669199 Records found
525121.
Biology | Chapter XVI
მრავალი ცილა ერთობლივად მუშაობს დნმ-ის რეპლიკაციისა და რეპარაციისათვის.
Many proteins work together in DNA replication and repair.
525122.
Biology | Chapter XVI
სტრუქტურისა და ფუნქციის ურთიერთკავშირი ნათლადაა გამოხატული ორმაგ სპირალში.
The relationship between structure and function is manifest in the double helix.
525123.
Biology | Chapter XVI
დნმ-ში აზოტოვანი ფუძეების სპეციფიკური შეწყვილების არსებობის იდეამ უბიძგა უოტსონსა და კრიკს ორმაგი სპირალის სწორი მოდელის შექმნისაკენ.
The idea that there is specific pairing of nitrogenous bases in DNA led Watson and Crick to the correct double helix.
525124.
Biology | Chapter XVI
იმავდროულად, მათ დაინახეს ფუძეების შეწყვილების წესების ფუნქციონალური მნიშვნელობაც.
At the same time, they saw the functional significance of the base-pairing rules.
525125.
Biology | Chapter XVI
თავისი კლასიკური სტატია მათ ირონიული წინადადებით დაასრულეს: „ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, რომ ჩვენს მიერ პოსტულირებული სპეციფიკური შეწყვილება იქვე გვავარაუდებინებს შესაძლო კოპირების მექანიზმს გენეტიკური მასალისათვის.“
They ended their classic paper with this wry statement: "It has not escaped our notice that the specific pairing we have postulated immediately suggests a possible copying mechanism for the genetic material."
525126.
Biology | Chapter XVI
წიგნის ამ სექციაში თქვენ გაეცნობით დნმ-ის რეპლიკაციის ძირითად პრინციპს, ასევე თავად ამ პროცესის ზოგიერთ მნიშვნელოვან დეტალებს.
In this section, you will learn about the basic principle of DNA replication, as well as some important details of the process.
525127.
Biology | Chapter XVI
მთავარი პრინციპი: ფუძეთა შეწყვილება საყალიბო ჯაჭვთან.
The Basic Principle: Base Pairing to a Template Strand.
525128.
Biology | Chapter XVI
უოტსონმა და კრიკმა თავის მეორე სტატიაში ჩამოაყალიბეს ჰიპოთეზა, თუ როგორ რეპლიცირდება დნმ.
In a second paper, Watson and Crick stated their hypothesis for how DNA replicates.
525129.
Biology | Chapter XVI
დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის ჩვენეული მოდელი, ფაქტობრივად, წარმოადგენს ყალიბების წყვილს, რომელთაგან თითოეული მეორის კომლემენტარულია.
Now our model for deoxyribonucleic acid is, in effect, a pair of templates, each of which is complementary to the other.
525130.
Biology | Chapter XVI
ჩვენი წარმოდგენით, გაორმაგების დაწყებამდე, წყალბადური ბმები ირღვევა, და ორი ჯაჭვი სწორდება და შორდება ერთმანეთს.
We imagine that prior to duplication the hydrogen bonds are broken, and the two chains unwind and separate.
525131.
Biology | Chapter XVI
თითოეული მათგანი შემდეგ მოქმედებს, როგორც ყალიბი, რომელზედაც მისი ახალი მეწყვილე ჯაჭვი წარმოიქმნება. შედეგად, ჩვენ გვექნება ჯაჭვების ორი ახალი წყვილი, თავდაპირველი ერთის ნაცვლად.
Each chain then acts as a template for the formation onto itself of a new companion chain, so that eventually we shall have two pairs of chains, where we only had one before.
525132.
Biology | Chapter XVI
ამასთან ერთად, ფუძეთა წყვილების თანამიმდევრობაც ზუსტად იქნება გამეორებული.
Moreover, the sequence of the pairs of bases will have been duplicated exactly.
525133.
Biology | Chapter XVI
სურათ 16.9-ზე ილუსტრირებულია უოტსონისა და კრიკის ძირითადი იდეა.
Figure 16.9 illustrates Watson and Crick's basic idea.
525134.
Biology | Chapter XVI
აღქმის გასაადვილებლად, ნაჩვენებია ორმაგი სპირალის მოკლე ფრაგმენტი გაშლილი ფორმით.
To make it easier to follow, we show only a short section of double helix in untwisted form.
525135.
Biology | Chapter XVI
ყურადღება მიაქციეთ, რომ სურათ 16.9ა-ზე გამოსახული დნმ-ის ორი ჯაჭვიდან ერთ-ერთს თუ დაფარავთ, მისი თანამიმდევრობის გამოცნობა მაინც შესაძლებელია დაუფარავი ჯაჭვისა და ფუძეთა შეწყვილების წესების მიხედვით.
Notice that if you cover one of the two DNA strands of Figure 16.9a, you can still determine its linear sequence of bases by referring to the uncovered strand and applying the base-pairing rules.
525136.
Biology | Chapter XVI
ორი ჯაჭვი ერთმანეთის კომპლემენტარულია; თითოეული ინახავს მეორის აღდგენისათვის საჭირო ინფორმაციას.
The two strands are complementary to each other; each stores the information necessary to reconstruct the other.
525137.
Biology | Chapter XVI
როდესაც უჯრედი ახდენს დნმ-ის მოლეკულის კოპირებას, თითოეული ჯაჭვი ასრულებს ყალიბის როლს ახალ, კომპლემენტარულ ჯაჭვში ჩასართავი ნუკლეოტიდების განსასაზღვრავად.
When a cell copies a DNA molecule, each strand serves as a template for ordering nucleotides into a new, complementary strand.
525138.
Biology | Chapter XVI
ნუკლეოტიდები, ფუძეების შეწყვილების წესების მიხედვით ეწყობა საყალიბო ჯაჭვის გასწვრივ და კავშირდებიან ერთმანეთთან ახალი ჯაჭვის წარმოსაქმნელად.
As nucleotides line up along the template strand according to the base-pairing rules, they are linked to form the new strands.
525139.
Biology | Chapter XVI
თუ პროცესის დასაწყისში იყო ერთი ორჯაჭვიანი დნმ-ის მოლეკულა, ცოტა ხანში იქნება ორი მოლეკულა, რომელთაგან თითოეული „მშობელი“ მოლეკულის ზუსტ რეპლიკას წარმოადგენს.
Where there was one double-stranded DNA molecule at the beginning of the process, there are soon two, each mechaan exact replica of the "parent" molecule.
525140.
Biology | Chapter XVI
კოპირების მექანიზმი ფოტოგრაფიაში ნეგატივის გამოყენების ანალოგიურია პოზიტიური გამოსახულების მისაღებად, რომლისგანაც, თავის მხრივ, შეიძლება მივიღოთ სხვა ნეგატივი და ასე შემდეგ.
The copying nism is analogous to using a photographic negative to make a positive image, which can in turn be used to make another negative, and so on.