669199 Records found
524421.
Biology | Chapter XIV
ამგვარად, ორგანიზმის დონეზე თეი-საქსის ალელები რეცესიულია; მაგრამ ლიპიდის მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტს ჰეტეროზიგოტულ ინდივიდში ახასიათებს ეფექტის შუალედური გამოვლინება ნორმალური ალელის მატარებელ ჰომოზიგოტ და თეი-საქსით დაავადებული ინდივიდების ფენოტიპს შორის.
Thus, at the organismal level, the Tay-Sachs allele qualifies as recessive. However, the activity level of the lipid-metabolizing enzyme in heterozygotes is intermediate between that in individuals homozygous for the normal allele and that in individuals with Tay-Sachs disease.
524422.
Biology | Chapter XIV
ბიოქიმიურ დონეზე შუალედური ფენოტიპი ერთ-ერთი ალელის არასრული დომინირებისთვისაა დამახასიათებელი.
The intermediate phenotype observed at the biochemical level is characteristic of incomplete dominance of either allele.
524423.
Biology | Chapter XIV
საბედნიეროდ, ჰეტეროზიგოტული მდგომარეობა არ იწვევს დაავადების სიმპტომების გამოვლინებას, რადგანაც სანახევროდ განხორციელებული ნორმალური ფერმენტული აქტივობა საკმარისია თავის ტვინში ლიპიდების დაგროვების თავიდან ასაცილებლად.
Fortunately, the heterozygote condition does not lead to disease symptoms, apparently because half the normal enzyme activity is sufficient to prevent lipid accumulation in the brain.
524424.
Biology | Chapter XIV
თუკი ანალიზს სხვა დონეზე გადავიტანთ, დავინახავთ, რომ ჰეტეროზიგოტი ინდივიდები თანაბარი ოდენობით გამოიმუშავებენ ფერმენტის ნორმალურ და დეფექტურ მოლეკულებს.
Extending our analysis to yet another level, we find that heterozygous individuals produce equal numbers of normal and dysfunctional enzyme molecules.
524425.
Biology | Chapter XIV
ამრიგად, მოლეკულურ დონეზე ნორმალური და თეი-საქსის ალელები კოდომინანტური არიან.
Thus, at the molecular level, the normal allele and the Tay-Sachs allele are codominant.
524426.
Biology | Chapter XIV
როგორც ხედავთ, ალელების ერთმანეთის მიმართ სრული დომინანტობა, არასრულ დომინანტობა თუ კოდომინანტობა დამოკიდებული ყოფილა იმაზე, თუ რომელ ფენოტიპურ ნიშანს ვიხილავთ.
As you can see, whether alleles appear to be completely dominant, incompletely dominant, or codominant relative to each other depends on which phenotypic trait is considered.
524427.
Biology | Chapter XIV
დომინანტური ალელების სიხშირე.
Frequency of Dominant Alleles.
524428.
Biology | Chapter XIV
მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება მიგაჩნდეთ, რომ გარკვეული ნიშნის განმსაზღვრელი დომინანტური ალელი უფრო მეტად არის გავრცელებული პოპულაციაში, ვიდრე მისი შესატყვისი რეცესიული ალელი, ეს ყოველთვის მართებული არ არის.
Although you might assume that the dominant allele for a particular character would be more common in a population than the recessive allele for that character, this is not necessarily the case.
524429.
Biology | Chapter XIV
მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველი 400 ახალშობილიდან ერთს ფეხზე ზედმეტი თითი აქვს. ეს დარღვევა პოლიდაქტილიის სახელწოდებითაა ცნობილი.
For example, about one baby out of 400 in the United States is born with extra fingers or toes, a condition known as polydactyly.
524430.
Biology | Chapter XIV
პოლიდაქტილიის გამომწვევი ალელი დომინანტობს უფრო გავრცელებული ნიშნის - კიდურების ხუთთითიანობის განმსაზღვრელ ალელზე.
The allele for the unusual trait of polydactyly is dominant to the allele for the more common trait of five digits per appendage.
524431.
Biology | Chapter XIV
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი 400 ადამიანიდან 399 წარმოადგენს ამ ნიშნის მიხედვით რეცესიულ ჰომოზიგოტს. მოსახლეობაში რეცესიული ალელი გაცილებით ხშირია დომინანტურ ალელთან შედარებით.
In other words, 399 out of every 400 people are recessive homozygotes for this character; the recessive allele is far more prevalent than the dominant allele in the population.
524432.
Biology | Chapter XIV
23-ე თავში თქვენ შეიტყობთ, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი გადარჩევა პოპულაციაში ალელთა სიხშირის თანაფარდობაზე.
In Chapter 23, you will learn how the relative frequencies of alleles in a population are affected by natural selection.
524433.
Biology | Chapter XIV
მრავლობითი ალელები.
Multiple Alleles.
524434.
Biology | Chapter XIV
ნიშნებს, რომელთაც მენდელი ბარდაში სწავლობდა, მხოლოდ ორი ალელი განსაზღვრავდა, მაგრამ პოპულაციაში გენების უმეტესობა, ფაქტობრივად, ორზე მეტი ალელური ფორმით არსებობს.
Only two alleles exist for the pea characters that Mendel studied, but most genes actually exist in populations in more than two allelic forms.
524435.
Biology | Chapter XIV
მაგალითად, ადამიანის სისხლის ABO სისტემა ერთი გენის სამი ალელით არის დეტერმინირებული.
The ABO blood group in humans, for instance, is determined by multiple alleles of a single gene.
524436.
Biology | Chapter XIV
არსებობს ამ ნიშნის ოთხი შესაძლო ფენოტიპი: ადამიანს შეიძლება ჰქონდეს A, B, AB ან 0 ჯგუფის სისხლი.
There are four possible phenotypes for this character: A person's blood group may be either A, B, AB, or O.
524437.
Biology | Chapter XIV
ეს სიმბოლოები შეესაბამება ორ ნახშირწყალს – A-ს და B-ს, რომლებიც შეიძლება არსებობდეს სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე.
These letters refer to two carbohydrates-A and B-that may be found on the surface of red blood cells.
524438.
Biology | Chapter XIV
ინდივიდის სისხლის უჯრედებს შეიძლება ჰქონდეთ A ნახშირწყალი (A ტიპის სისხლი), B ნახშირწყალი (B ტიპის სისხლი), ორივე ნახშირწყალი (AB ტიპის) ან არცერთი მათგანი (0 ტიპის სისხლი), როგორც ეს სქემატურად არის წარმოდგენილი ცხრილში 14.2.
A person's blood cells may have carbohydrate A (type A blood), carbohydrate B (type B), both (type AB), or neither (type O), as shown schematically in Table 14.2.
524439.
Biology | Chapter XIV
სისხლის ოთხ ჯგუფს განსაზღვრავს იმ ფერმენტის (I) განსხვავებული ალელების სხვადასხვა კომბინაციები, რომლებიც განაპირობებს სისხლის წითელ უჯრედებზე A და B ნახშირწყლების მიმაგრებას.
The four blood groups result from various combinations of three different alleles for the enzyme (1) that attaches the A or B carbohydrate to red blood cells.
524440.
Biology | Chapter XIV
ფერმენტი, რომელსაც IA ალელი კოდირებს, განსაზღვრავს A ნახშირწყლის არსებობას უჯრედების ზედაპირზე, მაშინ, როდესაც IB ალელი განსაზღვრავს B ნახშირწყლის განთავსებას უჯრედების ზედაპირზე.
The enzyme encoded by the IA allele adds the A carbohydrate, whereas the enzyme encoded by 15 adds the B carbohydrate (the superscripts indicate the carbohydrate).