მოიძებნა 669201 ჩანაწერი
161681.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 14, დემენცია, დელირიუმი და სხვა ფსიქიკური აშლილობები
დახურულ ქალა-ტვინის ტრავმების უმეტესობას იწვევს გარეგანი ძალის ამაჩქარებელი ან დამამუხრუჭებელი მოქმედება.
The vast majority of closed head injuries are due to acceleration and deceleration outer forces.
161682.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 14, დემენცია, დელირიუმი და სხვა ფსიქიკური აშლილობები
რამდენიმე წამით გონების დაკარგვის მიზეზად მიიჩნევენ ტვინის ღეროში ქოლინერგული ტრანსმისიის შეფერხებას.
The reason for loss of consciousness for a few seconds it is thought to be due to disruption of cholinergic transmission in the brainstem.
161683.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 14, დემენცია, დელირიუმი და სხვა ფსიქიკური აშლილობები
უფრო მძიმე დაზიანების შემთხვევაში ვხედავთ შემდეგ ძირითად პათოლოგიურ პროცესებს: დარტყმის შედეგად ჰემორაგიული უბნების განვითარებას, დიფუზურ აქსონურ დაზიანებებსა და დესტრუქციულ ცვლილებებს თეთრ ნივთიერებაში.
With more severe injuries there are two main pathological events: haemorrhagic areas of damage, and diffuse axonal injury and shearing in white matter.
161684.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 14, დემენცია, დელირიუმი და სხვა ფსიქიკური აშლილობები
ეს ფაქტორები განსაზღვრავს კომის ხანგრძლივობას.
These factors contribute to coma duration.
161685.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 14, დემენცია, დელირიუმი და სხვა ფსიქიკური აშლილობები
სხვა გართულებები მოიცავს ექსტრა და სუბდურულ ჰემორაგიებსა და ანოქსიას.
Other complications include extra- and subdural haemorrhage and anoxia.
161686.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 14, დემენცია, დელირიუმი და სხვა ფსიქიკური აშლილობები
ზოგ შემთხვევაში ხდება β-ამილოიდის ჩალაგება გარკვეულ უბნებში, რითაც შესაძლოა აიხსნას კავშირი ქალა-ტვინის ტრავმას, ალცჰაიმერის დაავადებასა და მოკრივეების დემენციას შორის.
Deposition of βamyloid occurs in some cases, which may explain the link seen between head injury, Alzheimer’s disease, and dementia pugilistica.
161687.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 14, დემენცია, დელირიუმი და სხვა ფსიქიკური აშლილობები
გარკვეული მონაცემების თანახმად, აპოლიპოპროტეინის გენოტიპი ზრდის სიკვდილის ან კოგნიტური დაქვეითების რისკს ქალა-ტვინის ტრავმის შემდეგ.
According to some evidence the apolipoprotein genotype increases the risk of death or cognitive deficits after head injury.
161688.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 14, დემენცია, დელირიუმი და სხვა ფსიქიკური აშლილობები
მწვავე ფსიქოლოგიური შედეგები.
Acute psychological effects.
161689.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 14, დემენცია, დელირიუმი და სხვა ფსიქიკური აშლილობები
გახანგრძლივებულ დელირიუმს შეიძლება თან ახლდეს გარდამავალი კონფაბულატორული მდგომარეობა.
Prolonged delirium may be accompanied by a transient confabulatory state.
161690.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 14, დემენცია, დელირიუმი და სხვა ფსიქიკური აშლილობები
ზოგჯერ ვითარდება ცრუ შეცნობების ბოდვითი იდეები ან რედუპლიცირებული პარამნეზია.
Occasionally, delusional misidentification or reduplicative paramnesia is developed.
161691.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 14, დემენცია, დელირიუმი და სხვა ფსიქიკური აშლილობები
მაგალითად, სტაციონარის თანამშრომელს პაციენტი თავის ძველ მეგობრად მიიჩნევს ან თვლის, რომ განყოფილება, შორეულ ქალაქში არსებული სხვა დაწესებულების ასლია.
For example, patient considers ward staff as an old friend, or believes that the ward is a duplicate of another ward in a distant town.
161692.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 14, დემენცია, დელირიუმი და სხვა ფსიქიკური აშლილობები
ხშირია სექსუალური ან ქცევითი აგზნება და განმუხრუჭება, რაც შეიძლება რამდენიმე დღე ან კვირა გაგრძელდეს.
Sexual agitation and disinhibition are common, which may last days or weeks.
161693.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 14, დემენცია, დელირიუმი და სხვა ფსიქიკური აშლილობები
ქრონიკული ფსიქოლოგიური შედეგები.
Chronic psychological effects.
161694.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 14, დემენცია, დელირიუმი და სხვა ფსიქიკური აშლილობები
ორივე სახის - როგორც პირველადი, ასევე მეორადი დაზიანებები მთელ რიგ ნევროლოგიურ და კოგნიტურ დარღვევებს იწვევს.
Both types - primary, as well as, secondary damage cause whole other neurological and cognitive disorders.
161695.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 14, დემენცია, დელირიუმი და სხვა ფსიქიკური აშლილობები
თავის ტვინის შეშუპება და ქალაშიდა წნევის მომატება.
Brain swelling and raised intracranial pressure.
161696.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 14, დემენცია, დელირიუმი და სხვა ფსიქიკური აშლილობები
მდგომარეობის გრძელვადიანი პროგნოზი დამოკიდებულია პრემორბიდულ პიროვნულ მახასიათებლებზე, ოკუპაციურ უნარებზე, სოციალური თანადგომის არსებობასა და კომპენსატორულ მექანიზმებზე.
The long-term prognosis of the state depends on the premorbid personality traits, occupational attainment, availability of social support, and compensation issues.
161697.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 14, დემენცია, დელირიუმი და სხვა ფსიქიკური აშლილობები
ტრავმის შემდეგ ზოგჯერ პოსტტრავმული ეპილეფსია ვითარდება, რაც შესაძლოა დამატებითი სერიოზული დაზიანებების მიზეზი გახდეს და მნიშვნელოვნად გაართულოს მდგომარეობა.
Post-traumatic epilepsy may develop post-injury, which may become a factor for more serious injury and significantly complicate the state.
161698.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 14, დემენცია, დელირიუმი და სხვა ფსიქიკური აშლილობები
ქალა-ტვინის ტრავმის შემდეგ სუიციდის რისკი სამჯერაა გაზრდილი.
The risk of suicide is increased threefold after head injury.
161699.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 14, დემენცია, დელირიუმი და სხვა ფსიქიკური აშლილობები
თავის ტვინის შერყევის შემდგომი სინდრომი.
Post-concussional syndrome.
161700.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 14, დემენცია, დელირიუმი და სხვა ფსიქიკური აშლილობები
ქალა-ტვინის ტრავმის შემდეგ ბევრი პაციენტი აღწერს სიმპტომთა ჯგუფს, რომელიც პოსტ-კონტუზიური სინდრომის სახელითაა ცნობილი.
After head injury, many patients describe a group of symptoms known as the post-concussional syndrome.