მოიძებნა 668068 ჩანაწერი
17121.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ქართლში ველის სახელი „ტირიფონი“ (ტირიფან-ა) ნაწარმოებია ამ ჭანური –ონ სუფიქსით.
those of alder, or some other) … In Kartli, the name of the valley “Tiriponi” (Tiripan-a) is derived from this Chan –on suffix.
17122.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
მეგრულში ამ –ონ სუფიქსს ფართო გავრცელება უნდა ჰქონოდა;
In Megrelian this -on suffix must have been widely spread;
17123.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
საკუთარ სახელებში მისი ხმარება ამის სასარგებლოდ ლაპარაკობს“.
Its use in proper nouns speaks in favor of this”.
17124.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ამრიგად, ჭანური წარმოშობის –ონ’ი, რომლის „მაგივრობას ქართულში –იან და –იერ მაწარმოებლები ეწევა; უფრო იშვიათად კი:
Thus, the -on of Chan origin “which is replaced in the Georgian language by the –ian and – ier derivatives, and more seldom as:
17125.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
-ოსანი და –ოვანი (მაგალ. მანდილ-ოსანი; სახელ-ოვანი)“, ძირითადად ქონების გამომხატველი მაწარმოებელია და მისი გავრცელების არეალად, ბუნებრივია, რომ უპირველესად ჭანური, ხოლო შემდეგ მეგრულენოვანი ტერიტორიებია სავარაუდებელი.
-osani and – ovani (e.g. mandil-osani (lady); saxel-ovani (celebrated)”, mainly are derivatives expressing property and the area of its spread, naturally are to be supposed first the Chan and then the Megrelian territories.
17126.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ამავე –ონ მაწარმოებლის ენობრივ ვარიანტად მიჩნეულია –უნ-ი (თხირეფ-უნ-ა - სათხილე, ბინეხეფ-უნ-ა - სავენახე...).
Of this – on derivative linguistic version– un-i is considered (tkhirep-un-hazel-nut grove, binekhep- un- a (vineyard plot…).
17127.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ფაქტია, რომ ზემოთ დასახელებულ ნიშანთა ქართულ შესატყვისს –ან ფორმანტი წარმოადგენს, რომელიც, ჩვეულებრივ, სხვა მაწარმოებლებს შერწყმული (ი[ვ]-ან: სოლომონ-ი[ვ]-ან-ი; ოვ-ან: სხლ-ოვ-ან-ი და მისთანანი) ქონა-ყოლის გამომხატველ მორფოლოგიურ ნიშნად ფიქსირდება.
The fact is that the Georgian equivalent of the above noted markers is – an formant which, usually merged with other derivatives (i[v]-an: Solomon-i{v]-an-i; ov-an; sxl-ov-an-i and the like) is attested as a morphological marker expressing having smth., smbd.
17128.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ს. ჯანაშია –ონ, -უნ, -იან, -ოვან და სხვ. აფიქსთა ფუნქციის განსაზღვრისათვის ს.ჯანაშია შენიშნავს:
In determining the function of -on, -un, -ian, -ovan, and other affixes, S.Janashia notes that:
17129.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
„თვისებისა და წარმოშობის, წარმომავლობის, ნიშანთა გარჩევა ზოგჯერ ჭირს, ან პირველი მეორის შედეგია.
“sometimes it is difficult to distinguish the markers of property and origin, provenance, or whether the former is the result of the latter.
17130.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ამიტომ ესევე სუფიქსი წარმოშობასა და წარმომავლობას აღნიშნავს.
That is why this suffix points both to the origin and provenance.
17131.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
სუფიქსის ამ მნიშვნელობის განვითარებას უთუოდ ხელს უწყობდა მისი პატრონომისტიკული ფუნქცია, როდესაც კრებითობის ფორმანტი იმავე დროს რეალურად საერთო წარმოშობაზეც მიუთითებდა“.
The development of this meaning of the suffix was surely assisted by its patronymic function, when the formant of multiplicity at the same time pointed actually to the (common) origin”.
17132.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
-ივ//-ოვ და -ან ფორმანტებიანი ფორმები აღმოსავლურქართულის კუთვნილი წარმოებებია, რასაც ვერ ვიტყვით –ონ-იან ფორმებზე.
The –iv//-ov and –an formant forms are East Georgian proper derivatives which we can’t say about –on forms: material of the Georgian language reveals that the Chan – on managed to become established in the Iberian language of this part, too, (we shall refrain from specifying the dialect, though this process must not have been easy.
17133.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ქართული ენის მასალა ცხადყოფს, რომ ჭანური –ონ’ი აქეთა იბერიულ ენაშიც (დიალექტთა დაკონკრეტებისაგან თავს შევიკავებთ) ახერხებს დამკვიდრებას, თუმცა ეს პროცესი იოლი არ უნდა ყოფილიყო. -ონ მორფოლოგიური ფორმანტი ქართულ სალიტერატურო ენაშიც აღწევს და შეიმჩნევა ისეთ სიტყვებში, როგორებიცაა:
The –on morphological formant reaches the Georgian literary language too and is noticed in such words, as:
17134.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
„ივერ-ონ-[ი]“, „პეტრიწ-ონ-[ი]“, „მაწ-ონ-[ი]“, ისტორიულ ტოპონიმში - „კრკ-ონ-[ი]“ და სხვა.
“Iver-on-[i]”, “Petrits-on-[i]”, “mats-on-[i]”, in the historical toponym – “Krk-on-[i]”, etc.
17135.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ამასთან იგი შერწყმულ-მიერთებულია –ივ ქონა-ყოლის სემანტიკის მქონე მორფემას და გვაძლევს –ი[ვ]-ონ კომბინაციას ისევე, როგორც ეს –ი[ვ]-ან და –ოვ-ან ნიშნებთან გვაქვს (აფიქსთა სხვადასხვა ქართველური ენიდან წარმომავლობა ხელს არ უშლის მათ, ერთნაირად მოიქცნენ, ანუ ერთსა და იმავე პროცესს დაჰყვნენ);
Besides, it is merged and attached to –iv morpheme having the semantics of having smth/smbd. And gives the –i[v]-on combination in the way as we have it with –i[v] –an and –ov-an markers (origination of affixes from various Kartvelian languages does not prevent them from behaving equally, i.e. to obey one and the same process);
17136.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
მაგალითად: შატილ-ი[ვ]-ონ-ი (შატილელთა ერთობა), ბახტრ-ი[ვ]-ონ-ი (ისტორიული ციხე-სიმაგრე, თუმცა აქაც ეტიმოლოგიურად ადამიანების, ჯარის, ციხეში მცხოვრებთა ერთიანობაა საგულისხმებელი) და სხვ.
e.g.: Shatil-i[v]-on-i (the Shatilians unity), Bakhtr-i[v]-on-I (the historical fortress, though here, too, the etymological unity of people, army, residents of the fortress), etc. is implied.
17137.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ნათქვამიდან ცხადი ხდება, რომ ქართველურ ენებში –ონ //-უნ // -ან აფიქსებს დიაქრონიულად ორი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ჰქონდათ:
From the foregoing it becomes clear that in the Kartvelian languages the -on // -un // -an affixes diachronically had two most important functions:
17138.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
პირველი ქონა-ყოლისა და, აქედან გამომდინარე, წარმომავლობის გამოხატვის უნარი იყო და მეორე, რომელიც პირველის თანმხლებ ფუნქციას წარმოადგენდა, ე. წ. კრებითობის, მსგავს საგანთა სიმრავლის ჩვენების მორფოლოგიური დისტრიბუციის ძალაში მდგომარეობდა.
the first was to have smth., and consequently the capacity of expressing the provenance, and the second, which was an accompanying function of the first, so-called gathering, concsisting in the power of demonstrating morphological distribution of the multiplicity of similar subjects.
17139.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
თუ ქართველური ენების ლოგიკას გავყვებით და ამაძ-ონ’ში იმავე –ონ’ს ამოვიკითხავთ, გამოდის, რომ საქმე საერთო წარმომავლობის კრებულთან, სიმრავლესთან, ერთობასთან გვაქვს.
If we follow logic of the Kartvelian languages and decipher in Amadz-on the same on, it follows that we are dealing with a collection of common origin, multiplicity, unity.
17140.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
(შდრ. ივერ-ონ-ი = ივერთა [იბერთა] კრებულის აღნიშვნის ფუნქციით; ივერიელთა სავანე).
(cf. Iver-on-i = having the function of indication of an assembly of Ivers [Ibers]; cloister of Iberians).