668040 Records found
562621.
Biology | Chapter XXXIV
დღეს-დღეობით გაზრდილი თევზჭერის გამო, ისინი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან.
Today, however, they are severely threatened with overfishing.
562622.
Biology | Chapter XXXIV
2003 დაფიქსირდა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩრდილო- დასავლეთ ატლანტიკაში ზვიგენების რაოდენობა შემცირდა 75%-ით.
In 2003, researchers reported that shark stocks in the northwest Atlantic declined 75% in 15 years.
562623.
Biology | Chapter XXXIV
სხივფარფლიანი და მტევანფარფლიანი თევზები.
Ray-Finned Fishes and Lobe-Fins.
562624.
Biology | Chapter XXXIV
ხერხემლიანების უმეტესობა მიეკუთვნება ყბაპირიანების კლადას - ძვლოვან თევზებს.
The vast majority of vertebrates belong to a clade of gnathostomes called Osteichthyes.
562625.
Biology | Chapter XXXIV
ბევრი სხვა ტაქსონომიური სახელის მსგავსად Osteichthyes (,,ძვლოვანი თევზების”) სახელი არსებობდა ფილოგენეზური სისტემატიკის შემოღებამდე დიდი ხნით ადრე.
Like many other taxonomic names, the name Osteichthyes ("bony fish") was coined long before the advent of phylogenetic systematics.
562626.
Biology | Chapter XXXIV
როცა ეს სახელი პირველად შემოიღეს, ოთხფეხიანები ამ ჯგუფში არ შედიოდნენ. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ძვლოვანი თევზები პარაფილეტური ტაქსონია.
When it was originally defined, the group excluded tetrapods, but we now know that such a taxon would actually be paraphyletic.
562627.
Biology | Chapter XXXIV
თანამედროვე სისტემატიკოსები ათავსებენ ოთხფეხიანებს ძვლოვან თევზებთან ერთად კლადა Osteichthyes-ში.
There fore, systematists today include tetrapods along with bony fishes in the clade Osteichthyes.
562628.
Biology | Chapter XXXIV
ხრტილოვანებისგან განსხვავებით თითქმის ყველა არსებულ Osteichthyes - ძვლოვანს აქვს მკვრივი (გაძვალებული) შინაგანი ჩონჩხი. კალციუმის ფოსფატი ანიჭებს ჩონჩხს სიმაგრეს.
Unlike chondrichthyans, nearly all living osteichthyans have an ossified (bony) endoskeleton with a hard matrix of calcium phosphate.
562629.
Biology | Chapter XXXIV
დღემდე არ არის ცნობილი, როდის გაჩნდა ძვლოვანი ჩონჩხი ყბაპირიანების ევოლუციის მსვლელობაში.
It is not clear when the shift to a bony skeleton took place during gnathostome evolution.
562630.
Biology | Chapter XXXIV
შესაძლებელია, რომ ხრტილოვანების და ძვლოვანების საერთო წინაპარს ძვლოვანი ჩონჩხი ჰქონდა. ხრტილოვანებმა ალბათ დაკარგეს ძვლები შემდგომი ევოლუციის პროცესში.
It is possible, for example, that the common ancestor of both chondrichthyans and osteichthyans was already highly ossified and that chondrichthyans subsequently lost much of this bone.
562631.
Biology | Chapter XXXIV
ამ საკითხის გადასაჭრელად საჭიროა მეტი ნამარხის აღმოჩენა და გამოკვლევა.
Until more fossils of early chondrichthyans and osteichthyans are unearthed, the question will remain open.
562632.
Biology | Chapter XXXIV
წყლის ძვლოვანები არიან ხერხემლიანები, რომლებსაც ჩვენ თევზებს ვეძახით.
Aquatic osteichthyans are the vertebrates we informally call fishes.
562633.
Biology | Chapter XXXIV
ისინი სუნთქავენ წყლის ნაკადის მეშვეობით. წყლის ნაკადი მეხუთე, მეოთხე წყვილ ლაყუჩებს შორის გადის. ლაყუჩები მოთავსებულია კამერებში და დაფარულია დამცავი ძვლოვანი ფირფიტით. ფირფიტას operculum - ოპერკულუმს ანუ ლაყუჩების საფარს ეძახიან.
They breathe by drawing water over four or five pairs of gills located in chambers covered by a protective bony flap called the operculum.
562634.
Biology | Chapter XXXIV
წყალი გროვდება პირში, შემდეგ ფარინქსის გავლით ვრცელდება ლაყუჩებში. წყლის გავრცელება ხორციელდება ოპერკულუმის მოძრაობისა და ლაყუჩების კამერების გარშემო განლაგებული კუნთების შეკუმშვის მეშვეობით.
Water is drawn into the mouth, through the pharynx, and out between the gills by movement of the operculum and contraction of muscles surrounding the gill chambers.
562635.
Biology | Chapter XXXIV
წყლის ძვლოვანების უმეტესობა ცურვის უნარს ჰაერის ტომრის მეშვეობით ინარჩუნებს. ჰაერის ტომარა ცნობილია საცურაო ბუშტის სახელით.
Most aquatic osteichthyans can control their buoyancy with an air sac known as a swim bladder.
562636.
Biology | Chapter XXXIV
აირები სისხლიდან ხვდება საცურაო ბუშტში. ეს ზრდის თევზის ცურვისა და ტივტივის უნარს, რის შედეგად თევზს ზევით ასვლა შეუძლია. როცა აირები უკან სისხლში განიდევნება, თევზი ქვევით, ფსკერისკენ მოძრაობას.
Movement of gases from the blood to the swim bladder increases buoyancy, making the animal rise; a transfer back to the blood causes the animal to sink.
562637.
Biology | Chapter XXXIV
ჩარლზ დარვინის ვარაუდით, ოთხფეხიანების ფილტვები საცურაო ბუშტიდან განვითარდნენ. სინამდვილეში, როგორც ჩანს, ყველაფერი პირიქით მოხდა.
Charles Darwin proposed that the lungs of tetrapods evolved from swim bladders, but, strange as it may sound, the opposite seems to be true.
562638.
Biology | Chapter XXXIV
ძვლოვანების მრავალ, ადრე განშტოებულ ხაზში ასევე არის ფილტვები. ფილტვებს ისინი იყენებდნენ ჰაერით სუნთქვისთვის. ამავე დროს ლაყუჩებსაც იყენებდნენ აირების მიმოცვლისთვის.
Osteichthyans in many early-branching lineages also have lungs, which they use to breathe air as a supplement to gas exchange in their gills.
562639.
Biology | Chapter XXXIV
როგორც ჩანს, ჯერ მოხდა ფილტვების განვითარება, შემდეგ, ზოგ ევოლუციურ ხაზში ისინი საცურაო ბუშტად გადაიქცნენ.
The weight of evidence indicates that lungs arose first and later evolved into swim bladders in some lineages.
562640.
Biology | Chapter XXXIV
წყლის ძვლოვანი თევზების კანი ხშირად დაფარულია ბრტყელი, ძვლოვანი ქერცლებით. ქერცლები ზვიგენის კბილისმაგვარი ქერცლებისგან განსხვავდება აგებულებით.
The skin of aquatic osteichthyans is often covered by flattened, bony scales that differ in structure from the toothlike scales of sharks.