მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525141.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ-ის რეპლიკაციის ეს მოდელი შეუმოწმებელი რჩებოდა დნმ-ის სტრუქტურის პუბლიკაციის შემდგომ რამდენიმე წლის განმავლობაში.
This model of DNA replication remained untested for several years following publication of the DNA structure.
525142.
ბიოლოგია | თავი XVI
საჭირო ექსპერიმენტები თეორიულად მარტივი იყო, მაგრამ განსახორციელებლად საკმაოდ რთული.
The requisite experiments were simple in concept but difficult to perform.
525143.
ბიოლოგია | თავი XVI
უოტსონისა და კრიკის მოდელის მიხედვით უნდა ვივარაუდოთ, რომ ორმაგი სპირალის რეპლიკაციის დროს მიღებული ორი შვილეული მოლეკულათაგან თითოეულში ერთი ჯაჭვი იქნება მშობელი მოლეკულიდან მიღებული ძველი ჯაჭვი, ხოლო მეორე - ახლად სინთეზირებული ჯაჭვი უნდა იყოს.
Watson and Crick's model predicts that when a double helix replicates, each of the two daughter molecules will have one old strand, derived from the parent molecule, and one newly made strand.
525144.
ბიოლოგია | თავი XVI
ეს არის ნახევრადკონსერვატიული მოდელი, რომელიც შეიძლება განვასხვაოთ რეპლიკაციის კონსერვატიული მოდელისაგან, რომელშიც მშობელი მოლეკულა როგორღაც აღდგება პროცესის დასრულების შემდეგ (ანუ ხდება მისი კონსერვაცია).
This semiconservative model can be distinguished from a conservative model of replication, in which the parent molecule somehow re-forms after the process (that is, it is conserved).
525145.
ბიოლოგია | თავი XVI
მესამე მოდელი დისპერსიული მოდელია, რომლის მიხედვითაც რეპლიკაციის შემდეგ მიღებული დნმ-ის ოთხივე ჯაჭვი შეიცავს ძველი და ახალი დნმ-ის ნარევს.
In yet a third model, called the dispersive model, all four strands of DNA following replication have a mixture of old and new DNA.
525146.
ბიოლოგია | თავი XVI
თუმცა, დნმ-ის კონსერვატიული და დისპერსიული რეპლიკაციების მექანიზმები რთულად წარმოსადგენია, ამ მოდელების არსებობა მაინც შესაძლებელი რჩებოდა, სანამ არ მოხდებოდა მათი გამორიცხვა.
Although mechanisms for conservative or dispersive DNA replication are not easy to devise, these models remained possibilities until they could be ruled out.
525147.
ბიოლოგია | თავი XVI
საბოლოოდ, 1950-იანი წლების ბოლოს, მეთიუ მეზელსონმა და ფრანკლინ სტალმა შეიმუშავეს ექსპერიმენტები, რომელთა საშუალებით შემოწმდა სამივე ჰიპოთეზა.
Finally, in the late 1950s, Matthew Meselson and Franklin Stahl devised experiments that tested the three hypotheses.
525148.
ბიოლოგია | თავი XVI
ამ ექსპერიმენტებმა დაადასტურეს დნმ-ის რეპლიკაციის ნახევრადკონსერვატიული მოდელი, როგორც ეს წინასწარ იქნა განსაზღვრული უოტსონისა და კრიკის მიერ.
Their experiments supported the semiconservative model of DNA replication, as predicted by Watson and Crick.
525149.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ-ის რეპლიკაციის ძირითადი პრინციპი ელეგანტურად მარტივია.
The basic principle of DNA replication is elegantly simple.
525150.
ბიოლოგია | თავი XVI
თუმცა, თავად პროცესი ზოგიერთ საკმაოდ რთულ ბიოქიმიურ ქმედებებს მოიცავს.
However, the actual process involves some complicated biochemical gymnastics.
525151.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ-ის რეპლიკაცია: დეტალურად.
DNA Replication: A Closer Look.
525152.
ბიოლოგია | თავი XVI
ბაქტერია E.coli–ს აქვს ერთი ქრომოსომა, რომელიც დაახლოებით 4.6 მილიონ წყვილ ნუკლეოტიდს შეიცავს.
The bacterium E. coli has a single chromosome of about 4.6 million nucleotide pairs.
525153.
ბიოლოგია | თავი XVI
ხელსაყრელ გარემოში, E.coli–ის უჯრედს შეუძლია მოახდინოს მთელი ამ დნმ-ის გაორმაგება და გაიყოს ორ, გენეტიკურად იდენტურ შვილეულ უჯრედად ერთ საათზე ნაკლებ დროში.
In a favorable environment, an E. coli cell can copy all this DNA and divide to form two genetically identical daughter cells in less than an hour.
525154.
ბიოლოგია | თავი XVI
თქვენს თითოეულ უჯრედს კი ბირთვში დნმ-ის 46 მოლეკულა აქვს, თითო გრძელი, ორმაგი სპირალური მოლეკულა თითო ქრომოსომაზე.
Each of your cells has 46 DNA molecules in its nucleus, one long double helical molecule per chromosome.
525155.
ბიოლოგია | თავი XVI
ჯამში, ეს წარმოადგენს დაახლოებით 6 მილიარდ წყვილ ფუძეს, ანუ ბაქტერიულ უჯრედში ნანახზე ათასჯერ უფრო მეტ დნმ-ს.
In all, that represents about 6 billion base pairs, or over a thousand times more DNA than is found in a bacterial cell.
525156.
ბიოლოგია | თავი XVI
ჩვენ რომ მოვინდომოთ ადამიანის დიპლოიდურ უჯრედში არსებული 6 მილიარდი ფუძის შესახებ ინფორმაციის დაბეჭდვა ერთასოიანი სიმბოლოებით ამ ფუძეებისათვის იმ ზომის ასოებით, რომლებსაც თქვენ ახლა კითხულობთ, მივიღებთ ამ სახელმძღვანელოს სისქის დაახლოებით 1200 წიგნს.
If we were to print the one-letter symbols for these bases the size of the letters you are now reading, the 6 billion bases of information in a diploid human cell would fill about 1,200 books as thick as this text.
525157.
ბიოლოგია | თავი XVI
მიუხედავად ამისა, უჯრედი სულ რამდენიმე საათში ახერხებს მთელი დნმ-ის კოპირებას.
Yet it takes a cell just a few hours to copy all this DNA.
525158.
ბიოლოგია | თავი XVI
გენეტიკური ინფორმაციის უზარმაზარი რაოდენობის რეპლიკაცია მიიღწევა ძალიან მცირე ცდომილებით - მხოლოდ დაახლოებით ერთი შეცდომა 10 მილიარდ ნუკლეოტიდზე.
This replication of an enormous amount of genetic information is achieved with very few errors-only about one per 10 billion nucleotides.
525159.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ-ის გაორმაგება ღირსშესანიშნავია თავისი სისწრაფისა და სიზუსტის გამო.
The copying of DNA is remarkable in its speed and accuracy.
525160.
ბიოლოგია | თავი XVI
თორმეტზე მეტი ფერმენტი და სხვა ცილა მონაწილეობს დნმ-ის რეპლიკაციაში.
More than a dozen enzymes and other proteins participate in DNA replication.