მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525101.
ბიოლოგია | თავი XVI
რატომ არის ეს მოთხოვნა შეუსაბამო ერთნაირი ფუძეების შეწყვილებასთან?
Why is this requirement inconsistent with like-with-like pairing of bases?
525102.
ბიოლოგია | თავი XVI
ადენინი და გუანინი წარმოადგენენ პურინებს, აზოტოვან ფუძეებს ორი ორგანული რგოლით.
Adenine and guanine are purines, nitrogenous bases with two organic rings.
525103.
ბიოლოგია | თავი XVI
მათგან განსხვავებით, ციტოზინი და თიმინი მიეკუთვნება აზოტოვანი ფუძეების ოჯახს პირიმიდინებს, რომელთაც მხოლოდ ერთი რგოლი აქვთ.
In contrast, cytosine and thymine belong to the family of nitrogenous bases known as pyrimidines, which have a single ring.
525104.
ბიოლოგია | თავი XVI
ამრიგად, პურინები ორჯერ უფრო განიერია პირიმიდინებთან შედარებით.
Thus, purines are about twice as wide as pyrimidines.
525105.
ბიოლოგია | თავი XVI
პურინ-პურინის წყვილი ზედმეტად განიერია, ხოლო პირიმიდინ-პირიმიდინის წყვილი ზედმეტად ვიწროა ორმაგი სპირალის 2ნმ-იანი დიამეტრისათვის.
A purine-purine pair is too wide and a pyrimidine-pyrimidine pair too narrow to account for the 2-nm diameter of the double helix.
525106.
ბიოლოგია | თავი XVI
ყოველთვის პურინისა და პირიმიდინის შეწყვილების შედეგად კი სწორედ ერთგვაროვანი დიამეტრი მიიღება.
Always pairing a purine with a pyrimidine, however, results in a uniform diameter.
525107.
ბიოლოგია | თავი XVI
უოტსონი და კრიკი მიიჩნევდნენ, რომ ფუძეების შეწყვილებისათვის უნდა არსებობდეს სხვა, დამატებითი სპეციფიკურობაც, განპირობებული მათი სტრუქტურით.
Watson and Crick reasoned that there must be additional specificity of pairing dictated by the structure of the bases.
525108.
ბიოლოგია | თავი XVI
თითოეულ ფუძეს აქვს ქიმიური გვერდითი ჯგუფები, რომელთაც შეუძლიათ წყალბადური ბმების წარმოქმნა შესაბამის „პარტნიორთან“.
Each base has chemical side groups that can form hydrogen bonds with its appropriate partner.
525109.
ბიოლოგია | თავი XVI
ადენინს შეუძლია ორი წყალბადური ბმის წარმოქმნა მხოლოდ და მხოლოდ თიმინთან.
Adenine can form two hydrogen bonds with thymine and only thymine.
525110.
ბიოლოგია | თავი XVI
გუანინი კი სამ წყალბადურ ბმას წარმოქმნის მხოლოდ ციტოზინთან.
Guanine forms three hydrogen bonds with cytosine and only cytosine.
525111.
ბიოლოგია | თავი XVI
მოკლედ, ა უწყვილდება თ-ს, ხოლო გ უწყვილდება ც-ს.
In shorthand, A pairs with T, and G pairs with C.
525112.
ბიოლოგია | თავი XVI
უოტსონ-კრიკის მოდელმა ახსნა ჩარგაფის წესების საფუძველი.
The Watson-Crick model explained the basis for Chargaff's rules.
525113.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ-ის მოლეკულის ერთ ჯაჭვში სადაც კი იქნება ა, პარტნიორ ჯაჭვში უნდა იყოს თ.
Wherever one strand of a DNA molecule has an A, the partner strand has a T.
525114.
ბიოლოგია | თავი XVI
ხოლო გ ერთ ჯაჭვში ყოველთვის უწყვილდება ც-ს კომპლემენტარულ ჯაჭვში.
And a G in one strand is always paired with a C in the complementary strand.
525115.
ბიოლოგია | თავი XVI
ამრიგად, ნებისმიერი ორგანიზმის დნმ-ში ადენინის რაოდენობა ტოლია თიმინის რაოდენობისა, ხოლო გუანინის რაოდენობა - ციტოზინისა.
Therefore, in the DNA of any organism, the amount of adenine equals the amount of thymine, and the amount of guanine equals the amount of cytosine.
525116.
ბიოლოგია | თავი XVI
მართალია, წყვილების შეწყვილების წესები განაპირობებს ორმაგი სპირალის „საფეხურების“ წარმომქმნელი აზოტოვანი ფუძეების კომბინაციებს, მაგრამ ისინი არ ზღუდავს ნუკლეოტიდების თანამიმდევრობას დნმ-ის ყოველი ჯაჭვის გასწვრივ.
Although the base-pairing rules dictate the combinations of nitrogenous bases that form the "rungs" of the double helix, they do not restrict the sequence of nucleotides along each DNA strand.
525117.
ბიოლოგია | თავი XVI
ოთხი ფუძის ხაზობრივი თანამიმდევრობა შეიძლება ვარირებდეს განუსაზღვრელად და ამიტომ, თითოეულ გენს ფუძეთა უნიკალური თანამიმდევრობა აქვს.
The linear sequence of the four bases can be varied in countless ways, and each gene has a unique order, or base sequence.
525118.
ბიოლოგია | თავი XVI
1953 წლის აპრილში უოტსონმა და კრიკმა განაცვიფრეს სამეცნიერო სამყარო მოკლე, ერთგვერდიანი სტატიით ბრიტანულ ჟურნალ Nature-ში.
In April 1953, Watson and Crick surprised the scientific nod ng world with a succinct, one-page paper in the British journal Nature.
525119.
ბიოლოგია | თავი XVI
სტატია გვამცნობდა დნმ-ის მათ მიერ შემოთავაზებულ მოლეკულურ მოდელს: ორმაგ სპირალს, რომელიც შემდგომ მოლეკულური ბიოლოგიის სიმბოლო გახდა.
The paper reported their molecular model for DNA: the double helix, which has since become the symbol of molecular biology.
525120.
ბიოლოგია | თავი XVI
მოდელის მომხიბვლელობა იმაში მდგომარეობდა, რომ დნმ-ის სტრუქტურა მისი რეპლიკაციის ძირითად მექანიზმს თავად კარნახობდა მეცნიერებს.
The beauty of the model was that the structure of DNA suggested the basic mechanism of its replication.