მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525781.
ბიოლოგია | თავი XVII
სურათ 15.14-ზე ჩვენ განვიხილეთ დიდი მასშტაბის მუტაციები, ქრომოსომური გადანაწილებანი, რომლებიც დნმ-ის გრძელ სეგმენტებზე მოქმედებს.
In Figure 15.14, we considered large-scale mutations, chromosomal rearrangements that affect long segments of DNA.
525782.
ბიოლოგია | თავი XVII
ახლა განვიხილავთ წერტილოვან მუტაციებს, გენის მხოლოდ ერთ წყვილ ფუძეში მომხდარ ქიმიურ ცვლილებებს.
Now we can examine point mutations, chemical changes in just one base pair of a gene.
525783.
ბიოლოგია | თავი XVII
თუ წერტილოვანი მუტაციას ადგილი აქვს გამეტაში, ან უჯრედში, რომლისგანაც გამეტა წარმოიქმნება, ის შეიძლება, შთამომავალს და მომდევნო თაობებსაც გადაეცეს.
If a point mutation occurs in a gamete or in a cell that gives rise to gametes, it may be transmitted to offspring and to a succession of future generations.
525784.
ბიოლოგია | თავი XVII
თუ მუტაციას არასასურველი ეფექტი აქვს ორგანიზმის ფენოტიპზე, მუტანტის მდგომარეობას აღწერენ, როგორც გენეტიკურ დარღვევას ან მემკვიდრულ დაავადებას.
If the mutation has an adverse effect on the phenotype of an organism, the mutant condition is referred to as a genetic disorder, or hereditary disease.
525785.
ბიოლოგია | თავი XVII
მაგალითად, ნამგლისებური უჯრედის დაავადების გენეტიკურ საფუძველს წარმოადგენს ჰემოგლობინის ერთ-ერთი პოლიპეპტიდის მაკოდირებელ გენში ერთი წყვილი ფუძის მუტაცია.
For example, we can trace the genetic basis of sickle-cell disease to a mutation of a single base pair in the gene that codes for one of the polypeptides of hemoglobin.
525786.
ბიოლოგია | თავი XVII
დნმ-ის საყალიბო ჯაჭვში ერთი ნუკლეოტიდის ცვლილება იწვევს დეფექტური ცილის წარმოქმნას.
The change of a single nucleotide in the DNA's template strand leads to the production of an abnormal protein.
525787.
ბიოლოგია | თავი XVII
იმ ინდივიდებში, რომლებიც ჰომოზიგოტური არიან მუტანტური ალელისადმი, სახეცვლილი ჰემოგლობინის შედეგად წარმოქმნილი ნამგლისებური სისხლის წითელი უჯრედები განაპირობებენ ნამგლისებური უჯრედის დაავადებასთან ასოცირებულ მრავალ სიმპტომს.
In individuals who are homozygous for the mutant allele, the sickling of red blood cells caused by the altered hemoglobin produces the multiple symptoms associated with sickle-cell disease.
525788.
ბიოლოგია | თავი XVII
ვნახოთ, როგორ ტრანსლირდება სხვადასხვა ტიპის წერტილოვანი მუტაცია სახეცვლილ ცილებში.
Let's see how different types of point mutations translate into altered proteins.
525789.
ბიოლოგია | თავი XVII
წერტილოვანი მუტაციების ტიპები.
Types of Point Mutations.
525790.
ბიოლოგია | თავი XVII
გენის შიგნით წარმოქმნილი წერტილოვანი მუტაციები შეიძლება დაიყოს ორ ძირითად კატეგორიად: წყვილი ფუძის ჩანაცვლება (სუბსტიტუცია) და წყვილი ფუძის ჩამატება (ინსერცია) ან დელეცია (ამოღება).
Point mutations within a gene can be divided into two general categories: base-pair substitutions and base-pair insertions or deletions.
525791.
ბიოლოგია | თავი XVII
როდესაც წაიკითხავთ როგორ მოქმედებენ ეს მუტაციები ცილებზე, გაეცანით სურათებს 17.24 და 17.25.
While reading about how these mutations affect proteins, refer to Figures 17.24 and 17.25, on the next two pages.
525792.
ბიოლოგია | თავი XVII
წყვილი ფუძის ჩანაცვლება არის ერთი ნუკლეოტიდისა და მისი პარტნიორის შეცვლა ნუკლეოტიდთა სხვა წყვილით.
A base-pair substitution is the replacement of one nucleotide and its partner with another pair of nucleotides.
525793.
ბიოლოგია | თავი XVII
ზოგიერთ ჩანაცვლებას მდუმარე მუტაციები ეწოდებათ, რადგან გენეტიკური კოდის გადაგვარების გამო, ისინი ვერ ახდენენ ეფექტს კოდირებულ ცილაზე.
Some substitutions are called silent mutations because, owing to the redundancy of the genetic code, they have no effect on the encoded protein.
525794.
ბიოლოგია | თავი XVII
სხვა სიტყვებით, წყვილი ფუძის ცვლილებამ შეიძლება შეცვალოს ერთი კოდონი მეორით, რომელიც ასევე ტრანსლირდება იმავე ამინომჟავაში.
In other words, a change in a base pair may transform one codon into another that is translated into the same amino acid.
525795.
ბიოლოგია | თავი XVII
მაგალითად, თუ საყალიბო ჯაჭვზე 3’-ცცგ-5’-მა განიცადა მუტაცია და წარმოიქმნა 3’-ცცა-5’, მრნმ კოდონი, რომელიც მანამდე იყო გგც, ახლა გახდება გგუ და ცილაში შესაბამის ადგილზე მაინც გლიცინი ჩაერთვება.
For example, if 3'-CCG-5' on the template strand mutated to 3'-CCA-5', the mRNA codon that used to be GGC would become GGU, and a glycine would still be inserted at the proper location in the protein.
525796.
ბიოლოგია | თავი XVII
სხვა ჩანაცვლებებმა, შესაძლოა, გამოიწვიონ ამინომჟავას შეცვლა, მაგრამ მაინც მცირე ეფექტი მოახდინონ ცილაზე.
Other substitutions may change an amino acid but have little effect on the protein.
525797.
ბიოლოგია | თავი XVII
ახალ ამინომჟავას, შესაძლოა, შეცვლილი ამინომჟავას მსგავსი თვისებები ჰქონდეს, ან ცილის იმ უბანში იყოს, სადაც ამინომჟავათა ზუსტი თანამიმდევრობა არ არის მნიშვნელოვანი ცილის ფუნქციისათვის.
The new amino acid may have properties similar to those of the amino acid it replaces, or it may be in a region of the protein where the exact sequence of amino acids is not essential to the protein's function.
525798.
ბიოლოგია | თავი XVII
თუმცა, წყვილი ფუძის ჩანაცვლებებიდან, განსაკუთრებული ყურადღების ღირსი ისინია, რომლებიც გამომჟღავნებად ცვლილებებს იწვევენ ცილებში.
However, the base-pair substitutions of greatest interest are those that cause a readily detectable change in a protein.
525799.
ბიოლოგია | თავი XVII
ცილისათვის კრუციალურ უბანში - მაგალითად, ფერმენტის აქტიურ ცენტრში - ერთი ამინომჟავას შეცვლაც კი მნიშვნელოვნად იმოქმედებს ცილის აქტივობაზე.
The alteration of a single amino acid in a crucial area of a proteinin the active site of an enzyme, for example-will significantly alter protein activity.
525800.
ბიოლოგია | თავი XVII
ხანდახან, ასეთმა მუტაციამ, შესაძლოა, მიგვიყვანოს გაუმჯობესებულ ცილამდე, ან ახალი უნარი შესძინოს ცილას, მაგრამ, ბევრად უფრო ხშირად ასეთი მუტაციები საზიანოა და მივყავართ ნაკლებად აქტიური ან საერთოდ უსარგებლო ცილისაკენ, რაც უჯრედის ფუნქციონირებას აფერხებს.
Occasionally, such a mutation leads to an improved protein or one with novel capabilities, but much more often such mutations are detrimental, leading to a useless or less active protein that impairs cellular function.