მოიძებნა 669201 ჩანაწერი
157781.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ანტიფსიქოზური პრეპარატების არჩევა.
Choice of antipsychotic drug.
157782.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ექსტრაპირამიდული სინდრომი.
Extrapyramidal side-effects.
157783.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ტარდივ დისკინეზიის განვითარების რისკი უფრო იშვიათია ატიპიური პრეპარატებით მკურნალობის დროს.
The risk of tardive dyskinesia is lower when receiving an atypical treatment.
157784.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მათ მიეკუთვნება რამდენიმე ატიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატი.
This includes some atypical antipsychotic drugs.
157785.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ორივე გვერდითი ეფექტი დაკავშირებულია დოზასთან.
Both side-effects are dose related.
157786.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მათი განვითარება მიუთითებს, რომ დოზა პაციენტისთვის ძალიან მაღალია.
Their occurrence thus implies that the dose is too high for that patient.
157787.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
თუ თერაპიული პასუხი არ არის დამაკმაყოფილებელი, საჭიროა პრეპარატის შეცვლა.
If the therapeutic response is not adequate, the medicine should be changed.
157788.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
სედაცია: ზოგ ანტიფსიქოზურ პრეპარატს გამოხატული სედაციური ეფექტი აქვს, უპირატესად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ჰისტამინური და მუსკარინული რეცეპტორებისადმი გამოხატული აფინურობა ახასიათებთ.
Sedation: Some antipsychotics are very sedative, especially those with a high affinity for histamine and muscarinic receptors.
157789.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მაგალითად, ქლორპრომაზინი, ოლანზაპინი და კლოზაპინი.
For example, chlorpromazine, olanzapine, and clozapine.
157790.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
წონაში მატება მრავალი ტიპიური და ატიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატის მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტია.
Weight gain is an important side-effect of many typical and atypical antipsychotics.
157791.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
განსაკუთრებით დამახასიათებელია იმ წამლებისთვის, რომლებიც ჰისტამინისა და 5-HT<sub>2C</sub> რეცეპტორებს ბლოკავენ და ნაწილობრივ 5-HT<sub>2C</sub> რეცეპტორების გენეტიკურ ვარიაციასთან არიან დაკავშირებულნი.
Notably characteristic in drugs with histamine and 5-HT<sub>2C</sub> receptor blocking effects, and associated in part with genetic variation at the 5HT<sub>2C</sub> receptor.
157792.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მაგალითად, ოლანზაპინით სამი კვირის მკურნალობის შემდეგ წონაში საშუალო მატება 5 კგ-ია.
For example, 3 months of treatment with olanzapine increases weight on average by about 5 kg.
157793.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ატიპიური პრეპარატებიდან ამისულპირიდს, არიპიპრაზოლსა და რისპერიდონს ყველაზე ნაკლებად ახასიათებს წონაში მომატება.
Of the atypical antipsychotics, amisulpride, aripiprazole, and risperidone have less of a propensity to increase weight.
157794.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
II ტიპის შაქრიანი დიაბეტი ხშირად პრობლემური ხდება.
Type 2 diabetes mellitus often becomes concerning.
157795.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ბოლომდე ნათელი არ არის, ეს ანტიფსიქოზური მკურნალობითაა გამოწვეული, თუ დაკავშირებულია დაავადების ფაქტორებთან (მაგალითად, საერთო გენეტიკური წინაგანწყობა, ცხოვრების სტილი).
It is unclear to what extent it is actually caused by antipsychotics, rather than being related to illness factors (e.g. shared genetic predisposition, lifestyle).
157796.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
რისკი განსაკუთრებით მომატებულია კლოზაპინისა და ოლანზაპინის მიღებისას.
The risks are greatest with clozapine and olanzapine.
157797.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
კარდიოვასკულური რისკ-ფაქტორები.
Cardiovascular risk factors.
157798.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ანტიფსიქოზური პრეპარატების მიღება დაკავშირებულია კარდიოვასკულური და ცერებროვასკულური გართულებების მაღალ რისკთან, რაც ნაწილობრივ განპირობებულია მათი გავლენით წონის მატებაზე, ინსულინ-რეზისტენტობასა და დისლიპიდემიაზე.
Intake of antipsychotics have been associated with increased risks of cardiovascular and cerebrovascular events, in part via their influence on body weight and insulin resistance, and dyslipidaemia.
157799.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ასევე, საჭიროა ხანდაზმული პირებისთვის ანტიფსიქოზური წამლების დიდი სიფრთხილით დანიშვნა.
This includes the elderly, in whom antipsychotics should be prescribed with great caution.
157800.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ყველა ამ ფაქტორიდან გამომდინარე, კლინიცისტი ძალიან კარგად უნდა ერკვეოდეს ტიპიურ და ატიპიურ პრეპარატებსა და გვერდითი ეფექტების მიხედვით მათ შორის განსხვავებაში.
Taking these factors into account, the clinician should become thoroughly familiar with both typical and atypical drugs and the difference between them according to their side-effects.