მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524401.
ბიოლოგია | თავი XIV
სინამდვილეში კი, F1 ჰიბრიდების ურთიერთშეჯვარებით F2 თაობაში მიიღება ფენოტიპური თანაფარდობა – 1 წილი – წითელი: 2 წილი – ვარდისფერი: 1 წილი – თეთრი.
In fact, interbreeding F1 hybrids produces F2 offspring with a phenotypic ratio of one red to two pink to one white.
524402.
ბიოლოგია | თავი XIV
ვარდისფერყვავილიან მცენარეებში წითელყვავილიანობის და თეთრყვავილიანობის განმსაზღვრელი ალელების განაწილება გამეტებში ადასტურებს მოსაზრებას, რომ ყვავილის შეფერილობის განმსაზღვრელი ალელები მემკვიდრული ფაქტორებია, რომლებიც ჰიბრიდებში ინარჩუნებენ ინდივიდუალობას, რაც ნიშნავს, რომ მემკვიდრულობა დისკრეტულია.
The segregation of the red-flower and white-flower alleles in the gametes produced by the pink-flowered plants confirms that the alleles for flower color are heritable factors that maintain their identity in the hybrids; that is, inheritance is particulate.
524403.
ბიოლოგია | თავი XIV
დომინანტობასა და ფენოტიპს შორის დამოკიდებულება.
The Relation Between Dominance and Phenotype.
524404.
ბიოლოგია | თავი XIV
ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ორ ალელს შორის ურთიერთობა შეიძლება გამოვლინდეს ერთი ალელის მეორეზე სრული დომინირების, არასრული დომინირების ან ალელთა კოდომინირების სახით.
We've now seen that the relative effects of two alleles range from complete dominance of one allele, through incomplete dominance of either allele, to codominance of both alleles.
524405.
ბიოლოგია | თავი XIV
უნდა დავიხსომოთ, რომ არასწორია, ვუწოდოთ ალელს დომინანტური იმის გამო, რომ ის გარკვეული ხარისხით თრგუნავს რეცესიულ ალელს.
It is important to understand that an allele is not termed dominant because it somehow subdues a recessive allele.
524406.
ბიოლოგია | თავი XIV
გაიხსენეთ, რომ ალელი სხვა არაფერია, თუ არა გენის ნუკლეოტიდური თანამიმდევრობების სახესხვაობა.
Recall that alleles are simply variations in a gene's nucleotide sequence.
524407.
ბიოლოგია | თავი XIV
როდესაც ჰეტეროზიგოტაში დომინანტური ალელი რეცესიულ ალელთან ერთად არსებობს, ისინი, ფაქტობრივად, არ ურთიერთქმედებენ.
When a dominant allele coexists with a recessive allele in a heterozygote, they do not actually interact at all.
524408.
ბიოლოგია | თავი XIV
დომინანტურობის თუ რეცესიულობის ფაქტორის ამუშავება სადღაც სხვაგან, გენოტიპიდან ფენოტიპისკენ მიმავალ გზაზე ხდება.
It is in the pathway from genotype to phenotype that dominance and recessiveness come into play.
524409.
ბიოლოგია | თავი XIV
დომინანტობასა და ფენოტიპს შორის დამოკიდებულების ილუსტრირებისთვის ვისარგებლოთ მენდელისეული ნიშნებით: მრგვალი და ნაოჭიანი ფორმის ბარდის თესლის მაგალითით.
To illustrate the relation between dominance and phenotype, we can use one of Mendel's characters-round versus wrinkled pea seed shape.
524410.
ბიოლოგია | თავი XIV
დომინანტური ალელი (მრგვალთესლიანობა) კოდირებს ისეთი ფერმენტის სინთეზს, რომელიც ხელს უწყობს შაქრის სახამებლად გარდაქმნას თესლში.
The dominant allele (round) codes for the synthesis of an enzyme that helps convert sugar to starch in the seed.
524411.
ბიოლოგია | თავი XIV
რეცესიული (დანაოჭებული თესლების განმსაზღვრელი) ალელი კოდირებს ამ ფერმენტის დეფექტურ ფორმას.
The recessive allele (wrinkled) codes for a defective form of this enzyme.
524412.
ბიოლოგია | თავი XIV
ამრიგად, რეცესიული ჰომოზიგოტის თესლში გროვდება შაქარი, რადგან არ ხდება მისი გარდაქმნა სახამებლად.
Thus, in a recessive homozygote, sugar accumulates in the seed because it is not converted to starch.
524413.
ბიოლოგია | თავი XIV
თესლის განვითარებასთან ერთად, შაქრის მაღალი კონცენტრაცია იწვევს წყლის ოსმოსური წნევის მომატებას და თესლი იჯირჯვება.
As the seed develops, the high sugar concentration causes the osmotic uptake of water, and the seed swells.
524414.
ბიოლოგია | თავი XIV
შემდეგ, როდესაც მომწიფებული თესლი გამოშრება, ეს იწვევს მის დანაოჭებას.
Then when the mature seed dries, it develops wrinkles.
524415.
ბიოლოგია | თავი XIV
თუ უფრო ყურადღებით დავაკვირდებით დომინანტობასა და ფენოტიპს შორის დამოკიდებულებას, გასაოცარ ფაქტს აღმოვაჩენთ: ნებისმიერი ნიშნისთვის ალელების დომინანტურობა-რეცესიულობის ურთიერთდამოკიდებულებას განსაზღვრავს ის, თუ რა დონეზე ვიკვლევთ ფენოტიპს.
A closer look at the relation between dominance and phenotype reveals an intriguing fact: For any character, the observed dominance/recessiveness relationship of alleles depends on the level at which we examine phenotype.
524416.
ბიოლოგია | თავი XIV
ამის ილუსტრირებისთვის მოვიყვანთ ადამიანის ერთ-ერთი მემკვიდრული პათოლოგიის – თეი-საქსის დაავადების მაგალითს.
Taysachs disease, an inherited disorder in humans, provides an example.
524417.
ბიოლოგია | თავი XIV
ამ დაავადების მქონე ჩვილი ბავშვის თავის ტვინში დარღვეულია ზოგიერთი ლიპიდის მეტაბოლიზმი ძირითადი ფერმენტის დისფუნქციის ან ფუნქციის მოშლის გამო.
The brain cells of a baby with Tay-Sachs disease are unable to metabolize certain lipids because a crucial enzyme does not work properly.
524418.
ბიოლოგია | თავი XIV
თავის ტვინში ლიპიდების დაგროვების პარალელურად, ახალშობილს ეწყება ეპილეფსიური შეტევები; ვითარდება სიბრმავე, მოტორული და მენტალური აქტივობის დეგენერაცია.
As these lipids accumulate in brain cells, an infant begins to suffer seizures, blindness, and degeneration of motor and mental performance.
524419.
ბიოლოგია | თავი XIV
დაავადებული ბავშვი რამდენიმე წელიწადში იღუპება.
An affected child dies within a few years.
524420.
ბიოლოგია | თავი XIV
ავადმყოფობა მხოლოდ იმ ბავშვებს უვითარდებათ, რომელთაც აქვთ თეი-საქსის ალელთა ორი ასლი (ანუ არიან ჰომოზიგოტური).
Only children who inherit two copies of the Tay-Sachs allele (homozygotes) have the disease.