668040 Records found
561741.
Biology | Chapter XXXII
ლარვა არის ცხოველის სქესობრივად მოუმწიფებელი ფორმა, ის მორფოლოგიურად განსხვავდება ზრდასრული ფორმისგან, განსხვავებულად იკვებება, და შეიძლება ზრდასრული ფორმისგან განსხვავებული გავრცელების არეალიც კი ჰქონდეს.
A larva is a sexually immature form of an animal that is morphologically distinct from the adult stage, usually eats different food, and may even have a different habitat than the adult.
561742.
Biology | Chapter XXXII
ცხოველთა ლარვები განიცდიან საბოლოო მეტამორფოზს – განვითარებას, რომლის შედეგად ლარვა გარდაიქმნება ზრდასრულ ცხოველად.
Animal larvae eventually undergo metamorphosis, a resurgence of development that transforms the animal into an adult.
561743.
Biology | Chapter XXXII
ყველა ევკარიოტს გააჩნიათ გენები, რომლებიც მართავენ სხვა გენების მუშაობას, ამ რეგულატორული გენების უმრავლესობას აქვთ დნმ-ის თანმიმდევრობის საერთო მონაკვეთები, რომლებსაც ჰომეობოქსებს (დნმ-ის ნუკლეოტიდების გარკვეული თანმიმდევრობა) ეძახიან.
All eukaryotes have genes that regulate the expression of other genes, and many of these regulatory genes contain common "modules" of DNA sequences called homeoboxes.
561744.
Biology | Chapter XXXII
ცხოველებს აქვთ საერთო უნიკალური ჰომეობოქს-შემცველი გენების ოჯახი, ის Hox გენების სახელით არის ცნობილი. ფიქრობენ, რომ გენების ეს ოჯახი განვითარდა ევკარიოტებში, რამაც დასაბამი მისცა ცხოველების განვითარებას.
Animals share a unique homeobox-containing family of genes, known as Hox genes, suggesting that this gene family evolved in the eukaryote lineage that gave rise to animals.
561745.
Biology | Chapter XXXII
Hox-გენები ძალიან დიდ როლს თამაშობენ ცხოველების ემბრიონების განვითარებაში. ისინი აკონტროლებენ ათეულობით ან ასეულობით სხვა გენებს და მათ მუშაობას.
Hox genes play important roles in the development of animal embryos, controlling the expression of dozens or even hundreds of other genes.
561746.
Biology | Chapter XXXII
ამგვარად Hox-გენებს შეუძლიათ უჯრედის დაყოფის და დიფერენციაციის კონტროლი და ცხოველის სხვადასხვა მორფოლოგიური ნიშან-თვისებების შექმნა.
Hox genes can thus control cell division and differentiation, producing different morphological features of animals.
561747.
Biology | Chapter XXXII
ღრუბელებს, რომლებიც თანამედროვე ცხოველებს შორის უმარტივესები არიან, აქვთ Hox-გენები, რომლებიც არეგულირებენ სხეულის კედელში წყლის არხების ფორმირებას (ღრუბელების მორფოლოგიის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი).
The sponges, which represent the lineage of simplest extant (living) animals, have Hox genes that regulate the formation of water channels in the body wall, the primary feature of sponge morphology.
561748.
Biology | Chapter XXXII
უფრო რთული აგებულების ცხოველებში Hox-გენებმა განიცადეს შემდგომი გაორმაგება, რითაც შეიძინეს განვითარების რეგულაციის მეტი შესაძლებლობა.
In more complex animals, the Hox gene family underwent further duplications, yielding a more versatile "toolkit" for regulating development.
561749.
Biology | Chapter XXXII
ბილატერალებში, (ორმხრივი სიმეტრიის მქონე ცხოველები, ჯგუფი, რომელშიც შედიან ხერხემლიანები, მწერები და სხვა ცხოველების უმრავლესობა) Hox-გენები აკონტროლებენ და არეგულირებენ წინა-უკანა ღერძის ჩამოყალიბებას, ისევე როგორც განვითარების სხვა მომენტებს.
In bilaterians (a grouping that includes vertebrates, insects, and most other animals), Hox genes regulate patterning of the anteriorposterior axis, as well as other aspects of development.
561750.
Biology | Chapter XXXII
გენების ეს უცვლელი ქსელი მართავს ადამიანის და ბუზის განვითარებას, მიუხედავად მათ შორის არსებული ღრმა განსხვავებების და ათეული მილიონობით წლების განმავლობაში მათი განსხვავებული (დივერგენტული) ევოლუციის.
The same conserved genetic network governs the development of both a fly and a human, despite their obvious differences and hundreds of millions of years of divergent evolution.
561751.
Biology | Chapter XXXII
ცხოველთა ისტორია შესაძლებელია მილიარდ წელზე მეტ დროს გრძელდება.
The history of animals may span more than a billion years.
561752.
Biology | Chapter XXXII
ცხოველთა სამეფოში შედიან არა მარტო მრავალნაირი თანამედროვე სახეობები, არამედ გადაშენებული სახეობები, რომელთა რიცხვი გაცილებით მეტია ამჟამად არსებულ სახეობათა რიცხვზე.
The animal kingdom includes not only the great diversity of living species, but the even greater diversity of extinct ones as well.
561753.
Biology | Chapter XXXII
ზოგიერთი პალეობიოლოგი თვლის, რომ ოდესმე არსებული სახეობების 99% გადაშენდა.
Some paleontologists have estimated that 99% of all animal species are extinct.
561754.
Biology | Chapter XXXII
სხვადასხვა გამოკვლევების მიხედვით ცხოველთა გავრცელება დაიწყო მილიარდ წელზე მეტი დროს წინათ.
Various studies suggest that animal diversification began more than a billion years ago.
561755.
Biology | Chapter XXXII
მაგალითად, მოლეკულურ საათზე დაფუძნებული გამოკვლევებიდან გამომდინარეობს ვარაუდი, რომ ცხოველთა წინაპრები გამოეყვნენ სოკოების წინაპრებს 1,5 მილიარდი წლის წინ.
For example, some calculations based on molecular clocks estimate that the ancestors of animals diverged from the ancestors of fungi as far back as 1.5 billion years ago.
561756.
Biology | Chapter XXXII
თანამედროვე ცხოველების საერთო წინაპრის ანალოგიურმა გამოკვლევებმა გვაჩვენეს, რომ ის ცხოვრობდა 1,2 მილიარდიდან-800 მილიონი წლის წინათ.
Similar studies on the common ancestor of living animals suggest that it lived 1.2 billion 800 million years ago.
561757.
Biology | Chapter XXXII
ამ სექციაში განვიხილავთ ნამარხებს რომლებიც ადასტურებენ ცხოველთა ევოლუციას ოთხი გეოლოგიური ერის განმავლობაში.
In this section, we will survey fossil evidence of animal evolution over four geologic eras.
561758.
Biology | Chapter XXXII
ნეოპროტეოზოური ერა (1 მილიარდი - 542 მილიონი წლის წინათ).
Neoproterozoic Era (1 Billion-542 Million Years Ago).
561759.
Biology | Chapter XXXII
მიუხედავად იმისა, რომ მოლეკულური მონაცემების მიხედვით ცხოველები 1,5 მილიარდი წლის წინათ წარმოიქმნენ, პირველი დადასტურებული ცხოველთა ნამარხები ითვლიან მხოლოდ 575 მილიონ წელიწადს.
Despite the molecular data indicating a much earlier origin of animals, the first generally accepted fossils of animals are only 575 million years old.
561760.
Biology | Chapter XXXII
ამ ნამარხების ერთობლიობას ეძახიან ედიაკარას ფაუნას ავსტრალიის ედიაკარა მთების სახელით, სადაც ისინი პირველად აღმოაჩინეს.
These fossils are known collectively as the Ediacaran fauna, named for the Ediacara Hills of Australia where they were first discovered.