669199 Records found
526701.
Biology | Chapter XIX
პროცესში მონაწილე ცილებმა მრნმ-ის ორი ბოლო ხანმოკლე პერიოდით შეიძლება ერთმანეთთან ახლოს მიიტანონ
The two ends of the mRNA may be briefly held together by the proteins involved
526702.
Biology | Chapter XIX
კრიტიკული საფეხური - კეპის მოშორება, მრნმ-ში ასევე გარკვეული ნუკლეოტიდური თანამიმდევრობით რეგულირდება.
Removal of the cap, a critical step, is also regulated by particular nucleotide sequences in the mRNA.
526703.
Biology | Chapter XIX
ნუკლეაზური ფერმენტები კეპის მოცილების შემდეგ მთელ მრნმ-ს სწრაფად შლიან.
Once the cap is removed, nuclease enzymes rapidly chew up the mRNA.
526704.
Biology | Chapter XIX
ნუკლეოტიდურ თანამიმდევრობებს, რომლებიც მრნმ-ის ინტაქტურობის დროის ხანგრძლივობაზე მოქმედებს, ხშირად ხედავენ მოლეკულის 3’ ბოლოსთან განლაგებულ არატრანსლირებად უბანში (ატუ).
Nucleotide sequences that affect the length of time an mRNA remains intact are often found in the untranslated region (UTR) at the 3' end of the molecule.
526705.
Biology | Chapter XIX
მკვლევრებმა ერთ ექსპერიმენტში ასეთი თანამიმდევრობა ზრდის ფაქტორის ხანმოკლედ მცხოვრები მრნმ-დან ჩვეულებრივ, სტაბილური გლობინის მრნმ-ის 3’ ბოლოში გადაიტანეს.
In one experiment, researchers transferred such a sequence from the shortlived mRNA for a growth factor to the 3' end of a normally stable globin mRNA.
526706.
Biology | Chapter XIX
გლობინის მრნმ სწრაფად დეგრადირდა.
The globin mRNA was quickly degraded.
526707.
Biology | Chapter XIX
უკანასკნელი წლების განმავლობაში გამოვლინდა სხვა მექანიზმიც, რომლის საშუალებით ხდება სპეციფიკური მრნმ-ის მოლეკულების ექსპრესიის ბლოკირება.
During the past few years, another mechanism that blocks expression of specific mRNA molecules has come to light.
526708.
Biology | Chapter XIX
მკვლევრებმა აღმოაჩინეს პატარა ერთჯაჭვიანი რნმ-ის მოლეკულები - მიკრო რნმ-ები (მირნმ), რომლებსაც მრნმ-ის მოლეკულებზე კომპლემენტარულ თანამიმდევრობებთან დაკავშირება შეუძლიათ.
Researchers have found small single-stranded RNA molecules, called microRNAs (miRNAs), that can bind to complementary sequences in mRNA molecules.
526709.
Biology | Chapter XIX
მირნმ-ები უფრო გრძელი წინამორბედი რნმ-ებისაგან წარმოიქმნება, რომლებიც საკუთარ თავზე უკან იკეცებიან.
The miRNAs are formed from longer RNA precursors that fold back on themselves.
526710.
Biology | Chapter XIX
ვიღებთ გრძელ, ორჯაჭვიან, თმის სარჭისებრ სტრუქტურას, რომელსაც წყალბადური ბმები ინარჩუნებს.
Forming a long, double-stranded hairpin structure held together by hydrogen bonds.
526711.
Biology | Chapter XIX
ფერმენტი დაისერი ამ ორჯაჭვიანი რნმ-ის მოლეკულას მოკლე ფრაგმენტებად ჭრის.
An enzyme, fittingly called Dicer, then cuts the double-stranded RNA molecule into short fragments.
526712.
Biology | Chapter XIX
ორი ჯაჭვიდან ერთი დეგრადირდება, ხოლო მეორე ჯაჭვი (მირნმ) უკავშირდება დიდ ცილოვან კომპლექსს.
One of the two strands is degraded, and the other strand (miRNA) associates with a large protein complex.
526713.
Biology | Chapter XIX
მისი საშუალებით კომპლექსი ებმის კომპლემენტარული თანმიმდევრობის მქონე ნებისმიერ მრნმ-ს.
It acts as a homing device, directing the complex to any mRNA molecules that have the complementary sequence.
526714.
Biology | Chapter XIX
სხვადასხვა ფაქტორების მოქმედების მიხედვით მირნმ-ცილოვანი კომპლექსი ან სამიზნე მრნმ-ის დეგრადაციას, ან მისი ტრანსლაციის ბლოკირებას იწვევს.
Depending on various factors, the miRNA-protein complex then either degrades the target mRNA or blocks its translation.
526715.
Biology | Chapter XIX
რნმ-ის მოლეკულების მიერ გენთა ექსპრესიის ინჰიბიცია ბიოლოგებმა აღმოაჩინეს, როცა შეამჩნიეს, რომ უჯრედში ორჯაჭვიანი რნმ-ის მოლეკულების შეყვანა იმავე თანამიმდევრობის მქონე გენის გამორთვას იწვევს.
Inhibition of gene expression by RNA molecules was first observed by biologists who noticed that injecting doublestranded RNA molecules into a cell somehow turned off a gene with the same sequence.
526716.
Biology | Chapter XIX
ამ ექსპერიმენტულ ფენომენს რნმ-ის ინტერფერენცია (ან რნმი) უწოდეს.
They called this experimental phenomenon RNA interference (or RNAi).
526717.
Biology | Chapter XIX
შემდგომში გამოვლინდა, რომ ამ ფენომენის გამომწვევებია მცირე ინტერფერენციული რნმ-ები (მინრნმ).
It was later shown to be due to small interfering RNAs (siRNAs).
526718.
Biology | Chapter XIX
ეს მირნმ-ების მსგავსი ზომისა და ფუნქციების მქონე რნმ-ებია.
RNAs of similar size and function as miRNAs.
526719.
Biology | Chapter XIX
შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ მინრნმ-ების წარმომქმნელი უჯრედული მექანიზმი ძალიან წააგავს უჯრედში, ბუნებრივ პირობებში მირნმ-ების წარმოქმნაზე პასუხისმგებელ მექანიზმს.
In fact, subsequent research showed that the cellular machinery that generates siRNAs is the very same as that responsible for producing miRNAs naturally in the cell.
526720.
Biology | Chapter XIX
ასევე მსგავსია ამ მცირე რნმ-ების მოქმედების მექანიზმები.
The mechanisms by which these small RNAs function appear to be similar as well.