მოიძებნა 669201 ჩანაწერი
157761.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ამის მხედველობაში მიღებით, შეიქმნა კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავს მწვავე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მკურნალობას ბინაზე.
This is reflected in the development of crisis teams which aim to treat and support acutely ill patients at home.
157762.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
სტაციონარულ მკურნალობას თავისი უპირატესობა აქვს.
Hospital admission has its own advantages.
157763.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
კლინიკაში უზრუნველყოფილია დაცული გარემო.
Hospital provides a safe environment.
157764.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
კლინიკაში შესაძლებელია საფუძვლიანი დაკვირვება.
Hospital allows a thorough assessment.
157765.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
პრაქტიკაში ყველაზე რთულია ეჭვიანი ან საკუთარ თავში ჩაკეტილი პაციენტის გამოკვლევა.
In practice, it is difficult to assess suspicious or withdrawn patient.
157766.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ანტიფსიქოზური მკურნალობა შიზოფრენიისა და სხვა ფსიქოზების მკურნალობის მთავარი საშუალებაა.
Antipsychotic medication is the mainstay of the treatment of schizophrenia and other psychoses.
157767.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ანტიფსიქოზური მკურნალობა ხშირად დიაგნოზის დასმისთანავე იწყება და შესაძლებელია მთელი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდეს.
Antipsychotic medication will usually be initiated soon after the diagnosis is made and will often continue for the lifetime.
157768.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ამდენად, ფსიქოფარმაკოთერაპიაზე გადაწყვეტილების მიღება და პაციენტისა და ახლობლების ადეკვატური ჩართვა შიზოფრენიის მართვის უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენს.
Therefore decisions about the use of medication, and appropriate involvement of the patient and their carer, are a key aspect of management of schizophrenia.
157769.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მწვავე ფაზაში პრიორიტეტი პოზიტიური სიმპტომების შესუსტება და აგზნების კონტროლია.
During the acute phase, the priority is to suppress the positive symptoms and control agitation.
157770.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
უნდა ავიცილოთ თავიდან გვერდითი ეფექტების განვითარება, განსაკუთრებით, მწვავე დისტონია.
The development of unnecessary side-effects should be avoided, notably acute dystonias.
157771.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მაგალითად, ჰალოპერიდოლი 2-10 მგ/დღე ან რისპერიდონი 2-6 მგ/ დღე პლუს ლორაზეპამი 2 მგ, საათობრივად, საჭიროების დროს.
For example, haloperidol 2–10 mg daily or risperidone 2–6 mg daily, plus lorazepam 2 mg hourly as required.
157772.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ჰალოპერიდოლიც და ლორაზეპამიც შეიძლება მივცეთ ინტრამუსკულურად, თუ ამის საჭიროება არსებობს.
Haloperidol and lorazepam can be given intramuscularly if necessary.
157773.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ალტერნატიულად, შეიძლება გამოვიყენოთ უფრო სედატიური ანტიფსიქოზური პრეპარატები, როგორებიცაა ოლანზაპინი, 10-20 მგ/დღე, ან ქლორპრომაზინი, 200-400მგ/დღე.
Alternatively, a more sedative antipsychotic, such as olanzapine 10–20 mg daily, or chlorpromazine 200–400 mg daily, can be used.
157774.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
თუ ეჭვი გვეპარება, რომ პაციენტი არ ყლაპავს აბებს, მაშინ უნდა მივცეთ სუსპენზიის ან პირში ხსნადი ტაბლეტის სახით.
If there are doubts about whether the patient is swallowing tablets, the drug can be given as syrup or as an orally dispersible tablet.
157775.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შესაძლებელია ხანმოკლე პერიოდის დეპო პრეპარატების გამოყენება, მაგალითად ზუკლოპენთიქსოლ აცეტატის ან ოლანზაპინის.
It is possible to use short-acting depot preparations, e.g. zuclopenthixol acetate or olanzapine).
157776.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ანტიქოლინერგული პრეპარატები.
Anticholinergic drugs.
157777.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მწვავე სიმპტომების დროს მოსალოდნელია, აგზნება, მოუსვენრობა, გაღიზიანებადობა, ინსომნია.
During the acute symptoms excitement, restlessness, irritability, and insomnia can be expected.
157778.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
თუ პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, აუცილებელია ავუხსნათ მედიკამენტური მკურნალობის მნიშვნელობა და მივიღოთ მისგან სრული თანხმობა.
If the patient’s mental state permits, it is essential to explain the need for drug treatment and to obtain their full consent.
157779.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
პაციენტის ნათესავები, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა ჩაერთონ მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
The patient’s family should be involved as far as possible in all decisions about treatment.
157780.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მართალია, ძნელია მდგომარეობის სამომავლო პროგნოზი, მაგრამ აუცილებელია დასკვნის გაკეთება ახლო პერიოდის გამოსავალზე.
Although it is difficult to predict the long-term prognosis at this stage, a judgement has to be made about the likely immediate outcome.