669199 Records found
525881.
Biology | Chapter XVIII
გაფილტვრის შემდეგ, წვენი მაინც იწვევდა მოზაიკურ დაავადებას.
After filtering, the sap still produced mosaic disease.
525882.
Biology | Chapter XVIII
ივანოვსკი ერთგული დარჩა ჰიპოთეზისა, რომ ბაქტერია იწვევს თამბაქოს მოზაიკის დაავადებას.
Ivanowsky clung to the hypothesis that bacteria caused tobacco mosaic disease.
525883.
Biology | Chapter XVIII
შესაძლოა, ასაბუთებდა ის, ბაქტერია ისეთი პატარაა, რომ გაივლის ფილტრში ან წარმოქმნის ფილტრში გაღწევად ტოქსინს, რომელიც იწვევს დაავადებას.
Perhaps, he reasoned, the bacteria were so small that they passed through the filter or made a filterable toxin that caused the disease.
525884.
Biology | Chapter XVIII
ეს უკანასკნელი შესაძლებლობა გამოირიცხა, როდესაც ჰოლანდიელმა ბოტანიკოსმა მარტინუს ბეიერინკმა აღმოაჩინა, რომ გაფილტრულ წვენში არსებულ ინფექციის გამომწვევ აგენტს რეპროდუცირება შეუძლია.
This latter possibility was ruled out when the Dutch botanist Martinus Beijerinck discovered that the infectious agent in the filtered sap could reproduce.
525885.
Biology | Chapter XVIII
ის მცენარეებს გაფილტრულ წვენს უსვამდა და მათში მოზაიკის დაავადების განვითარების შემდეგ, იყენებდა უკვე მათგან მიღებულ წვენს სხვა მცენარეების ინფიცირებისათვის; და ამ პროცესს განაგრძობდა ინფექციათა რამდენიმე სერიის განმავლობაში.
He rubbed plants with filtered sap, and after these plants developed mosaic disease, he used their sap to infect more plants, continuing this process through a series of infections.
525886.
Biology | Chapter XVIII
პათოგენი უნდა გამრავლებულიყო, რადგან მის მიერ დაავადების გამოწვევის უნარი არ სუსტდებოდა მცენარიდან მცენარეზე მრავალჯერადი გადატანის შემდეგაც კი.
The pathogen must have been reproducing, for its ability to cause disease was undiluted after several transfers from plant to plant.
525887.
Biology | Chapter XVIII
ფაქტობრივად, პათოგენი რეპროდუცირდებოდა მხოლოდ მის მიერ ინფიცირებულ მასპინძელ უჯრედში.
In fact, the pathogen reproduced only within the host it infected.
525888.
Biology | Chapter XVIII
ბაქტერიისაგან განსხვავებით, მოზაიკის დაავადების საიდუმლო აგენტის კულტივირება საკვებ არეზე სინჯარებსა თუ პეტრის ჯამებზე შეუძლებელი იყო.
Unlike bacteria, the mysterious agent of mosaic disease could not be cultivated on nutrient media in test tubes or petri dishes.
525889.
Biology | Chapter XVIII
ბეიერინკმა წარმოიდგინა, რომ ეს გამრავლებადი ნაწილაკი ბაქტერიასთან შედარებით ბევრად პატარა და მარტივი იყო.
Beijerinck imagined a reproducing particle much smaller and simpler than bacteria.
525890.
Biology | Chapter XVIII
მისი ვარაუდი დადასტურდა 1935 წელს, როდესაც ამერიკელმა მეცნიერმა უენდელ სტენლიმ მოახდინა ინფექციური ნაწილაკის კრისტალიზება.
His suspicions were confirmed in 1935 when the American scientist Wendell Stanley crystallized the infectious particle.
525891.
Biology | Chapter XVIII
ეს ნაწილაკი ახლა ცნობილია, როგორც თამბაქოს მოზაიკის ვირუსი (თმვ).
It is now known as tobacco mosaic virus (TMV).
525892.
Biology | Chapter XVIII
შემდგომში, თმვ-ის და სხვა მრავალი ვირუსის დანახვა რეალურად გახდა შესაძლებელი ელექტრონული მიკროსკოპის საშუალებით.
Subsequently, TMV and many other viruses were actually seen with the help of the electron microscope.
525893.
Biology | Chapter XVIII
ვირუსების სტრუქტურა.
Structure of Viruses.
525894.
Biology | Chapter XVIII
უმცირესი ვირუსები მხოლოდ 20 ნმ-ია დიამეტრში - უფრო ნაკლები, ვიდრე რიბოსომა.
The tiniest viruses are only 20 nm in diameter-smaller than a ribosome.
525895.
Biology | Chapter XVIII
ქინძისთავზე ადვილად დაეტევა მილიონობით ვირუსი.
Millions could easily fit on a pinhead.
525896.
Biology | Chapter XVIII
თვით ყველაზე დიდი ვირუსებიც ძლივს ჩანს სინათლის მიკროსკოპში.
Even the largest viruses are barely visible in the light microscope.
525897.
Biology | Chapter XVIII
სტენლის აღმოჩენა, რომ შესაძლებელია გარკვეული ვირუსების კრისტალიზაცია, წარმოადგენდა მეტად საინტერესო და ასევე დაუჯერებელ ამბავს.
Stanley's discovery that some viruses could be crystallized was exciting and puzzling news.
525898.
Biology | Chapter XVIII
თვით უმარტივეს უჯრედებსაც არ შეუძლიათ აგრეგაცია რეგულარულ კრისტალებად.
Not even the simplest of cells can aggregate into regular crystals.
525899.
Biology | Chapter XVIII
მაგრამ თუ ვირუსები უჯრედები არ არის, მაშინ რას წარმოადგენენ ისინი?
But if viruses are not cells, then what are they?
525900.
Biology | Chapter XVIII
ისინი არიან ინფექციის გამომწვევი ნაწილაკები, რომლებიც შედგება ცილოვან გარსში და, ზოგ შემთხვევებში, მემბრანულ გარეთა გარსში მოთავსებული ნუკლეინის მჟავისაგან.
They are infectious particles consisting of nucleic acid enclosed in a protein coat and, in some cases, a membranous envelope.