recent systematic review confirmed that the benefits of lithium in schizophrenia occur in patients with affective symptoms (or with schizoaffective disorder).
157714.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ელექტროკრუნჩხვითი თერაპია.
Electroconvulsive therapy (ECT).
157715.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის დროს ეკთ-ს გამოყენების ტრადიციული ჩვენებაა კატატონური მდგომარეობა და დეპრესიული სიმპტომები.
In the treatment of schizophrenia, the traditional indications for ECT are catatonic stupor and severe comorbid depressive symptoms.
157716.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ორივე მდგომარეობისთვის ეკთ-ს მოქმედების ეფექტი ხშირად ძალიან სწრაფი და გასაოცარია.
In both situations, the clinical impression is that the effects of ECT can be dramatic.
157717.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომ მწვავე ეპიზოდების მკურნალობისას ეკთ იძლევა სწრაფ ეფექტს და, ასევე, აუმჯობესებს რეზისტენტული შემთხვევების დროს ანტიფსიქოზურ მკურნალობაზე პასუხს.
There is also some evidence that ECT is rapidly effective in acute episodes, and may enhance the response to antipsychotics in treatment-resistant cases.
157718.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის დროს ეკთ-ს გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მტკიცებულებები ძალიან სუსტია, ამიტომ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბრიტანეთში ეკთ-ს იშვიათად მიმართავენ.
Overall, however, the evidence base is weak, and ECT is seldom used to treat schizophrenia in the UK, although it remains more widely used in some other countries.
157719.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ფსიქოსოციალური მიდგომები.
Psychosocial approaches.
157720.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის სამკურნალოდ თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარებამ ფსიქოსოციალური ინტერვენციის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა.
The development of community-based services has led to an increasing emphasis on psychosocial interventions in the treatment of schizophrenia.