668040 Records found
562281.
Biology | Chapter XXXIII
ბევრ მწერს ერთი წყვილი ფრთა აქვს, რომელიც მკერდის დორსალური მხრიდან განვითარდა.
Many insects have one or two pairs of wings that emerge from the dorsal side of the thorax.
562282.
Biology | Chapter XXXIII
ფრთები კუტიკულის და არა ნამდვილი გამონაზარდებია (კიდურები), ამიტომ მწერებს ფრენისთვის სასიარულო ფეხების რაოდენობის შემცირება არ დასჭირვებია.
Because the wings are extensions of the cuticle and not true appendages, insects can fly without sacrificing any walking legs.
562283.
Biology | Chapter XXXIII
მფრინავი ხერხემლიანების კი (ფრინველებისა და ღამურების) ორი წყვილი სასიარულო ფეხიდან ერთი ფრთებად გადაიქცა. ამის გამო ისინი ხმელეთზე მოუხერხებლად გადაადგილდებიან.
By contrast, the flying vertebrates-birds and bats-have one of their two pairs of walking legs modified into wings and are generally quite clumsy on the ground.
562284.
Biology | Chapter XXXIII
თავდაპირველად ალბათ მწერებს ფრთები კუტიკულის გამონაზარდების სახით განუვითარდათ. ეს გამონაზარდები მწერს სითბოს აბსორბციაში ეხმარებოდნენ. მოგვიანებით კი საფრენ ორგანოებად გარდაიქმნენ.
Insect wings may have first evolved as extensions of the cuticle that helped the insect body absorb heat, only later becoming organs for flight.
562285.
Biology | Chapter XXXIII
არსებობს სხვა მოსაზრებებიც; ერთი, რომ ფრთების მეშვეობით მწერებს მაღალი მცენარეებიდან ძირს ჩამოსვლა უადვილდებოდათ; მეორე, რომ წყლის მწერებში ფრთები ლაყუჩების მაგივრობას ასრულებდნენ.
Other views suggest that wings allowed insects to glide from vegetation to the ground, or even that they served as gills in aquatic insects.
562286.
Biology | Chapter XXXIII
დღემდე არსებობს ჰიპოთეზა, რომ მწერების ფრთებს საფრენ ფუნქციამდე საცურაო ფუნქცია ჰქონდათ.
Still another hypothesis is that insect wings functioned for swimming before they functioned for flight.
562287.
Biology | Chapter XXXIII
მორფოლოგიური და მოლეკულური კვლევები ადასტურებს, რომ ფრთები მწერებში ერთხელ განვითარდა.
Morphological and molecular data indicate that wings evolved only once in insects.
562288.
Biology | Chapter XXXIII
პირველ მფრინავ მწერებს შორის არიან ნემსიყლაპიები, რომლებსაც მსგავსი ფრთების ორი წყვილი აქვთ.
Dragonflies, which have two similar pairs of wings, were among the first insects to fly.
562289.
Biology | Chapter XXXIII
ნემსიყლაპიების შემდეგ მწერების რამდენიმე რიგი განვითარდა, რომლებშიც საფრენი ორგანოების მოდიფიკაცია მოხდა.
Several insect orders that evolved later than dragonflies have modified flight equipment.
562290.
Biology | Chapter XXXIII
მაგალითად, ფუტკრებისა და ბზიკების ფრთები ერთმანეთთან გადაბმულია და ერთი წყვილი ფრთასავით მოძრაობს.
The wings of bees and wasps, for instance, are hooked together and move as a single pair.
562291.
Biology | Chapter XXXIII
პეპელას ფრთებიც ასევე ფუნქციონირებს. წინა წყვილი ფრთა უკანა წყვილზე გადაფარებულია და ორივე წყვილი ერთიანად მოძრაობს.
Butterfly wings operate in a similar fashion because the anterior pair overlaps the posterior wings.
562292.
Biology | Chapter XXXIII
ხოჭოების უკანა ფრთები ფრენაში მონაწილეობს, წინა ფრთები კი საფრად გარდაიქმნა. ეს საფარი იცავს საფრენ ფრთებს, როცა ხოჭო მიწაზე დაცოცავს ან მიწაში ეფლობა.
In beetles, the posterior wings function in flight, while the anterior ones are modified as covers that protect the flight wings when the beetle is on the ground or is burrowing.
562293.
Biology | Chapter XXXIII
ბევრი მწერი განვითარებისას მეტამორფოზს გადის.
Many insects undergo metamorphosis during their development.
562294.
Biology | Chapter XXXIII
ახალგამოჩეკილ კალიებში და სხვა მწერებში გვხვდება არასრული მეტამორფოზი. ამ დროს ახალგამოჩეკილი მწერები (ნიმფას სტადია) მოზრდილებს ჰგვანან, მაგრამ უფრო მცირე ზომის სხეული აქვთ. სხეულის პროპორციებიც ზრდასრულებისგან განსხვავებულია და ფრთები არ აქვთ.
In the incomplete metamorphosis of grasshoppers and some other orders, the young (called nymphs) resemble adults but are smaller, have different body proportions, and lack wings.
562295.
Biology | Chapter XXXIII
ნიმფა რამდენიმე კანის ცვლას გადის და ყოველი მათგანის შემდეგ ზრდასრულ მწერს სულ უფრო ემსგავსება.
The nymph goes through a series of molts, each time looking more like an adult.
562296.
Biology | Chapter XXXIII
უკანასკნელი კანის ცვლის შემდეგ მწერი სრულ ზომას აღწევს, ფრთებს იძენს და სქესმწიფე ხდება.
With the final molt, the insect reaches full size, acquires wings, and becomes sexually mature.
562297.
Biology | Chapter XXXIII
სრული მეტამორფოზის (სრული გარდაქმნის) მქონე მწერებს აქვთ ლარვული სტადია, როცა ლარვა ძირითადად იკვებება და იზრდება. ლარვას სტადიას მუხლუხის სტადიასაც ეძახიან.
Insects with complete metamorphosis have larval stages specialized for eating and growing that are known by such names as maggot, grub, or caterpillar.
562298.
Biology | Chapter XXXIII
სრული მეტამორფოზის მქონე მწერებში ლარვა ზრდასრული ფორმისგან სრულებით განსხვავებულია. ზრდასრულ სტადიაზე მწერი სპეციალიზებულია გავრცელებასა და გამრავლებისთვის.
The larval stage looks entirely different from the adult stage, which is specialized for dispersal and reproduction.
562299.
Biology | Chapter XXXIII
ლარვული სტადიიდან ზრდასრულამდე მეტამორფოზი ჭუპრის სტადიის გავლით მიმდინარეობს.
Metamorphosis from the larval stage to the adult occurs during a pupal stage.
562300.
Biology | Chapter XXXIII
როგორც წესი, გამრავლება მწერებში სქესობრივია. მწერები ძირითადად განცალკევებულ სქესიანებია. მდედრობითი და მამრობითი ინდივიდები ცალ-ცალკე არსებობენ.
Reproduction in insects is usually sexual, with separate male and female individuals.