668045 Records found
51041.
Banking | Banks and Banking
რამდენადაც სადეპოზიტო სერტიფიკატები და სესხები ერთწლიან ვალდებულებებს წარმოადგენს, ნებისმიერმა დისბალანსმა შეიძლება რამდენიმე პერიოდით შეამციროს ბანკის მოგება.
Since CDs and Loans are year-long commitments, any imbalances can reduce bank profits for several periods.
51042.
Banking | Banks and Banking
ყველაზე წარმატებული ბანკირები ისინი არიან, ვინც ახერხებს, მიაღწიოს ბალანსს მათ ხელთ არსებულ ფულად სახსრებსა და მათ მიერ გასესხებულ თანხას შორის.
The most successful bankers are those that achieve balance in the funds they have available with the amount they loan out in each.
51043.
Banking | Banks and Banking
გადაწყვეტილება მესამე: მარკეტინგი.
Decision Three: Marketing.
51044.
Banking | Banks and Banking
ყველა ბანკირს ერთნაირ პროდუქტთან – ფულთან აქვს საქმე.
Bankers all deal with one kind of product - money.
51045.
Banking | Banks and Banking
სარეცხი საშუალებების, ავტომობილებისა და „სწრაფი“ საკვებისაგან განსხვავებით, ფულის სხვადასხვა სახეობები არ არსებობს.
Unlike detergents, automobiles, or fast food, there are not different brands of money.
51046.
Banking | Banks and Banking
ერთსა და იმავე ქვეყანაში ყველა ერთსა და იმავე ვალუტას იყენებს.
Everyone within the same country uses the same currency.
51047.
Banking | Banks and Banking
ყველა ბანკი ამ ვალუტით აწარმოებს თავის ოპერაციებს.
All banks transact in this currency.
51048.
Banking | Banks and Banking
ამ ტიპის პროდუქტს, რომელიც ერთნაირია იმისდა მიუხედავად, თუ სად შეიძენთ მას, ერთგვაროვან საქონელს უწოდებენ.
This type of product, which is the same no matter where you obtain it, is called a commodity.
51049.
Banking | Banks and Banking
როდესაც ყველა მწარმოებელი ერთსა და იმავე პროდუქტს გვთავაზობს, კლიენტების სხვა პროდუქტზე უფრო მეტად ერთი რომელიმე პროდუქტით დაინტერესება განსაკუთრებული მნიშვნელობის სამარკეტინგო ამოცანა ხდება.
When all producers offer the same product, getting customers to deal with one rather than another presents a special marketing challenge.
51050.
Banking | Banks and Banking
როდესაც ყველა მწარმოებელი ერთსა და იმავე სასაქონლო პროდუქტს გვთავაზობს, ხშირად გადამწყვეტი განმასხვავებელი თავისებურება მათ შორის ფასია ხოლმე.
When all producers offer the same commodity product, often the key differing feature between them is the price.
51051.
Banking | Banks and Banking
ბანკირის პროფესიის ამ ასპექტში თქვენ უკვე გაიწაფეთ, როდესაც ფასებს, ანუ საპროცენტო განაკვეთებს, აწესებდით ფულზე, რომელსაც თქვენ მეანაბრეებისაგან სესხულობთ და სესხის ამღებებზე გაასესხებთ.
You have already mastered this part of a banker's job by setting the prices, in the form of interest rates, on the money you borrow from depositors and loan to borrowers.
51052.
Banking | Banks and Banking
როგორც თავად ნახეთ, მეტი ანაბრები იმ ბანკებს მისდით, რომლებსაც ყველაზე მაღალი ფასი, ანუ საპროცენტო განაკვეთები, აქვთ დაწესებული შემნახველ ანგარიშებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატებზე.
As you have seen, more deposits go to the bank with the highest price or interest rate on Savings Accounts and CDs.
51053.
Banking | Banks and Banking
ბანკს, რომელსაც ყველაზე დაბალი ფასი, ანუ საპროცენტო განაკვეთი, აქვს დაწესებული საკრედიტო ხაზებსა და სესხებზე, ყველაზე მეტი სესხის ამღები ჰყავს.
The bank with the lowest price or interest rate on Lines of Credit and Loans has the most borrowers.
51054.
Banking | Banks and Banking
მიუხედავად იმისა, რომ ფული ყველასათვის ერთი და იგივეა, ბანკებს გარკვეულწილად მაინც შეუძლიათ საკუთარი თავის დიფერენცირება.
Even though money is the same for everyone, banks can differentiate themselves in some ways.
51055.
Banking | Banks and Banking
ზოგი ბანკი ცდილობს, მისი მომსახურებით სარგებლობა კლიენტებისთვის რაც შეიძლება მოსახერხებელი გახადოს, რისთვისაც მრავალ განყოფილებას ან ავტომატურ სალაროებს ხსნის ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობის ადგილას მდებარე ისეთი ობიექტების სიახლოვეს, როგორიცაა სუპერმარკეტები თუ აეროპორტები.
Some banks strive to be convenient for customers, with many locations or ATMS in high traffic spots such as supermarkets or airports.
51056.
Banking | Banks and Banking
სხვა ბანკები აცხადებენ, რომ ისინი კარგად ერკვევიან თავიანთ სესხის ამღებთა საქმიანობაში და მათთან მჭიდროდ თანამშრომლობენ.
Other banks advertise that they understand the businesses of their borrowers and work closely with them.
51057.
Banking | Banks and Banking
მრავალი ბანკი ახალ მომხმარებლებს სპეციალურ ფასდაკლებებსა და პრიზებს სთავაზობს.
Many banks offer special discounts or prizes for new customers.
51058.
Banking | Banks and Banking
მართალია, ფული ყველასათვის ერთნაირია, მაგრამ ერთ ბანკში ახალი კლიენტისთვის დაწესებული პურის გასაფიცხებელი ხელსაწყო ნამდვილად განსხვავდება მეორე ბანკში დროებით შემცირებული საპროცენტო განაკვეთისაგან.
Even if the money is the same, the toaster oven for new customers at one bank is different from the temporarily discounted interest rate at another.
51059.
Banking | Banks and Banking
ბანკის ძალისხმევას, რომელსაც იგი მიმართავს კლიენტების დასარწმუნებლად, ისარგებლონ სწორედ მისი, და არა მისი კონკურენტების, მომსახურებით, მარკეტინგი ეწოდება.
The efforts a bank uses to persuade customers to use its services rather than those of its competitors are called marketing.
51060.
Banking | Banks and Banking
სამარკეტინგო საქმიანობის მიზანია, კლიენტების გონებაში ბანკის დადებითი იმიჯი შექმნან და ამ იმიჯის საშუალებით დაარწმუნონ კლიენტები, ამ ბანკით ისარგებლონ.
Marketing activities attempt to establish an image of the bank in customers' minds, and because of that image persuade customers to utilize that bank.