მოიძებნა 669201 ჩანაწერი
157741.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მეტაანალიზით სოციალური უნარების ტრენინგის თვალსაჩინო ეფექტი დადასტურებული არაა, ამიტომ სოციალური უნარების ტრენინგის რუტინულად გამოყენება რეკომენდებული არ არის.
A meta-analysis concluded that social skills training does not produce reliable benefits, and that it was not recommended for routine use.
157742.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
კოგნიტური დაქვეითების მკურნალობა.
Treatment of cognitive impairments.
157743.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
კოგნიტური დაქვეითება შიზოფრენიის ცუდი გამოსავლის მნიშვნელოვანი დეტერმინანტია.
Cognitive impairments are important determinants of poor outcome in schizophrenia.
157744.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დღეისთვის ფარმაკოლოგიური და ფსიქოლოგიური მიდგომა, მიზნად ისახავს კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებასაც.
Pharmacological and psychological approaches are now being used to try to improve cognitive functions.
157745.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ანტიფსიქოზური პრეპარატები მინიმალურად მოქმედებენ კოგნიტურ სიმპტომებზე, ხოლო მაღალი დოზებით მიღებული, განსაკუთრებით ანტიქოლინერგული მოქმედების პრეპარატები, აუარესებენ მდგომარეობას.
Antipsychotics have minimal beneficial effects on cognitive symptoms, and high doses, especially of drugs with anticholinergic or sedative properties, can impair performance.
157746.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მიმდინარეობს სხვადასხვა წამლის შესწავლა და შემუშავება იმ მიზნით, რომ ეს წამლები ანტიფსიქოზური მოქმედებისაგან დამოუკიდებლად, ეფექტური იყოს კოგნიტური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
Various drugs are being tested or developed with the aim of improving cognition in schizophrenia, independent of any antipsychotic actions.
157747.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
კოგნიტური დეფიციტის დასაძლევად მთელი რიგი ფსიქოლოგიური მკურნალობის მეთოდებიც გამოსცადეს.
A range of psychological treatments for cognitive deficits have also been trialled.
157748.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ძირითადი აქცენტი გაკეთდა ტრენირებაზე და პრაქტიკის საშუალებით შესრულების გაუმჯობესებაზე.
Most of these rely on mental exercises and training to improve performance through practice.
157749.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დინამიკური ფსიქოთერაპია.
Dynamic psychotherapy.
157750.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
წარსულში, შიზოფრენიის დროს დინამიკური ფსიქოთერაპია ძალიან ხშირად გამოიყენებოდა უფრო მეტად აშშ-ში, ვიდრე ბრიტანეთში.
In the past, dynamic psychotherapy was quite commonly used in the treatment of schizophrenia, more so in the USA than in the UK.
157751.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მიღებული შედეგები ძალიან უსისტემოა.
Evidence from clinical trials is sparse.
157752.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მეი დარწმუნდა, რომ ფსიქოთერაპია უმნიშვნელოდ აუმჯობესებდა მდგომარეობას, თუმცა, მის მიერ შესწავლილი მკურნალობა იყო ხანმოკლე და მას შედარებით გამოუცდელი ფსიქიატრები ატარებდნენ.
May found that psychotherapy had little benefit, notwithstanding the fact that the treatment was short and provided by relatively inexperienced psychiatrists.
157753.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
გარდა იმისა, არსებობს იმის საშიშროებაც, რომ შეიძლება მოხდეს პიროვნების ზედმეტად სტიმულაცია და გამწვავება.
Apart from it, there are concerns that the treatment may cause overstimulation and relapse.
157754.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
წამლების ურთიერთქმედება და ფსიქოსოციალური მკურნალობა.
Interaction of drug and psychosocial treatments.
157755.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ფსიქოსოციალური მკურნალობა უპირატესად ფარმაკო თერაპიასთან ერთად ტარდება.
Psychosocial treatments are usually given in conjunction with antipsychotic medication.
157756.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ძნელი სათქმელია, რამდენად ეფექტურია ფსიქოსოციალური ინტერვენცია დამოუკიდებლად, რადგან იგი, პირველ რიგში, აუმჯობესებს მკურნალობის რეჟიმის დაცვას.
It is also unclear to what extent successful psychosocial treatment works because it improves adherence with medication.
157757.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის მართვის უპირველესი საწინდარია პაციენტთან კარგი ურთიერთობის დამყარება.
Successful management of schizophrenia depends on first establishing a good relationship with the patient.
157758.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მწვავე მდგომარეობა.
The acute illness.
157759.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
სტაციონარში მოთავსება და მკურნალობა, ჩვეულებრივ, საჭიროა, როდესაც სახეზეა შიზოფრენიის პირველი ეპიზოდი და გამწვავების ფაზა.
Admission to hospital and treatment is usually needed for first episodes of schizophrenia and acute relapses.
157760.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ადეკვატური რესურსების არსებობისას, შესაძლებელია სახლში მკურნალობა, რასაც თავისი უპირატესობა აქვს.
With adequate resources, home treatment is possible and has some advantages.