მოიძებნა 669201 ჩანაწერი
158021.
განდი | ნაწილი V, თავი XII
„გთხოვთ, იქ ერთი დღით მაინც ჩახვიდეთ,“ – მთხოვა მან.
'Please give a day,' he insisted.'
158022.
განდი | ნაწილი V, თავი XII
„გთხოვთ, ამჯერად მაპატიოთ, მაგრამ გპირდებით, რომ ჩავალ,“ — ვუთხარი მე.
'Pray excuse me this time. But I promise that I will come,' said I.
158023.
განდი | ნაწილი V, თავი XII
აშრამში დავბრუნდი.
I returned to the Ashram.
158024.
განდი | ნაწილი V, თავი XII
„გევედრებით, ახლავე დამითქვით დღე,“ – მთხოვა მან.
'Pray fix the day now', he asked.
158025.
განდი | ნაწილი V, თავი XII
„კეთილი, — მივუგე მე, - ამა და ამ დღეს კალკუტაში უნდა ვიყო, იქ დამხვდით.“
'Well,' said I, 'I have to be in Calcutta on such and such a date, come and meet me then.'
158026.
განდი | ნაწილი V, თავი XII
წარმოდგენაც კი არ მქონდა, სად უნდა ჩავსულიყავი, რა უნდა მექნა და მენახა.
I did not know where I was to go, what to do, what things to see.
158027.
განდი | ნაწილი V, თავი XII
ასე აღმოვჩნდი ამ უწიგნური, გაუნათლებელი, მაგრამ შეუპოვარი მიწათმოქმედის ტყვეობაში.
Thus this ignorant, unsophisticated but resolute agriculturist captured me.
158028.
განდი | ნაწილი V, თავი XII
მოკლედ, 1917 წლის დასაწყისში კალკუტიდან ჩამპარანში გავემგზავრეთ. ორივე გლეხებს ვგავდით.
So early in 1917, we left Calcutta for Champaran, looking just like fellow rustics.
158029.
განდი | ნაწილი V, თავი XII
პატნაში ნამყოფი არ ვიყავი.
This was my first visit to Patna.
158030.
განდი | ნაწილი V, თავი XII
სადავეები თავად უნდა ამეღო ხელში.
I must take the reins in my own hands.
158031.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
კეთილშობილი ბიჰარები.
THE GENTLE BIHARI.
158032.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
მაულანა მაზჰარულ ჰაკი ლონდონში გავიცანი.
I knew Maulana Mazharul Haq in London.
158033.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
ის იქ ადვოკატურისთვის ემზადებოდა.
He was studying for the bar there.
158034.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
მან მაშინვე მომაკითხა თავისი მანქანით და დაჟინებით მთხოვა, მისი მასპინძლობა მიმეღო.
He immediately came in his car, and pressed me to accept his hospitality.
158035.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
მადლობა გადავუხადე და ვთხოვე, როგორმე დამხმარებოდა დანიშნულების ადგილამდე პირველივე მატარებლით გამგზავრებაში.
I thanked him and requested him to guide me to my destination by the first available train.
158036.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
მირჩია, ჯერ მუზაფარპურში წავსულიყავი.
He suggested that I should first go to Muzaffarpur.
158037.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
იმ დროს მუზაფარპურში იმყოფებოდა პროფესორი კრიპალანი.
Principal Kripalani was then in Muzaffarpur.
158038.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
მას დეპეშით ვაცნობე ჩემი ჩასვლის შესახებ და, მიუხედავად იმისა, რომ მატარებელი იქ შუაღამისას ჩავიდა, სტუდენტების უზარმაზარ ჯგუფთან ერთად სადგურზე დამხვდა.
I had sent a telegram informing him of my arrival, and he met me at the station with a crowd of students, though the train reached there at midnight.
158039.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
საკუთარი ბინა არ ჰქონდა, პროფესორ მალკანისთან ცხოვრობდა.
He had no rooms of his own, and was staying with Professor Malkani.
158040.
განდი | ნაწილი V, თავი XIII
პროფესორი კრიპალანი ბიჰარის, განსაკუთრებით კი ტირჰუტის ადმინისტრაციული რაიონის, უიმედო მდგომარეობაზე მესაუბრა და ამით ჩემი ამოცანის სირთულე კარგად წარმომადგენინა.
Professor Kripalani spoke to me about the desperate condition of Bihar, particularly of the Tirhut division and gave me an idea of the difficulty of my task.