669200 Records found
527661.
Biology | Chapter XX
ყოველთვის არის საფრთხე, რომ ზედმეტი რეგულაცია შეაფერხებს ბაზისურ კვლევას და მის პოტენციურ სარგებელს.
There is always a danger that too much regulation will stifle basic research and its potential benefits.
527662.
Biology | Chapter XX
თუმცა დნმ-ის ტექნოლოგიების და გენური ინჟინერიის სიმძლავრე – ჩვენი უნარი, სწრაფად და ძლიერად შევცვალოთ სახეობები, რომლებიც ვითარდებოდნენ ათასწლეულების განმავლობაში, მოითხოვს, ვიმოქმედოთ სიფრთხილით და თავმდაბლობით.
However, the power of DNA technology and genetic engineeringour ability to profoundly and rapidly alter species that have been evolving for millennia-demands that we proceed with humility and caution.
527663.
Biology | Chapter XXI
განვითარების გენეტიკური საფუძვლები.
The Genetic Basis of Development.
527664.
Biology | Chapter XXI
ერთი უჯრედიდან მრავალუჯრედიან ორგანიზმამდე.
From Single Cell to Multicellular Organism.
527665.
Biology | Chapter XXI
მოლეკულების, უჯრედების და გენების შესახებ თქვენს მიერ უკვე ნასწავლი მასალის გამოყენებით, ამ თავში განვიხილავთ ბიოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხს - როგორ ვითარდება რთული მრავალუჯრედიანი ორგანიზმი ერთი უჯრედიდან.
his chapter applies much of what you've learned about molecules, cells, and genes to one of biology's most important questions-how a complex multicellular organism develops from a single cell.
527666.
Biology | Chapter XXI
გენეტიკური ანალიზის და დნმ ტექნოლოგიების გამოყენებამ განვითარების შესწავლის სფეროში გადატრიალება მოახდინა.
The application of genetic analysis and DNA technology to the study of development has revolutionized the field.
527667.
Biology | Chapter XXI
ისევე, როგორც თავის დროზე უჯრედული მეტაბოლიზმის გზების დასადგენად მეცნიერები იყენებდნენ მუტაციებს, ახლა მუტაციებს იყენებენ განვითარების გზების გასაანალიზებლად.
In much the same way that researchers have used mutations to deduce pathways of cellular metabolism, they now use mutations to dissect developmental pathways.
527668.
Biology | Chapter XXI
შვეიცარიელი მეცნიერების ბრწყინვალე ექსპერიმენტმა 1995 აჩვენა, რომ დროზოფილას თვალის განვითარებას ბიძგს აძლევს ერთი კონკრეტული გენი, რომელიც მოქმედებს, როგორც პროცესის ჩამრთველი.
In one striking example, Swiss researchers demonstrated in 1995 that a particular gene functions as a master switch that triggers development of the eye in Drosophila.
527669.
Biology | Chapter XXI
სკანერულ ელექტრონულ მიკროგრაფიაზე ჩანს დროზოფილას თავის ნაწილი, რომლის თითოეულ ანტენაზე განვითარებულია პატარა დამატებითი თვალი.
The scanning electron micrograph in Figure 21.1 shows part of the head of an abnormal fly that has a small extra eye on each antenna.
527670.
Biology | Chapter XXI
ამ ინდივიდის შემთხვევაში თვალის განვითარების ჩამრთველი გენის ექსპრესირდა სხეულის არანორმალურ ადგილზე და გამოიწვია დამატებითი თვალის განვითარება.
In this fly, the master gene triggering eye development was expressed in an abnormal body location, causing extra eyes.
527671.
Biology | Chapter XXI
მსგავსი გენი ააქტიურებს თვალის განვითარებას თაგვებში და სხვა ძუძუმწოვრებშიც.
A similar gene activates eye development in mice and other mammals.
527672.
Biology | Chapter XXI
ფაქტობრივად, განვითარების ბიოლოგებმა აღმოაჩინეს ისეთი მექანიზმების მნიშვნელოვანი მსგავსებები, რომლებიც ორგანიზმთა მრავალფეროვნებას ქმნიან.
In fact, developmental biologists are discovering remarkable similarities in the mechanisms that form diverse organisms.
527673.
Biology | Chapter XXI
განვითარების მეცნიერული კვლევა დაიწყო დაახლოებით 130 წლის წინ, დაახლოებით იმავე დროს, შეიძლება ითქვას გენეტიკური კვლევების პარალელურად.
The scientific study of development got under way about 130 years ago, around the same time as genetics.
527674.
Biology | Chapter XXI
მაგრამ ათწლეულების მანძილზე ეს ორი დისციპლინა ძირითადად დამოუკიდებლად ვითარდებოდა.
But for decades, the two disciplines proceeded along mostly separate paths.
527675.
Biology | Chapter XXI
განვითარების ბიოლოგები ფოკუსირდებოდნენ ემბრიოლოგიაზე, სწავლობდნენ განვითარების სტადიებს, რომლებსაც გაივლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ორგანიზმის სრულად ჩამოყალიბებამდე.
Developmental biologists focused on embryology, the study of the stages of development leading from a fertilized egg to a fully formed organism.
527676.
Biology | Chapter XXI
ისინი შეისწავლიდნენ ცხოველებს, რომლებიც დებენ კვერცხებს წყალში, ზღვის უხერხემლოების და მტკნარი წყლის ხერხემლიანების, ამფიბიების ჩათვლით, როგორიცაა მაგალითად, ბაყაყი.
They studied animals that lay their eggs in water, including marine invertebrates and freshwater vertebrate amphibians, such as frogs.
527677.
Biology | Chapter XXI
ამ და სხვა ცხოველების, და ასევე მცენარეების კვლევის საფუძველზე, ბიოლოგებმა მაკროსკოპულ და მიკროსკოპულ დონეზე აღწერეს ცხოველთა და მცენარეთა განვითარება.
By studying these and other animals, as well as plants, biologists worked out a description of animal development and plant development at the macroscopic and microscopic levels.
527678.
Biology | Chapter XXI
უკანასკნელ წლებში მეცნიერებმა განვითარების ბიოლოგიის კვლევებისათვის გამოიყენეს მოლეკულური გენეტიკის კონცეფციები და აღჭურვილობა, და მნიშვნელოვან შედეგებსაც მიაღწიეს.
In recent years, scientists have applied the concepts and tools of molecular genetics to the study of developmental biology with remarkably fruitful results.
527679.
Biology | Chapter XXI
ამ თავში, მოლეკულური და გენეტიკური კვლევების შედეგად მიღებული ცოდნის საფუძველზე, წარმოგიდგენთ რამდენიმე ძირითად მექანიზმს, რომლებიც ცხოველებსა და მცენარეებში განვითარებას აკონტროლებენ.
In this chapter, we introduce some of the basic mechanisms that control development in animals and plants, focusing on what has been learned from molecular and genetic studies.
527680.
Biology | Chapter XXI
ძირითადი უჯრედული პროცესების აღწერის შემდეგ განვიხილავთ საკითხს, თუ როგორ ყალიბდება ერთმანეთისგან განსხვავებული უჯრედები და იმ ფაქტორებს, რომლებიც განსაზღვრავენ ამ სხვადასხვა ტიპის უჯრედების სივრცობრივ მოდელს (პატერნს) ემბრიონში.
After introducing the basic cellular processes underlying development, we consider how cells become different from each other and the factors that establish the spatial pattern of these different types of cells in the embryo.