მოიძებნა 668068 ჩანაწერი
17401.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
ა. ხინთიბიძის აზრით, სილაბურობა ქართული ლექსის საყრდენია და ტრადიციული, ეროვნული ვერსიფიკაცია, თანამედროვე ლექსთან ერთად, ამ პრინციპს იცავს.
In A.Khintibidze’s view syllabic system is the foundation of the Georgian verse and traditional national versification together with modern verse defends this principle.
17402.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
მარცვალთა რაოდენობის თანაბრობა ან კანონზომიერი მონაცვლეობა, რეგულირებული მუხლედოვანება და აშკარად გამოკვეთილი ცეზურა, რომელიც მახვილის ფუნქციას ასრულებს სილაბურ ლექსში.
The equal number of syllables or regular alternation regulated knees and clearly expressed caesura which fulfills the function of the stress in a syllabic verse.
17403.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
ვერლიბრი (თავისუფალი ლექსი) კი სწორედ იმიტომ არის თავისუფალი, რომ ანგარიშს არ უწევს ქართული ლექსისათვის აუცილებელ სილაბურ წესრიგს.
Free verse (or vers libre) is free just because it neglects syllabic order obligatory to Georgian verse.
17404.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
თუმცა, ა. ხინთიბიძე, რა თქმა უნდა, უყურადღებოდ არ ტოვებს იმ ფაქტსაც, რომ აქცენტური ენების მოძალების გამო, ქართულ ლექსს სილაბურ-ტონური ლექსწყობის გავლენაც ეტყობა.
However, A.Khintibidze, of course, does not ignore the fact that due to the reinforcement of the accentual languages, Georgian verse experiences the influence of syllabo-tonic versification too.
17405.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
XVIII საუკუნეში ეს ზემოქმედება, უპირველესად, დავით გურამიშვილის ლექსის რიტმსა და საზომებში აისახა, ხოლო XX ს. ქართული ლექსი ზოგჯერ აშკარად ამჟღავნებს მახვილთა მოწესრიგების ტენდენციას.
In the 18<sup>th</sup> century this influence is in the first place reflected in the rhythm and metres of David Guramishvili’s verses and twentieth-century Georgian verse sometimes vividly manifests the tendency to the arrangement of stresses.
17406.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
პრობლემები, რომლებიც ქართული ლექსმცოდნეობის მკვლევართა ნაშრომებში დამუშავდა სამი საუკუნის განმავლობაში, მრავალმხრივია:
The issues treated in the works of Georgian researchers in versification in the course of three centuries are multifaceted:
17407.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
ლექსის სტრუქტურის საკითხები (მახვილი, მეტრი და რიტმი, რითმა, სტროფიკა, ლექსის საზომი და სახეობა, ცეზურა, გადატანა, ევფონია, ინტონაცია, ხალხური ლექსწყობა), ქართული ლექსის ბუნება და მისი კვლევის ზოგადი მეთოდოლოგია, კვლევის მეთოდები (შედარებითი მეტრიკა, ექსპერიმენტული ანალიზი, სტატისტიკური მეთოდი, ფსიქოლოგიური კვლევა, ლექსმცოდნეობა და ტექსტოლოგია), პოეტური ოსტატობის საკითხები; ქართული რითმის, ვერლიბრის, სონეტის, გალაკტიონ ტაბიძის სახეობრივი აზროვნების უნიკალურობის წარმოჩენა.
Issues of the structure of the verse (stress, metre and rhythm, rhymn, stanzaic prosody, verse metre and type, caesura, enjambment, euphony, intonation, folk versification), nature of Georgian verse and general methodology of its research, research methods (comparative metrics, experimental analysis, statistical method, psychological research, prosody and textology), issues of poetic masterly; Georgian rhythm, free verse, sonnet, demonstration of the universality of Galaktion Tabidze’s tropologic thinking.
17408.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
ქართული ლექსის კვლევა, პირობითად, ორ ეტაპად იყოფა: XVIII-XIX ს.ს. 30-იან წლებამდე და XX ს. 30-იანი წლებიდან დღემდე.
Study of Georgian verse is conventionally divided into two stages: from the 18<sup>th</sup> to the thirties of the 19<sup>th</sup> century and from the thirties of the 20<sup>th</sup> century to the present day.
17409.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
ქართული ლექსის კვლევის პირველ ეტაპზე უპირატესი ადგილი ეკავა შაირის მეტრის დახასიათებას, სასკოლო მეტრიკის საფუძველზე მასში ტერფების ძიებასა და შესაბამისი სქემების შედგენას, მაგრამ რუსთაველის ლექსთან დაკავშირებით უკვე XIX ს. ბოლოს გამოიკვეთა ორი დაპირისპირებული თვალსაზრისი ქართული ლექსის ბუნების თაობაზე.
At the first stage of the research into Georgian verse predominant place was given to characterization of shairi metre, search for feet in it on the basis of school metrics and making appropriate schemes but in connection with Rustaveli’s verse, two opposing views concerning the nature of the Georgian verse were singled out already at the end of the 19<sup>th</sup> century.
17410.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
კ. დოდაშვილის ვრცელ საგაზეთო ნარკვევში რითმა პირველად იქნა განხილული პროფესიულ დონეზე.
In Kote Dodashvili’s extensive newspaper essay for the first time rhyme was considered on a professional way.
17411.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
მოგვიანებით კი გაიმართა დისკუსია რითმის თაობაზე, დაიწყეს პოლემიკა სონეტსა და ვერლიბრზე.
And later the discourse on rhyme was arranged, polemics on sonnet and free verse started.
17412.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
XIX ს. 40-იანი წლებიდან იწყება მსჯელობა ქართველ პოეტთა ვერსიფიკაციაზე (მარი ბროსეს მითითება წერილში დავით გურამიშვილის სალექსო ტექნიკაზე).
From the forties of the 19<sup>th</sup> century the discussion on versification of Georgian poets started (Marie Brosset’s remark in the letter on David Guramishvili’s verse technique).
17413.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
ქართველ პოეტთა ვერსიფიკაციაზე მსჯელობა მათი ახალგამოცემული კრებულების მიხედვით უფრო ხშირად ილია ჭავჭავაძის ,,ივერიასა” და XIX ს. 80-90-იანი წლების პრესაში გვხვდება.
The discussion on versification of Georgian poets according to their newly published collections is found more frequently in Ilia Chavchavadze’s “Iberia” and in the press of the eighties-nineties of the 19<sup>th</sup> century.
17414.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
რეცენზეტები აანალიზებენ: დ. გურამიშვილის, ბესიკის, ა. ჭავჭავაძის, გ. ორბელიანის, რ. ერისთავის, ილიას, აკაკის შემოქმედებას, ქართულ ენაზე თარგმნილ რუს და უცხოელ პოეტთა კრებულებს.
The reviewers analyzed the creative works by D.Guramishvili, Besiki, A.Chavchavadze, G.Orbeliani, R.Eristavi, Ilia, Akaki, anthologies of Russian and foreign poets translated into Georgian language.
17415.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
XX ს. 10-იანი წლებიდან პოეტთა ახალგამოსული კრებულების განხილვისას მსჯელობენ ლექსის ევფონიაზე, რიტმსა და მეტრზე, რითმაზე, პოეტური ხერხებისა და ლექსის საზრისის ურთიერთკავშირზე.
From the tenth of the 20<sup>th</sup> century during consideration of newly published anthologies they discuss verse euphony, rhythm and metre, rhyme, interrelation of poetic devices and essence of the verse.
17416.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
ს. გორგაძის მონოგრაფიამ ,,ქართული ლექსი” ერთგვარად შეაჯამა ყოველივე ის, რაც ქართულ პოეტიკაში ორი საუკუნის განმავლობაში გაკეთდა.
Sergi Gorgadze’s monograph “Georgian Verse” is a kind of summary of what had been done in Georgian poetics for two centuries.
17417.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
ს. გორგაძემ ქართული ვერსიფიკაციის პირველი, დასრულებული სისტემატური კურსი შექმნა;
S.Gorgadze created the first completed systematic course of Georgian versification;
17418.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
მკვლევარმა თავისი წვლილიც შეიტანა საზომთა აღწერასა და კლასიფიკაციაში.
The researcher made his own contribution in description of metres and classification.
17419.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
უმთავრესი, რაც ქართულ მეტრიკაში ს. გორგაძემ დაამკვიდრა, ლექსის რიტმის რეალური აღქმაა, მუხლებში მახვილების დასმა რეალური მონაცემების მიხედვით.
The most significant thing that S.Gorgadze established in Georgian metric is a real perception of the verse rhyme, putting of the stresses in knees according to real data.
17420.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
სერგი გორგაძე, ქართული ლექსის სილაბურტონურობის თეორიის დამცველი, რითმის განხილვისას უგულებელყოფს კლაუზულის არსებობას და ოთხ-ხუთ მარცვლიანი რითმები ქართულისათვის ბუნებრივად მიაჩნია.
Sergi Gorgadze, the adherent of syllabo-tonic theory of Georgian verse, when dealing with the rhyme neglects the existence of clause and considers the existence of four or five syllable rhymes to be natural.