მოიძებნა 669201 ჩანაწერი
158041.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
დილით ვექილების მცირე ჯგუფმა მომინახულა.
In the morning a small group of vakils called on me.
158042.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
„წარმოუდგენელია, შეძლოთ იმ საქმის გაკეთება, რისთვისაც ჩამოხვედით, თუ აქ დარჩებით (პროფესორ მალკანის ბინა იგულისხმა).“
'It is not possible, for you to do the kind of work you have come for, if you stay here (meaning Professor Malkani's quarters).
158043.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
„რომელიმე ჩვენგანთან უნდა დაბინავდეთ.“
'You must come and stay with one of us.'
158044.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
„გაიაბაბუ აქ განთქმული ვექილია.“
'Gaya Babu is a well-known vakil here.'
158045.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
„მისი სახელით გთხოვთ, მასთან გადახვიდეთ.“
'I have come on his behalf in invite you to stay with him.'
158046.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
„გამოგიტყდებით, მთავრობის ყველას გვეშინია, მაგრამ რითაც შევძლებთ, დაგეხმარებით.“
'I confess we are all afraid of Government, but we shall render what help we can.'
158047.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
„რაც რაჯკუმარ შუკლამ გიამბოთ, მეტწილად სიმართლეა.“
'Most of the things Rajkumar Shukla has told you are true.'
158048.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
„სამწუხაროა, რომ ჩვენი თავკაცები დღეს აქ არ არიან.“
'It is a pity our leaders are not here today.'
158049.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
„თუმცა, დეპეშა ორივეს - ბაბუ ბრაჯკიშორ პრასადსაც და ბაბუ რაჯენდრა პრასადსაც გავუგზავნე.“
'I have, however, wired to them both, Bapu Brajkishore Prasad and Babu Rajendra Prasad.'
158050.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
„გთხოვთ, წამობრძნდით გაია ბაბუსთან.“
'Pray come over to Gaya Babu's place.'
158051.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
ამ თხოვნაზე უარის თქმა არ შემეძლო.
This was a request that I could not resist.
158052.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
ბრაჯკიშორბაბუ დარბჰანგიდან ჩამოვიდა, ხოლო რაჯენდრაბაბუ - პურიდან.
Brajkishore Babu arrived from Darbhanga and Rajendra Babu from Puri.
158053.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
ბრაჯკიშორბაბუ აღარ იყო ის ბაბუ ბრაჯკიშორ პრასადი, ვისაც ლაქნოუდან ვიცნობდი.
Brajkishore Babu was not the Babu Brajkishore Prasad I had met in Lucknow.
158054.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
ამჯერად მან მორჩილებით, თავმდაბლობით, უბრალოებით, სიკეთითა და ბიჰარებისთვის დამახასიათებელი საოცარი რწმენით განმაცვიფრა.
He impressed me this time with his humility, simplicity, goodness and extraordinary faith, so characteristic of the Biharis.
158055.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
სასიამოვნო მოულოდნელობა გამოდგა ჩემთვის მის მიმართ გამოჩენილი ბიჰარი ვექილების პატივისცემაც.
The Bihar vakils' regard for him was an agreeable surprise to me.
158056.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
ბრაჯკი შორბაბუმ საქმის ვითარება გამაცნო.
Brajkishore Babu acquainted me with the facts of the case.
158057.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
მას წესად ჰქონდა ღარიბი მოიჯარეების სასამართლო საქმეების აღება.
He used to be in the habit of taking up the cases of the poor tenants.
158058.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
„საქმეების გაცნობის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, — ვთქვი მე, — რომ სასამართლოს აღარ უნდა მივმართოთ.“
'Having studied these cases,' said I, 'I have come to the conclusion that we should stop going to law courts.'
158059.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
„ვერ დავმშვიდდებით, ვიდრე ბიჰარში ტინკათიას არ მოვსპობთ.“
'We cannot sit still until we have driven tinkathia out of Bihar.'
158060.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
ბრაჯკიშორბაბუმ იშვიათი სიმშვიდე გამოავლინა.
I found Brajkishore Babu exceptionally cool-headed.