მოიძებნა 669201 ჩანაწერი
157801.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შემდგომი მოვლა „კარგი პროგნოზის“ შემთხვევაში.
Aftercare of "good prognosis" patients.
157802.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
პირველი, უმცირესი ეფექტური დოზით მედიკამენტური მკურნალობის გაგრძელება.
The first is to continue medication, at the smallest effective dose.
157803.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მეორე, აშკარა სტრესული სიტუაციისთვის თავის არიდება.
The second, avoide obviously stressful events.
157804.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
პაციენტი თემში მომუშავე მულტიდისციპლინური გუნდის წევრმა, ძირითადად ფსიქიატრიულმა ექთანმა, რეგულარულად უნდა მოინახულოს.
The patient should be seen regularly by a member of the community mental health team, often a psychiatric nurse.
157805.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მკურნალობის ამ ეტაპზე ოჯახის ექიმს განსაკუთრებული როლი აკისრია.
The family's GP has an important role to play in this phase of treatment.
157806.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
„ცუდი პროგნოზის“ მქონე პაციენტების შემდგომი მოვლა.
Aftercare of "poor prognosis" patients.
157807.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მიზანშეწონილია რეზიდუალურ პოზიტიურ სიმპტომებზე მიმართული კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ჩატარება.
Cognitive–behaviour therapy directed at the residual positive symptoms may be a useful adjunct.
157808.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მკურნალობის გრძელვადიანი გეგმა უნდა მოიცავდეს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის, მკურნალობის, სოციალური ადაპტაციისა და საქმიანობის რეგულარულ შემოწმებას.
The follow-up plan should include regular review of the patient’s mental state, medication, their social adaptation and occupational functioning.
157809.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს სტრესულ სიტუაციებთან და ოჯახურ პრობლემებთან დაკავშირებით რჩევების მიცემა.
Giving advice about stressful situations and family problems may be helpful.
157810.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შეიძლება საჭირო გახდეს ოჯახისთვის სპეციფიკური დახმარების გაწევა.
Specific interventions may be needed to help the family.
157811.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ასეთი მოცულობის სამუშაოს შესრულება შესაძლებელია თემში მომუშვე ფსიქიატრიული ექთნის, სოციალური მუშაკის, ფსიქიატრისა და ოჯახის ექიმის ერთობლივი ძალისხმევით.
Work of this nature can be undertaken by community psychiatric nurses, social workers, psychiatrists, and GPs working together.
157812.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ზოგი პაციენტი, გასაგები მიზეზების გამო, ხშირად ანებებს თავს მკურნალობას და მხოლოდ მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ უბრუნდება.
Some patients understandably tend to withdraw from treatment and follow-up after recovery.
157813.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ისეთ შემთხვევებში, როდესაც გამწვავებები ხშირია, ასერტულ სტაციონარგარეშე მკურნალობას განსაკუთრებული როლი ენიჭება.
In the cases where there is a high risk of relapse, assertive community treatment has a useful role to play.
157814.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
გარკვეულ შემთხვევებში, პოზიტიური სიმპტომების ნიველირების მიუხედავად, პაციენტები ვეღარ უბრუნდებიან ფუნქციონირებისა და აქტივობის ძველ დონეს.
Many patients fail to return to their full level of functioning and activities, despite resolution of their positive symptoms.
157815.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ამის მიზეზი შეიძლება იყოს ნეგატიური, დეპრესიული ან კოგნიტური სიმპტომების არსებობა, ან მედიკამენტების უკუჩვენება.
This may be due to existence of negative, depressive or cognitive symptoms, or the side-effects of medication.
157816.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ყველა ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ და შესაბამისი ზომები მივიღოთ.
These possibilities should all be considered, and appropriate action taken.
157817.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
პაციენტები „ცუდი პროგნოზით“ და გამოხატული დაქვეითებით.
Patients with a poor prognosis and significant impairments.
157818.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
პაციენტებს რომლებსაც აქვთ გამოხატული ნეგატიური სიმპტომები, ცუდი სოციალური ადაპტაცია და ქცევის პრობლემები, რაც ქრონიკული შიზოფრენიისთვისაა დამახასიათებელი, უფრო მეტად ორგანიზებული და შეუზღუდავი ზრუნვა სჭირდებათ.
Patients who have prominent negative symptoms, poor social adjustment, and behavioural defects, which is characteristic of chronic schizophrenia require more elaborate and indefinite aftercare.
157819.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მედიკამენტური მკურნალობის შენარჩუნება მნიშვნელოვანი.
Maintenance drug therapy is important.
157820.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
თუმცა, აქცენტი უნდა გაკეთდეს რეაბილიტაციის პროგრამაზე, ფსიქოსოციალურ ინტერვენციასა და სოციალურ თანადგომაზე, რაც კონკრეტული პაციენტის საჭიროებებზე იქნება მორგებული.
However, the main emphasis is on a programme of rehabilitation, psychosocial interventions, and social support, tailored to the needs of the individual patient.