მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527681.
ბიოლოგია | თავი XXI
შემდეგ, ჩვენ უფრო დეტალურად განვიხილავთ განვითარების ზოგიერთი სპეციფიკური ფენომენის მოლეკულურ საფუძვლებს.
Next, we examine in more detail the molecular basis of several specific developmental phenomena as examples of some general principles of development.
527682.
ბიოლოგია | თავი XXI
და ბოლოს, ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ სხვადასხვა სახეობის განვითარების პროცესის შედარების საფუძველზე.
Finally, we discuss what researchers can learn about evolution from comparing developmental processes in different species.
527683.
ბიოლოგია | თავი XXI
როდესაც კვლევის პირველად მიზანს წარმოადგენს ძირითადი ბიოლოგიური პრინციპების დადგენა, კვლევისთვის შერჩეულ ორგანიზმს ჰქვია სამოდელო ორგანიზმი.
When the primary research goal is to understand broad biological principles, the organism chosen for study is called a model organism.
527684.
ბიოლოგია | თავი XXI
მკვლევრები კონკრეტული საკითხის შესწავლისათვის ირჩევენ სამოდელო ორგანიზმს, რომელიც იქნება უფრო დიდი ჯგუფის წარმომადგენელი და ადვილად გამრავლდება ლაბორატორიულ პირობებში.
Researchers select model organisms that lend themselves to the study of a particular question, are representative of a larger group, and are easy to grow in the lab.
527685.
ბიოლოგია | თავი XXI
გენებსა და განვითარებას შორის კავშირების დადგენის მიზნით მკვლევრები მიმართავენ ისეთ ორგანიზმებს, რომლებსაც აქვთ თაობის ცვლის მოკლე პერიოდი, მცირე გენომი, და რომელთა შესახებაც გააჩნიათ საკმარისი ინფორმაცია.
For research aimed at uncovering the connections between genes and development, biologists have turned to organisms which have relatively short generation times and small genomes and about which much is already known.
527686.
ბიოლოგია | თავი XXI
ასეთი ატრიბუტების მქონე ორგანიზმები განსაკუთრებით შესაფერისია გენეტიკური კვლევებისათვის.
Organisms with these attributes are particularly convenient for genetic analysis.
527687.
ბიოლოგია | თავი XXI
განვითარების გენეტიკის სფეროში საყვარელ სამოდელო ორგანიზმთა შორის არიან ხილის ბუზი Drosophila melanogaster, nematoda Caenorhabditis elegans, თაგვი Mus musculus, ზებრა თევზი Danio rerio, და arabidofsisi Arabidopsis thaliana.
Among the favorite model organisms in developmental genetics are the fruit fly Drosophila melanogaster, the nematode Caenorhabditis elegans, the mouse Mus musculus, the zebrafish Danio rerio, and the plant Arabidopsis thaliana.
527688.
ბიოლოგია | თავი XXI
თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ორგანიზმებს სურათზე 21.2.
Before proceeding, acquaint yourself with these model organisms in Figure 21.2.
527689.
ბიოლოგია | თავი XXI
განვითარების პრინციპები, რომლებიც ჩვენ დავადგინეთ ამ ორგანიზმების შესწავლის შედეგად, წარმოდგენილი იქნება ამ თავში.
Developmental principles we have learned from studying these organisms will be presented throughout this chapter.
527690.
ბიოლოგია | თავი XXI
ემბრიონალური განვითარება მოიცავს უჯრედების დაყოფას, დიფერენცირებას და მორფოგენეზს ორგანიზმების უმრავლესობის ემბრიონალურ განვითარებაში.
Embryonic development involves cell division, cell differentiation, and morphogenesis.
527691.
ბიოლოგია | თავი XXI
ერთუჯრედიანი ზიგოტიდან (განაყოფიერებული კვერცხუჯრედი) ვითარდება სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა სტრუქტურის და შესაბამისად, სხვადასხვა ფუნქციის მქონე უჯრედები.
In the embryonic development of most organisms, a singlecelled zygote (fertilized egg) gives rise to cells of many different types, each type with a different structure and corresponding function.
527692.
ბიოლოგია | თავი XXI
მაგალითად, ცხოველს ექნება კუნთოვანი უჯრედები, რომლებიც ემსახურებიან მოძრაობას და ნერვული უჯრედები, რომლებიც გადასცემენ სიგნალს კუნთოვან უჯრედებს.
For example, an animal will have muscle cells that enable it to move and nerve cells that transmit signals to the muscle cells.
527693.
ბიოლოგია | თავი XXI
მცენარეს ექნება მეზოფილური უჯრედები, რომლებიც აწარმოებენ ფოტოსინთეზს და ფორების გარშემო განლაგებული ჩამკეტი უჯრედები, რომლებიც არეგულირებენ გაზთა მიმოცვლას.
A plant will have mesophyll cells that carry out photosynthesis and guard cells around stomata (pores) that regulate the passage of gases into and out of leaves.
527694.
ბიოლოგია | თავი XXI
მრავალუჯრედიანი ორგანიზმის სხვადასხვა ტიპის უჯრედები ქმნიან ქსოვილებს, ქსოვილები - ორგანოებს, ორგანოები - ორგანოთა სისტემებს, ხოლო ორგანოთა სისტემები - მთლიან ორგანიზმს.
Within a multicellular organism, cells of different types are organized into tissues, tissues into organs, organs into organ systems, and organ systems into the whole organism.
527695.
ბიოლოგია | თავი XXI
ამგვარად, ემბრიონალური განვითარების პროცესი უნდა გულისხმობდეს არა მხოლოდ სხვადასხვა ტიპის უჯრედების დიფერენცირებას, არამედ უფრო მაღალი დონის სტრუქტურების ორგანიზებას განსაზღვრული სივრცითი ორიენტაციით სამ განზომილებაში.
Thus, the process of embryonic development must give rise not only to cells of different types but to higher-level structures arranged in a particular way in three dimensions.
527696.
ბიოლოგია | თავი XXI
სურათზე 21.3 მოცემული ფოტოები ასახავს ზიგოტის ტრანსფორმირებას მრავალუჯრედიან ორგანიზმად.
The photos in Figure 21.3 illustrate the dramatic transformation of a zygote into an organism.
527697.
ბიოლოგია | თავი XXI
ეს ტრანსფორმაცია არის სამი ურთიერთდაკავშირებული პროცესის შედეგი: უჯრედების დაყოფა, უჯრედების დიფერენცირება და მორფოგენეზი.
This transformation results from three interrelated processes: cell division, cell differentiation, and morphogenesis.
527698.
ბიოლოგია | თავი XXI
უჯრედების თანმიმდევრული მიტოზური დაყოფის შედეგად წარმოიქმნება უჯრედების დიდი რაოდენობა.
Through a succession of mitotic cell divisions, the zygote gives rise to a large number of cells.
527699.
ბიოლოგია | თავი XXI
თუმცა მხოლოდ უჯრედების დაყოფის შედეგად წარმოიქმნებოდა იდენტური უჯრედების გორგალი, რომელსაც არაფერი საერთო არ ექნებოდა მცენარესთან ან ცხოველთან.
Cell division alone, however, would produce only a great of identical cells, nothing like an animal or plant.
527700.
ბიოლოგია | თავი XXI
ემბრიონალური განვითარების დროს კი ხდება არა მარტო უჯრედების რაოდენობის მატება, არამედ უჯრედების დიფერენცირებაც, პროცესი, რომლის დროსაც უჯრედები სპეციალიზდება გარკვეული სტრუქტურების და ფუნქციების თვალსაზრისით.
During embryonic development, cells not only increase in number, but also undergo cell differentiation, the process by which cells become specialized in structure and function.