668040 Records found
562241.
Biology | Chapter XXXIII
მაგალითად: მწერების უმეტესობას აქვს ტრაქეალური სისტემა. ეს დატოტვილი საჰაერო არხების სისტემაა, რომლებიც კუტიკულის ფორებიდან სხეულის შიგნით ვრცელდება.
Most insects, for instance, have tracheal systems, branched air ducts leading into the interior from pores in the cuticle.
562242.
Biology | Chapter XXXIII
მოლეკულური გენეტიკის აღმოჩენებმა საშუალება მისცა ბიოლოგებს, ფეხსახსრიანების ევოლუციურ ნათესაურ კავშირებზე ახალი ჰიპოთეზები განევითარებინათ. კერძოდ კი ჰიპოთეზა, რომ ისინი სიცოცხლის ხის სხვადასხვა განშტოებებს ქმნიან.
Findings from molecular systematics are leading biologists to develop new hypotheses about arthropod evolutionary relationships, just as they are for other branches of the tree of life.
562243.
Biology | Chapter XXXIII
ქელიცერიანებს (ქვეტიპი Cheliceriformes; ბერძნულად chelios – ტუჩები და cheir - მკლავი) სახელი ბრჭყალისმაგვარი გამონაზარდის - ქელიცერის გამო დაერქვა. ეს გამონაზარდი პინცეტის ან ეშვის როლს ასრულებს და საკვების მოპოვებაში მონაწილეობს.
Cheliceriforms (subphylum Cheliceriformes; from the Greek cheilos, lips, and cheir, arm) are named for clawlike feeding appendages called chelicerae, which serve as pincers or fangs.
562244.
Biology | Chapter XXXIII
ქელიცერიანებს წინ თავ-მკერდი, უკან კი მუცელი აქვთ.
Cheliceriforms have an anterior cephalothorax and a posterior abdomen.
562245.
Biology | Chapter XXXIII
მათ არა აქვთ საცეცები. უმეტესობას მარტივი თვალი (ერთ ლინზიანი) აქვს.
They lack antennae, and most have simple eyes (eyes with a single lens).
562246.
Biology | Chapter XXXIII
უძველესი ქელიცერიანები, წყლის მორიელები ან ევრიპტერიდები, ძირითადად ზღვისა და მტკნარი წყლის მტაცებლები იყვნენ.
The earliest cheliceriforms were eurypterids, or water scorpions.
562247.
Biology | Chapter XXXIII
სიგრძეში 3 მეტრს აღწევდნენ.
These mainly marine and freshwater predators grew up to 3 m long.
562248.
Biology | Chapter XXXIII
ზღვის ქელიცერიანების უმეტესობა, ევრიპტერიდების ჩათვლით, გადაშენდა; დღეისთვის ქელიცერიანების ზღვის სახეობები წარმოდგენილია ზღვის ობობებით (პიკნოგონიდები) და ხმალკუდიანებით.
Most of the marine cheliceriforms, including all of the eurypterids, are extinct; among the marine species that survive today are the sea spiders (pycnogonids) and the horseshoe crabs.
562249.
Biology | Chapter XXXIII
თანამედროვე ქელიცერიანების ძირითად ნაწილს ობობასნაირები შეადგენენ. ამ ჯგუფში შედიან მორიელები, ობობები, ტკიპები და ბუგრები. ტკიპები და ბუგრები პარაზიტული ფეხსახსრიანების დიდი ჯგუფის წარმომადგენლებია.
The bulk of modern cheliceriforms are arachnids, a group that includes scorpions, spiders, ticks, and mites Ticks and many mites are among a large group of parasitic arthropods.
562250.
Biology | Chapter XXXIII
თითქმის ყველა ტკიპა სისხლისმწოველი პარაზიტია, რომლებიც რეპტილიების ან ძუძუმწოვრების სხეულის ზედაპირზე პარაზიტობენ.
Nearly all ticks are bloodsucking parasites on the body surfaces of reptiles or mammals.
562251.
Biology | Chapter XXXIII
ბუგრები ბინადრობენ ხერხემლიანების, უხერხემლოების და მცენარეების სხეულის ზედაპირზე ან სხეულში.
Parasitic mites live on or in a wide variety of vertebrates, invertebrates, and plants.
562252.
Biology | Chapter XXXIII
ობობასნაირებს აქვთ ექვსი წყვილი გამონაზარდის მქონე თავ-მკერდი: ქელიცერა, წყვილი პედიპალპა (როგორც წესი საკვების შეგრძნებაში მონაწილეობენ) და ოთხი წყვილი სასიარულო ფეხი.
Arachnids have a cephalothorax that has six pairs of appendages: the chelicerae, a pair of pedipalps that usually function in sensing or feeding, and four pairs of walking legs.
562253.
Biology | Chapter XXXIII
ობობასნაირებს აქვთ ეშვისმაგვარი, შხამიანი ჯირკვლებით შეიარაღებული ქელიცერა, რომელსაც ისინი მსხვერპლზე ნადირობისთვის იყენებენ.
Spiders use their fang-like chelicerae, which are equipped with poison glands, to attack prey.
562254.
Biology | Chapter XXXIII
ქელიცერა აქუცმაცებს (ღეჭავს) მსხვერპლს და ობობას მსხვერპლის დაზიანებულ ქსოვილში საჭმლის მომნელებელი წვენი შეჰყავს.
As the chelicerae masticate (chew) the prey, the spider spills digestive juices onto the torn tissues.
562255.
Biology | Chapter XXXIII
საკვები რბილდება და ობობა თხევად საკვებს შეიწოვს.
The food softens, and the spider sucks up the liquid meal.
562256.
Biology | Chapter XXXIII
ობობების უმეტესობაში აირების მიმოცვლას წიგნაკოვანი ფილტვები ახორციელებს. ეს ფილტვები შინაგან განყოფილებაში განლაგებული ფირფიტების წყებაა.
In most spiders, gas exchange is carried out by book lungs, stacked plates contained in an internal chamber.
562257.
Biology | Chapter XXXIII
სასუნთქი ორგანოს ზედაპირი საკმაოდ დიდია და სტრუქტურულ ადაპტაციას წარმოადგენს. დიდი ზედაპირი ჰემოლიმფასა და ჰაერს შორის O2 და CO2-ის მიმოცვლას აუმჯობესებს.
The extensive surface area of these respiratory organs is a structural adaptation that enhances the exchange of O2 and CO2 between the hemolymph and air.
562258.
Biology | Chapter XXXIII
ბევრ ობობას უნიკალური ადაპტაცია აქვს. ეს აბრეშუმისმაგვარი ძაფისგან ქსელის შექმნის უნარია. ქსელის მეშვეობით ობობა მწერებს იჭერს. ძაფი თხევადი ცილისგან შედგება. ცილა მუცლის სპეციალიზებულ ჯირკვლებში წარმოიქმნება.
A unique adaptation of many spiders is the ability to catch insects by constructing webs of silk, a liquid protein produced by specialized abdominal glands.
562259.
Biology | Chapter XXXIII
აბრეშუმს საქსოვი ორგანოები გამოყოფენ. საქსოვ ორგანოებში იგი ძაფებად იხვევა და შემდეგ მაგრდება.
The silk is spun by organs called spinnerets into fibers that solidify.
562260.
Biology | Chapter XXXIII
ყოველი ობობა მისი სახეობისთვის დამახასიათებელ ქსელს ქსოვს. სამუშაოს პირველივე მცდელობისას შესანიშნავად ართმევს თავს.
Each spider engineers a style of web characteristic of its species and builds upin it perfectly on the first try.