669199 Records found
525821.
Biology | Chapter XVII
1920-იან წლებში, ჰერმან მიულერმა აღმოაჩინა, რომ რენტგენის სხივები გენეტიკურ ცვლილებებს იწვევდნენ დროზოფილაში.
In the 1920s, Hermann Muller discovered that X-rays caused genetic changes in fruit flies.
525822.
Biology | Chapter XVII
რენტგენის სხივებით, მას შეეძლო მიეღო Drosophila-ს ისეთი მუტანტები, რომელთაც თავის გენეტიკურ კვლევებში იყენებდა.
With X-rays, he was able to make Drosophila mutants that he could use in his genetic studies.
525823.
Biology | Chapter XVII
მაგრამ მან ასევე შენიშნა თავისი აღმოჩენის საგანგაშო ქვეტექსტი.
But he also recognized an alarming implication of his discovery.
525824.
Biology | Chapter XVII
რენტგენის სხივები და მაღალი ენერგიის რადიაციის სხვა ფორმები სახიფათოა ადამიანის გენეტიკური მასალისთვისაც ისევე, როგორც ლაბორატორიული ორგანიზმებისათვის.
X-rays and other forms of high-energy radiation pose adds to the genetic material of people as well as laboratory organisms.
525825.
Biology | Chapter XVII
მუტაგენურ რადიაციას, ფიზიკურ მუტაგენებს, მიეკუთვნება ულტრაიისფერი (უი) სინათლეც, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დამაზიანებელი თიმინური დიმერები დნმ-ში.
Mutagenic radiation, a physical mutagen, includes ultraviolet (UV) light, which can cause disruptive thymine dimers in DNA.
525826.
Biology | Chapter XVII
ქიმიური მუტაგენები რამდენიმე კატეგორიისაა.
Chemical mutagens fall into several categories.
525827.
Biology | Chapter XVII
ფუძეთა ანალოგები წარმოადგენენ ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც დნმ-ის ნორმალური ფუძეების მსგავსია, მაგრამ არასწორადა წყვილდებიან დნმ-ის რეპლიკაციის დროს.
Base analogs are chemicals that are similar to normal DNA bases but that pair incorrectly during DNA replication.
525828.
Biology | Chapter XVII
ზოგიერთი სხვა ქიმიური მუტაგენი ხელს უშლის დნმ-ის სწორად რეპლიცირებას იმით, რომ თავად ჩაერთვებიან დნმ-ში და არღვევენ ორმაგ სპირალს.
Some other chemical mutagens interfere with correct DNA replication by inserting themselves into the DNA and distorting the double helix.
525829.
Biology | Chapter XVII
კიდევ სხვა ტიპის მუტაგენები ქიმიურ ცვლილებებს იწვევენ ფუძეებში და ამის შედეგად, ცვლიან მათი შეწყვილების თვისებებს.
Still other mutagens cause chemical changes in bases that change their pairing properties.
525830.
Biology | Chapter XVII
მკვლევრებმა სხვადასხვა მეთოდი შეიმუშავეს ამა თუ იმ ქიმიური ნაერთის მუტაგენური აქტივობის დასადგენად.
Researchers have developed various methods to test the mutagenic activity of different chemicals.
525831.
Biology | Chapter XVII
ამ ტესტებს უმთავრესად იყენებენ ქიმიური ნივთიერებების გამოსავლენად, რომელთაც, შესაძლოა, გამოიწვიონ კიბო.
A major application of these tests is the preliminary screening of chemicals to identify those that may cause cancer.
525832.
Biology | Chapter XVII
ეს მიდგომა შეიძლება სასარგებლო იყოს, რადგანაც კანცეროგენების (სიმსივნის გამომწვევი ქიმიური ნაერთების) უმეტესობა მუტაგენურია და, პირიქით, მუტაგენების უმეტესობა კანცეროგენურია.
This approach makes sense because most carcinogens (cancer-causing chemicals) are mutagenic and, conversely, most mutagens are carcinogenic.
525833.
Biology | Chapter XVII
რა არის გენი?
What is a gene?
525834.
Biology | Chapter XVII
გენის ჩვენეული განსაზღვრება იხვეწებოდა წიგნის რამდენიმე თავის მსვლელობაში, ისევე, როგორც ხდებოდა გენეტიკის ისტორიის განმავლობაში.
Our definition of a gene has evolved over the past few chapters, as it has through the history of genetics.
525835.
Biology | Chapter XVII
ჩვენ დავიწყეთ მენდელის კონცეფციით გენზე, როგორც მემკვიდრეობის დისკრეტულ ერთეულზე, რომელიც მოქმედებს ფენოტიპურ მახასიათებლებზე.
We began with the Mendelian concept of a gene as a discrete unit of inheritance, that affects a phenotypic character.
525836.
Biology | Chapter XVII
ჩვენ ვნახეთ, რომ მორგანმა და მისმა კოლეგებმა ასეთი გენები მიაკუთვნეს სპეციფიკურ ლოკუსებს ქრომოსომებზე.
We saw that Morgan and his colleagues assigned such genes to specific loci on chromosomes.
525837.
Biology | Chapter XVII
შემდეგ, ჩვენ განვიხილეთ გენი, როგორც დნმ-ის მოლეკულის სიგრძის გასწვრივ განლაგებული სპეციფიკური ნუკლეოტიდური თანამიმდევრობის მქონე უბანი.
We went on to view a gene as a region of specific nucleotide sequence along the length of a DNA molecule.
525838.
Biology | Chapter XVII
დაბოლოს, ამ თავში, ჩვენ წარმოგიდგინეთ გენის ფუნქციონალური განსაზღვრა, როგორც დნმ-ის თანამიმდევრობისა, რომელიც კოდირებს სპეციფიკურ პოლიპეპტიდურ ჯაჭვს.
Finally, in this chapter, we have considered a functional definition of a gene as a DNA sequence coding for a specific polypeptide chain.
525839.
Biology | Chapter XVII
ყველა ეს განსაზღვრა გამოსადეგია, იმის მიხედვით, თუ რა კონტექსტში ხდება გენების შესწავლა.
All these definitions are useful, depending on the context in which genes are being studied.
525840.
Biology | Chapter XVII
თვით ერთი გენი - ერთი პოლიპეპტიდის მოდელი საჭიროებს სრულყოფასა და შერჩევით გამოყენებას.
Even the one gene-one polypeptide model must be refined and applied selectively.