669199 Records found
525761.
Biology | Chapter XVII
დნმ შეიძლება არის ყველა ცოცხალი უჯრედის გენეტიკური მასალა, მაგრამ რნმ ბევრად უფრო მრავალმხრივი და მოქნილია.
DNA may be the genetic material of all living cells, but RNA is much more versatile.
525762.
Biology | Chapter XVII
მე-18 თავში თქვენ შეიტყობთ, რომ ბევრი ვირუსი გენეტიკურ მასალად რნმ-ს იყენებს, და არა დნმ-ს.
You will learn in Chapter 18 that many viruses use RNA rather than DNA as their genetic material.
525763.
Biology | Chapter XVII
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, მეცნიერებმა გააცნობიერეს რნმ-ის მოლეკულების მიერ განხორციელებული განსხვავებული ფუნქციების დიდი მნიშვნელობა.
In the past few years, scientists have begun to appreciate the diverse functions carried out by RNA molecules.
525764.
Biology | Chapter XVII
ჟურნალმა Science თავისი 2002 წლის „წლის აღმოჩენის“ ჯილდო მცირე რეგულატორული რნმ-ის მოლეკულების მინრნმ-ისა და მირნმ-ის აღმოჩენას მიუძღვნა.
In fact, the journal Science bestowed its 2002 "Breakthrough of the Year" award on the discovery of the small regulatory RNA molecules siRNA and miRNA.
525765.
Biology | Chapter XVII
გენთა ექსპრესიის შედარება პროკარიოტებსა და ევკარიოტებს შორის მთავარ განსხვავებებს წარმოაჩენს.
Comparing gene expression in prokaryotes and eukaryotes reveals key differences.
525766.
Biology | Chapter XVII
მართალია, პროკარიოტები და ევკარიოტები ფაქტობრივად ერთნაირად წარმართავენ ტრანსკრიფციასა და ტრანსლაციას, მაგრამ ჩვენ უკვე აღვნიშნეთ ზოგიერთი განსხვავების არსებობა უჯრედულ მექანიზმებსა და პროცესის გარკვეულ დეტალებში.
Although prokaryotes and eukaryotes carry out transcription and translation in very similar ways, we have noted certain differences in cellular machinery and in details of the processes.
525767.
Biology | Chapter XVII
პროკარიოტული და ევკარიოტული რნმ პოლიმერაზები განსხვავებულია.
Prokaryotic and eukaryotic RNA polymerases are different.
525768.
Biology | Chapter XVII
ევკარიოტების რნმ პოლიმერაზები დამოკიდებულია ტრანსკრიფციული ფაქტორების ჯგუფზე.
Those of eukaryotes depend on a complex set of transcription factors.
525769.
Biology | Chapter XVII
ტრანსკრიფციის ტერმინაცია სხვადასხვაგვარია ორი ტიპის უჯრედებში.
Transcription is terminated differently in the two kinds of cells.
525770.
Biology | Chapter XVII
ასევე, მცირე განსხვავებები არსებობს პროკარიოტულ და ევკარიოტულ რიბოსომებს შორის.
Also, prokaryotic and eukaryotic ribosomes are slightly different.
525771.
Biology | Chapter XVII
თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავებები გამომდინარეობს ევკარიოტული უჯრედების კომპარტმენტული ორგანიზაციიდან.
The most important differences, however, arise from the eukaryotic cell's compartmental organization.
525772.
Biology | Chapter XVII
ერთოთახიანი სახელოსნოს მსგავსად, პროკარიოტული უჯრედი კარგად აწყობილ მუშაობას განაპირობებს.
Like a one-room workshop, a prokaryotic cell ensures a streamlined operation.
525773.
Biology | Chapter XVII
ბირთვის არარსებობის გამო, მას ერთდროულად შეუძლია ერთი გენის ტრანსკრიბირება და ტრანსლირებაც, ხოლო ახლად მიღებულ ცილას სწრაფად შეუძლია დიფუნდირდეს მისი ფუნქციონირების ადგილთან.
In the absence of a nucleus, it can simultaneously transcribe and translate the same gene, and the newly made protein can quickly diffuse to its site of function.
525774.
Biology | Chapter XVII
ამის საპირისპიროდ, ევკარიოტული უჯრედის ბირთვის გარსი გამოყოფს ტრანსკრიფციას ტრანსლაციისაგან და იძლევა კომპარტმენტს რნმ-ის ფართო პროცესინგის ჩასატარებლად.
In contrast, the eukaryotic cell's nuclear envelope segregates transcription from translation and provides a compartment for extensive RNA processing.
525775.
Biology | Chapter XVII
პროცესინგის სტადია წარმოქმნის დამატებით საფეხურებს, რომელთა რეგულირება ხელს უწყობს ევკარიოტული უჯრედის მიერ გამომუშავებული აქტივობების კოორდინაციას.
This processing stage provides additional steps whose regulation can help coordinate the eukaryotic cell's elaborate activities.
525776.
Biology | Chapter XVII
და ბოლოს, ევკარიოტულ უჯრედებს რთული მექანიზმები აქვთ ცილების მიზანმიმართული გადატანისათვის შესაბამისი უჯრედული კომპარტმენტებისაკენ (ორგანელებისაკენ).
Finally, eukaryotic cells have complicated mechanisms for targeting proteins to the appropriate cellular compartment (organelle).
525777.
Biology | Chapter XVII
საიდან იღებენ პროკარიოტები და ევკარიოტები გენებს, რომლებიც კოდირებენ მათ მიერ სინთეზირებულ, უზარმაზარი რაოდენობის სხვადასხვა ცილებს?
Where did eukaryotes and prokaryotes get the genes that encode the huge diversity of proteins they synthesize?
525778.
Biology | Chapter XVII
უკანასკნელი რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში, ახალი გენების პირდაპირი წყარო იყო უკვე არსებული გენების მუტაციები, რაც წიგნის შემდგომი მონაკვეთის თემას წარმოადგენს.
For the past few billion years, the ultimate source of new genes has been the mutation of preexisting genes, the topic of the next section.
525779.
Biology | Chapter XVII
წერტილოვანმა მუტაციებმა, შესაძლოა, ცილის სტრუქტურასა და ფუნქციებზე იმოქმედონ.
Point mutations can affect protein structure and function.
525780.
Biology | Chapter XVII
მუტაციები უჯრედის (ან ვირუსის) გენეტიკურ მასალაში წარმოქმნილი ცვლილებებია.
Mutations are changes in the genetic material of a cell (or virus).