მოიძებნა 668068 ჩანაწერი
17061.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ამაზონთა მითიური წარმომავლობის შესახებ მსჯელობას პირველად სტრაბონთან ვხვდებით.
We first came across a discussion of the mythical origin of the Amazons with Strabo.
17062.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
მას ეჭვი შეაქვს ამაძონელთა ისტორიების რეალობაში, ამბები მათ შესახებ მითიური წარმოდგენების შედეგი ჰგონია, ამიტომაც საკმაოდ ვრცელ მსჯელობას მიუძღვნის და დაწერს:
He questions the reality of the histories of the Amadzons, he thinks that the stories about them are the result of mythical conceptions of them, and that is why he devotes to it an extensive discussion and writes:
17063.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
„ამაძონთა შესახებ მოთხრობას თავისებურება ახასიათებს, სხვა [ამბებს] მითიური და ისტორიული მხარეები გამიჯნული აქვთ: ძველს, ტყუილსა და საკვირველს მითები ეწოდება, ხოლო ისტორიას ესაჭიროება ჭეშმარიტება, ძველი იქნება თუ ახალი, ხოლო საკვირველი ან არ გააჩნია ან მეტისმეტად ცოტა: ამაძონთა შესახებ ერთსა და იმავეს ამბობენ ეხლადაცა და ძველადაც, საკვირველსა და სარწმუნოსაგან დაშორებულს.
“There is a peculiarity in the history of the Amazons. In other histories the fabulous and the historical parts are kept distinct. For what is ancient, false, and marvellous is called fable. But history has truth for its object, whether it be old or new, and it either rejects or rarely admits the marvellous. But, with regard to the Amazons, the same facts are related both by modern and by ancient writers; they are marvellous and exceed belief.
17064.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ვინ დაიჯერებს, მაგალითად, რომ ქალთაგან შედგა ლაშქარი ან ქალაქი ან ტომი, კაცების გარეშე?
For who can believe that an army of women, or a city, or a nation, could ever subsist without men?
17065.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
და არა მხოლოდ შედგა, არამედ ლაშქრობდნენ კიდეც სხვათა ქვეყანაზე და იპყრობდნენ არა მხოლოდ მახლობელ [ქვეყნებს], ისე რომ აღწევდნენ ეხლანდელ იონიამდე, არამედ ზღვით გზავნიდნენ ლაშქარს ატიკამდე?
and not only subsist, but make inroads upon the territory of other people, and obtain possession not only of the places near them, and advance even as far as the present Ionia, but even despatch an expedition across the sea to Attica?
17066.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ეს იმასა ჰგავს, ვინმემ რომ თქვას, მაშინდელი მამაკაცები ქალები იყვნენ, ხოლო ქალები - მამაკაცებიო.
This is as much as to say that the men of those days were women, and the women men.
17067.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
თუმცა ამასვე მოგვითხრობენ ეხლა [ამაძონთა] შესახებ. თავისებურება [ამბებისა] უფრო სჯერათ, ვიდრე ახლანდელისა“.
But even now the same things are told of the Amazons, and the peculiarity of their history is increased by the credit which is given to ancient, in preference to modern, accounts.
17068.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ამგვარად, ფაქტია, რომ ავტორისათვის ამაზონთა მითიურობა გაცილებით მისაღებია, ვიდრე მათში ისტორიულად რეალური ერთობის დანახვა.
Thus the fact is that for the author the mythic character of the Amazons is much more acceptable than to see historically real unity in them.
17069.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ჩვენი აზრით, ამისი მიზეზი თავად ისტორიის სიგრძეში ინახება.
In my opinion the reason for this is found in the length of the history itself.
17070.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ვგულისხმობთ იმას, რომ ბერძენ გეოგრაფოს ამაზონთა ამბებისა და მათივე რეალობისაგან სულ მცირე ერთი ათასწლეული და მხატვრული თუ ზეპირი იმპროვიზაციები აშორებს, რომლებიც „გალამაზებული“ სახით აღწევენ წყაროს შემდგენლამდე.
I mean the fact that the Greek geographer is distanced from the Amazons’ stories and their reality by at least a millennium and literary or oral improvisations, which reach the compiler of the source in embellished form.
17071.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ასეთ შემთხვევაში ალბათ, მართლაც ძნელია ეჭვმიუტანლად ირწმუნო ამბების სისწორე!
In such a case it must be really difficult to believe without doubt the truth of the stories!
17072.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
მაგრამ მაინც... მიუხედავად ამგვარი შეფასებისა, მსოფლიო გეოგრაფოსს უჭირს გვერდი აუაროს ადრეულ ცნობებს, პომპეუსის თანამოლაშქრის - თეოფანეს - წყაროს გაიმეორებს და ამაძონების სახლობას „ალბანიის ზემოთ მთებში“ წარმოიდგენს;
But still, in spite of such an appraisal for the world geographer it is not easy to bypass the earlier reports, he repeats the source of Pompey’s fellow-warrior – Theophanes – and imagines the residence of the Amadzons “in the mountains above Albania”;
17073.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
აქვე, სხვა წყაროებზე დაყრდნობით, რომლის მაინცადამაინც თვითონ არ სჯერა, გვეტყვის: „[ამაძონები] გარგარეველების მეზობლად ცხოვრობენ კავკასიონის მთის ფერდობებზე ჩრდილოეთისაკენ“-ო და მათ დახასიათებას საგულდაგულოდ შეუდგება:
Here, based on other sources, which he himself does not believe strongly he says: “[the Amazons bordered upon the Gargarenses on the north, at the foot of the Caucasian mountains, which are called Ceraunia. When at home they are occupied in performing with their own hands the work of ploughing, planting, pasturing cattle, and particularly in training horses.
17074.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
„უმამაცესნი [ამაძონთა შორის] ცხენებზე შემსხდრები ეწევიან მონადირეობას და ვარჯიშობენ საომარ [საქმიანობაში]...
The strongest among them spend much of their time in hunting on horseback, and practise warlike exercises.
17075.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
მათ აქვთ ორი გამორჩეული თვე გაზაფხულისა, როდესაც ადიან მახლობელ მთაზე, რომელიც საზღვრავს მათ გარგარეველებისაგან. [გარგარეველებიც] ადიან [მთაზე] ძველი ჩვეულების მიხედვით, მსხვერპლს სწირავენ ერთად და აქვთ ურთიერთობა ქალებთან შვილების გაჩენის მიზნით უჩინრად, სიბნელეში, ყოველ [მამაკაცს] ყოველ [ქალთან] შემთხვევით და რომ დააორსულებენ [ქალებს], გაუშვებენ მათ.
They pass two months of the spring on a neighbouring mountain, which is the boundary between them and the Gargarenses. The latter also ascend the mountain according to some ancient custom for the purpose of performing common sacrifices, and of having intercourse with the women with a view to offspring, in secret and in darkness, the man with the first woman he meets. When the women are pregnant they are sent away.
17076.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ამაძონები, თუ მდედრობითი სქესის ბავშვები დაიბადება, თავისთვის იტოვებენ, ხოლო მამრობითი - მიჰყავთ [გარგარეველებთან] აღსაზრდელად.
The female children that may be born are retained by the Amazons themselves, but the males are taken to the Gargarenses to be brought up.
17077.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
თითოეული [გარგარეველი] ისაკუთრებს თითოეულ [ბავშვს], რომელსაც თვლის თავის ვაჟად იმიტომ, რომ არ იცის [სინამდვილე]“.
The children are distributed among families, in which the master treats them as his own, it being impossible to ascertain the contrary”.
17078.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
ნათელია, რომ ამაზონთა შესახებ სტრაბონის მიერ მოწოდებულ თხრობაში ავტორის მცირეოდენი დაბნეულობა იგრძნობა – ერთ მხარეს ისტორიულად გადასხვაფერებული ამბები დგას, ხშირად საეჭვო, რამდენადმე მითიურიცა და არასარწმუნოც (ზოგი, ალბათ, იმიტომ, რომ ბერძნულ კულტურას ის მნიშვნელოვნად არის დაცილებული - სტრაბონს არც „უკაცო“ საზოგადოებისა და არც ქალთა მეომრობისა არ სჯერა!), მაგრამ მეორე მხარეს ადრეული ეპოქების მაჯისცემა იგრძნობა, მყარად ჩამოყალიბებული მატრიარქალური თემის ცხოვრების წესი ფეთქავს:
It is clear that in Strabo’s narration a slight confusion of the author is felt – on the one hand there are the historically altered stories, frequently doubtful, somewhat even mythic and unbelievable (some, probably because it has been considerably separated from Greek culture– Strabo does not believe either in “manless” society, or the women- warriors!), but on the other hand the pulse of earlier times is felt, that of the rule of life of firmly established matriarchal community:
17079.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
„სხვა დროს თავისთვის არიან, თვითონ მუშაობენ, ხნავენ, რგავენ მცენარეებს, [უვლიან] საძოვრებს და განსაკუთრებით კი ცხენებს, ხოლო უმამაცესნი [ამაძონთა შორის] ცხენებზე შემსხდრები ეწევიან მონადირეობას და ვარჯიშობენ საომარ [საქმიანობაში]“ .
“Other time they are for themselves, work, plough, plant the plants themselves, [look after] pastures and especially the horses, and the bravest [among the Amadzons] ridding on horse-back are occupied by hunting and training in war [activities]”.
17080.
ქართველოლოგი | ტომი 18, ამაზონთა სახელდების საკითხისათვის (ეტიმოლოგიური ძიება)
II საუკუნის ბერძენი მწერალი - აპიანე, რომელიც იმავდროულად რომის მოქალაქეც იყო, პომპეუსის იბერიაში ლაშქრობის შესახებ მოგვითხრობს (ქართლის მეფე - არტოკე//არტაგი) და „ამაძონების“ შესახებ გვეტყვის:
A Greek writer of the 2nd century – Appian who at the same time was a citizen of Rome, tells us about Pompey’s campaign in Iberia (The King of Kartli – Artoke//Artaga) and “Amadzons”: