მოიძებნა 668068 ჩანაწერი
17381.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
,,ქართული ლექსწყობა ანუ ვერსიფიკაცია სილაბურ-ტონურია.
“Georgian versification is syllabo-tonic.
17382.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
მისი რიტმის საფუძველია ტაეპებში (სტრიქონებში) ძლიერი და სუსტი მარცვლების კანონზომიერი თანმიმდევრობა და მარცვლების რაოდენობრივი თანაბრობა...
The base of its rhythm makes a natural succession of strong and weak syllables in lines and equal number of syllables…
17383.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
ქართულ ლექსწყობაში სიტყვები მახვილს კი არ კარგავს, არამედ იძენს მეტ სიმკვეთრესა და სიძლიერეს”.
In Georgian versification the words lose not stress but acquire more sharpness and strength”.
17384.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
ამა თუ იმ ერის ლექსწყობის ბუნების გარკვევა შეუძლებელია ენის თავისებურების გათვალისწინების გარეშე.
It is impossible to understand the nature of versification of this or that nation without taking into account the peculiarity of the language.
17385.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
ლექსი და ენა განუყრელად არის დაკავშირებული ერთმანეთთან და ლექსწყობის სისტემათა მონაცვლეობაც ენის ბუნების ცვალებადობით არის განპირობებული.
Verse and language are inextricably interrelated with each other and alternation of versification systems is determined by changeability of the nature of a language.
17386.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
მეტრული ლექსწყობა, როგორც ვიცით, სწორედ იმიტომ გაუქმდა, რომ ბერძნულმა ენამ მარცვალთა სიგრძე-სიმოკლის თვისება დაკარგა.
metric versification, as we know, was abolished just because Greek language lost the property of length-short syllables.
17387.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
სილაბურიდან სილაბურ-ტონურ სისტემაზე გადასვლა იმ ენებში მოხდა, სადაც მახვილი თავისუფალი და მოძრავი იყო (გერმანული, ინგლისური, რუსული), ხოლო უძრავი, ფიქსირებული მახვილის მქონე ენებში (ფრანგული, პოლონური) ისევ სილაბური ლექსწყობა დარჩა.
Transition from syllabic into syllabo-tonic system occurred in those languages stress was free and flexible (German, English, Russian) and in languages with static, fixed stress (French, Polish) syllabic versification remained again.
17388.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
თუმცა, არსებობს კულტუროლოგიაში ისეთი თეორიაც, რომლის მიხედვითაც ლექსწყობის სისტემათა მონაცვლეობა კაცობრიობის კულტურის განვითარების ამსახველი უნდა იყოს:
However, in culturology there also exists such theory according to which alternation of versification systems must reflect cultural evolution of the mankind:
17389.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
მუსიკალური (მეტრული) ლექსწყობა სილაბურმა შეცვალა, ხოლო მერე სილაბურ-ტონური გაბატონდა.
musical (metric) versification was changed by syllabic and then syllabo-tonic prevailed.
17390.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
ქართული ლექსის სილაბურობის თეორიის დამცველი ა. ხინთიბიძე იზიარებს ტრადიციული ქართული ენათმეცნიერების (გიორგი ახვლედიანი, არნოლდ ჩიქობავა) აზრს ქართული ენის სუსტდინამიკური სიტყვათმახვილის თაობაზე და აღნიშნავს:
The adherent of syllabic theory of Georgian verse, Akaki Khintibidze shares the view of traditional Georgian linguists (Giorgi Akhvlediani, Arnold Chikobava) on weakly dynamic stress of Georgian language and states:
17391.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
,,ამ სუსტდინამიკურ მახვილს, რომელიც სიტყვას მკვეთრად არ ანაწევრებს მახვილიან და უმახვილო მარცვლებად, სალექსო ტერფის შექმნა არ ძალუძს”.
“This weakly dynamic stress which does not clearly divide a word into stressed and unstressed syllables, fails to create verse foot”.
17392.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
თანამედროვე ქართველი ენათმეცნიერები თამამად აცხადებენ, რომ ,,ქართული ლექსი განსხვავდება როგორც სილაბურ-ტონური (მაგალითად, რუსული ან ინგლისური) ლექსისგან, ასევე სილაბური (მაგალითად, ფრანგული) ლექსისგან, სადაც სარითმო მონაკვეთი მახვილიანი ხმოვნით იწყება.
Contemporary Georgian linguists boldly declare that “Georgian verse differs from syllabo-tonic verse (e.g. Russian or English) as well as from syllabic verse (e.g. French) where rhyme section starts with stressed vowel.
17393.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
ამ მხრივ ქართული ლექსწყობის მსგავსი ლექსი იმ ენებშია საძებარი, რომლებშიც სიტყვის მახვილი სუსტად არის გამოხატული.
In this respect verse similar to Georgian versification is to be sought in those languages in which the stress of the word is expressed weakly.
17394.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
ინგლისური, რუსული და ფრანგული ლექსი კი ერთ ჯგუფში მოექცევა სწორედ იმ ნიშნით, რომ ამ ენებში სიტყვათმახვილს (ან რიტმიკული ჯგუფის მახვილს) უნარი აქვს, რომ სარითმო მონაკვეთი შექმნას”.
English, French and Russian verse fall into one group just because of that sign that in these languages stress of the words (or stress of the rhythmic group) has an ability to create rhythmic section”.
17395.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
ა. სილაგაძე აუცილებელად არ მიიჩნევს ქართული ლექსი რომელიმე ცნობილ სისტემას განეკუთვნებოდეს.
Apolon Silagadze considers that it is not obligatory for Georgian verse to belong to some known system.
17396.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
მისი აზრით, ქართული ლექსი შეიძლება არც სილაბური იყოს, არც სილაბურ-აქცენტური (აგრეთვე, არც მეტრიკული, არც ტონური) - იგი შეიძლება ორიგინალური ბუნებისა იყოს და ემყარებოდეს ენის ფონოლოგიური სისტემის ისეთ ზესეგმენტურ ელემენტს, რომელსაც არ ემყარება ოთხი სისტემიდან არცერთი.
In his view Georgian verse might be neither syllabic, nor syllabo-tonic (also, neither metric, nor tonic) – it may be of original nature and based on such super-segment element of phonological system of the language which none of the four systems is based upon.
17397.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
ქართული ლექსის სილაბურობას XX ს. 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან იცავს ა.ხინთიბიძე, რომ ქართული ლექსი არ არის სილაბურ-ტონური.
The syllabic system of Georgian verse has been advocated by Akaki Khintibidze since the second half of the seventies of the 20<sup>th</sup> century.
17398.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
მეცნიერის აზრით, IX-XIII საუკუნეების ქართულ ხელნაწერებში აშკარად იკვეთება ფრანგული ალექსანდრიული ლექსის მოდელი, რომელიც წარმოდგენილია არა მხოლოდ ცალკეული სტრიქონების, არამედ მთლიანად ლექსის სახით”.
The scholar asserts that Georgian verse is not syllabo-tonic. According to him, “In Georgian manuscripts of the 9th-13th centuries the pattern of French alexandrine verse presented not only as separate lines, but entirely a verse is clearly pronounced”.
17399.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
ა. ხინთიბიძე ასახელებს ფრანგული რომანტიკული ლექსის სქემით 4+4+4 დაწერილ ეფრემ მცირის ოთხ იამბიკოს;
A.Knintibidze names Ephrem Mtsire’s four iambic verses written according to the scheme 4+4+4 (17<sup>th</sup> century) French Romantic verse;
17400.
ქართველოლოგი | ტომი 18, ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
პეტრე გელათელის იამბიკოს ანალიზისას მკვლევარი, უმთავრესად ეყრდნობა იმ არგუმენტს, რომ იამბიკო სილაბური ლექსია, ფრანგული სილაბური ლექსი კი თორმეტმარცვლიანია, კერძოდ, XVII ს.-დან ზემოხსენებული სქემით დამკვიდრებული.
while analyzing Petre Gelateli’s iambic verses the scholar is mainly based upon that argument that iambic is a syllabic verse and French syllabic verse is 12-syllable, namely, established by the above-mentioned scheme from the 17<sup>th</sup> century.